საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ელექტრონული სწავლება

 

ელექტრონული სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის სწავლის მართვის სისტემის გამოყენებით წარმართვას. სწავლის მართვის სისტემა არის ინტერნეტზე დამყარებული კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აუცილებელია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და წარმართვისათვის, კერძოდ, სასწავლო მასალების მიწოდებისათვის, სტუდენტის სტუდენტთან ან/და უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების პერსონალთან კომუნიკაციისათვის, ტესტირებისათვის, კონსულტირებისათვის, სტუდენტთა პროგრესის მონიტორინგისათვის და სხვა მიზნებისათვის.

 

ელექტრონული სწავლება ხორციელდება ასინქრონული ან/და სინქრონული კომუნიკაციის ფორმით. ასინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნი და მიმღები ერთსა და იმავე დროს არ ახდენენ კომუნიკაციას, ხოლო სინქრონული-როდესაც მათი კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება.

 

ელექტორნული სწავლებისას გამოიყენება სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა LMS და სასწავლო პლატფორმა Moodle.

 

უნივერსიტეტში დანერგილია ელექტორონული სწავლების კომპონენტები. თუმცა ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება სასწავლო პროცესების მართვის მიზნით შეიმუშაოს ელექტრონული სწავლების ადმინისტრირების წესი (იხ. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ), რომელიც დეტალურად აღწერს ელექტორნული სწავლების განხორციელების პირობებს. ამასთან, უნივერსიტეტის შვიდივე ფაკულტეტმა აღნიშნულ წესზე დაყრდნობით შეიმუშავა ელექტრონული სწავლების კონცეფცია, რომელიც უფრო დეტალურია და ითვალისწინებს თითოეული ფაკულტეტის სპეციფიკას (იხ. დადგენილება №31/2020 სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე დისტანციურ რეჟიმში ელექტრონული ფორმით სწავლების განხორციელების კონცეფციისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ).

 

უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა შეიმუშავეს ელექტორნული სწავლების განხორციელებისთვის საჭირო გზამკვლევები, ტუტორიალები, ელექტრონული სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის რეკომენდაციები  და ჩაატარეს შესაბამისი ტრენინგები. 

 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ელექტორნულ სწავლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. ხარისხის უზრულვეყოფის სააგენტოებმა და უნივერსიტეტმა შეიმუშავეს და გამოაქვეყნეს ელექტორნული სწავლების შესახებ რეკომენდაციები, რომელებიც შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ: 

 

 

 

უკან >>>