საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჩვენს შესახებ

 

უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური საუნივერსიტეტეტო და საფაკულტეტო დონეზე ახორციელებს სწავლა-სწავლების, კვლევის, უნივერსიტეტის მესამე მისიის (საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანა) და ინსტიტუციური ეფექტიანობის ხარისხის უზრუნველყოფას. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უნივერსიტეტის მართვის ერთ-ერთი ძირითადი ორგანოა, რომლის  მიზანია ხარისხის კულტურის დამკვიდრება საუნივერსიტეტო სივრცეში.

 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მოქმედებს საქართველოს კანონის უმაღლესი განათლების შესახებ, ბოლონიის პროცესის და უნივერსიტეტების დიდი ქარტიის სახელმძღვანელო პრინციპებისა და რეკომენდაციების საფუძველზე „დაგეგმე, განახორციელე, შეამოწმე, იმოქმედე“ (PDCA) ციკლის შესაბამისად. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური საკუთარ საქმიანობას ახორციელებს უნივერსიტეტის ავტონომიურობის, ინკლუზიისა და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვის, აკადემიური თავისუფლებისა და მრავალფეროვნების პატივისცემის, შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან მუდმივი კომუნიკაციისა და ანგარიშვალდებულების, მათთან ინფორმაციის პერმანენტული გაცვლის, საუკეთესო გამოცდილების ურთიერთგაზიარებისა და აქტუალური საკითხებისადმი კრიტიკული მიდგომის საფუძველზე.

 

უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მოქმედების მნიშვნელოვან ორიენტირებს წარმოადგენს:

 

  • საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის  შიდა და გარე უზრუნველყოფა;
  • კვლევის შეფასების მექანიზმის დანერგვა;
  • უნივერსიტეტის ეფექტიანობის შეფასების სისტემის დანერგვა და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა;
  • აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების მხარდაჭერა;
  • საერთაშორისო თანამშრომლობისა და საერთო ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში უნივერსიტეტის ინტეგრაციის ხელშეწყობა.

 

Flag Counter