საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საგანმანათლებლო პროგრამების კოლეგიალური შეფასებები

 

უნივერსიტეტში დაინერგა კოლეგიალური შეფასების სისტემა, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო პროგრამების განმავითარებელ შეფასებას და წარმოადგენს აკრედიტაციის პროცესის ერთგვარ სიმულაციას. ამ ტიპის ინიციატივა ახალია არა მარტო უნივერსიტეტისათვის, არამედ სრულიად ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის და ექსპერტების მიერ შეფასებულია, როგორც უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ დანერგილი საუკეთესო პრაქტიკა (იხ. სტუდენტთა ზღვრული რაოდენობის გაზრდის განაცხადზე ავტორიზაციის ექსპერტთა დასკვნა 2020:3). აღნიშნული პრაქტიკა ევროპელი პარტნიორების (კარლ-რუპრეხტის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის, გერმანია) გამოცდილების გაზიარების საფუძველზე შეიქმნა.

 

კოლეგიალური შეფასებისადმი ახლებური მიდგომა ხელს უწყობს ფაკულტეტთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებასა და საუკეთესო პრაქტიკის ურთიერთგაზიარებას. კოლეგიალური შეფასება მიზნად ისახავს:

 

  • საუნივერსიტეტო სივრცეში ხარისხის კულტურის ამაღლებას;
  • სტუდენტთა ჩართულობის ზრდას პროგრამის შეფასებისა და განვითარების პროცესში;
  • შიდა ხარისხის შეფასების როლის გაძლიერებასა და კულტურის ამაღლებას.

 

პროცესები არის გამჭვირვალე, კოლეგიალური და მხარდაჭერილი ფაკულტეტების მიერ. შეფასების პროცესში მიღებული რეკომენდაციები და რჩევები აისახება საგანმანათლებლო პროგრამებში. კოლეგიალური შეფასების პროცესი რამდენიმე ფაზად ნაწილდება.

2019 წელს 32 საგანმანათლებლო პროგრამა შეფასდა კოლეგიალური შეფასების  წესით. შესაფასებელი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და ვიზიტის ვადები იხილეთ შემდეგ ბმულზე.  დასკვნები და რეკომენდაციები იხ. ბმულზე (შიდა მოხმარებისთვის). 

 

შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო 500-მდე პირმა. ვიზიტის დროს შეხვედრები გაიმართა ფაკულტეტის ადმინისტრაციის სხვადასხვა რგოლის წარმომადგნელებთან, პროგრამის ხელმძღვანელებთან, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან, დამსაქმებლებსა და სტაჟირება/პრაქტიკის განმახორციელებლებთან. ვიზიტების დროს ექსპერტებმა დაათვალიერეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ბიბლიოთეკები, აუდიტორიები, კომპიუტერული და კვლევითი ლაბორატორიები.

 

უკან >>>