საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ხარისხის შიდა უზრუნველყოფა

 

ხარისხის შიდა უზრუნველყოფა არის უნივერსიტეტში მიმდინარე სწავლა-სწავლების, კვლევის, უნივერსიტეტის მესამე მისიის (საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანა) და ინსტიტუციური ეფექტიანობის შეფასების უწყვეტი პროცესი, რომელსაც ახორციელებს უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები. ხარისხის შიდა უზრუნველყოფის მიზანია უნივერსიტეტში საგანმანათლებლო საქმიანობის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება და ხარისხის კულტურის გაძლიერება. ხარისხის კულტურა გულისხმობს უნივერსიტეტის საქმიანობაში ჩართული თითოეული პირის მიერ პასუხისმგებლობის აღებას მის მიერ განხორციელებული საქმიანობის ხარისხზე. გარდა ამისა, ხარისხის შიდა უზრუნველყოფა გულისხმობს უნივერსიტეტის  ანგარიშვალდებულებას შიდა და გარე დაინტერესებულ მხარეებთან. შიდა დაინტერესებულ მხარეებთან ანგარიშვალდებულება გამოიხატება ხარისხის უზრუნველყოფის საქმიანობის გამჭვირვალეობასა და ანგარიშების მომზადებაში; ხოლო გარე დაინტერესებულ მხარეებთან ანგარიშვალდებულება გულისხმობს ხარისხის გარე უზრუნველყოფის მოთხოვნების დაკმაყოფილებას საგანამანათლბელო პროგრამებისა და უნივერსიტეტის თვითშეფასების ანგარიშის მომზადების და გარე უზრუნველყოფის პროცედურების გავლის გზით.

 

ხარისხის შიდა უზრუნველყოფისას უნივერსიტეტი ითვალისწინებს უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრონციპებს (ESG 2015), რომელიც არის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყფის საერთო ჩარჩო ევროპულ დონეზე. აღნიშნული სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინება აუცილებელია ხარისხის გარე უზრუნველყოფის მექანიზმის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რაც თავისთავად უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სტუდენტების განათლების აღიარებას და მათ მობილობას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, და ზრდის ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობას უნივერსიტეტესადმი. აქვე აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო საქმიანობის ხარისხსა და მის უზრუნველყოფაზე უპირველეს ყოვლისა პახუსიხმგებელია უნივერსიტეტი.

 

ხარისხის შიდა უზრუნველყოფის კოორდინირება ხორციელდება უნივერსიტეტის ცეტრალური  და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების მიერ ადგილობრივ და უცხოურ უნივერსიტეტებთან მჭირდო თანამშრომლობით. უნივერისტეტების გარდა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თანამშრომლობს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ასოციაციასთან (ENQA), ევროპის უმაღლესი განათლების ინსტიტუტების ასოციაციასთან (EURASHE),  ევროპის სტუდენტთა ასოციაციასთან (ESU), ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციასთან (EUA), აშშ აკრედიტაციის საბჭო ინჟინერიასა და ტექნოლოგიაში (ABET) და სხვა ორგანიზაციებთან.

 

Flag Counter