საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საგანმანათლებლო პროგრამების  შემუშავება და განვითარება

 

უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განვითარება ხდება საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, შეფასებისა და განვითარების პროცედურის მიხედვით (სამუშაო ფაილები იხილეთ ბმულზე). აღნიშნული პროცედურა ადგენს საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განვითარების მექანიზმს, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტის დონეზე პროგრამების ხარისხის შიდა უზრუნველყოფას, თანმიმდევრულ მიდგომას და აკადემიური პერსონალისთვის პროგრამის შექმნისა და განვითარების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. აღნიშნული პროცედურის მიზანია უნივერსიტეტში ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, რომლებიც შეესაბამება უნივერსიტეტის მისიას და ემყარება შემდეგ პრინციპებს:

 

  1. მეცნიერების/დარგის, სახელმწიფოს ან/და საზოგადოების განვითარების საჭიროებების, ასევე ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და საერთაშორისო ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებას;
  2. დარგის თანამედროვე მიღწევების გათვალისწინებას;
  3. სწავლებისა და კვლევის ინტეგრირებას;
  4. სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლებას, სტუდენტების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებასა და ინკლუზიურობას;
  5. კურიკულუმის, სწავლა-სწავლებისა და კვლევის ინტერნაციონალიზაციას.

 

საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, შეფასებისა და განვითარების პროცედურა ადგენს საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვისა და შემუშავების, მისი შეფასების და მასში ცვლილებების შეტანის წესს.   ამასთან, აღნიშნულ დოკუმენტში დანართების სახით მოცემულია   პროგრამისა და სილაბუსის ფორმები,  პროგრამის ხელმძღვანელ(ებ)ის/თანახელმძღვანელის/კოორდინატორის ფუნქციები და პასუხისმგებლობების სფერო,  საგანმანათლებლო პროგრამის კომიტეტის შემადგენლობა,  კურიკულუმის რუკის, პროგრამის მიზნებისა და სწავლის შედეგების შესაბამისობის რუკის, პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების ანგარიშის, პროგრამის ბიუჯეტის ნიმუშები, ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების რეკომენდაციები, ყოველსმესეტრული კითხვარები, საგანმანათლებლო პროგრამის ანგარიშის ფორმა და უმაღლესი საგანმანათლბელო პროგრამის პორტფოლიოს წარმოების წესი.

 

 

 

უკან >>>