საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთი წლის მანძილზე ისარგებლებს თაიმსის გარკვეული სერვისებით

თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების წარმომადგენლებთან ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხანგრძლივი კომუნიკაციის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის აქტიური მხარდაჭერის შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთი წლის მანძილზე (დაწყებული 2020 წლიდან) ისარგებლებს თაიმსის გარკვეული სერვისებით.

 

კერძოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს წვდომას თაიმსის მონაცემთა ბაზაზე, რაც უნივერსიტეტს საშუალებას მისცემს თვალი ადევნოს საკუთარ პროგრესს სხვადასხვა მიმართულებით და დაგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები. ამასთან, ერთი წლის მანძილზე, თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების წარმომადგენლები უნივერსიტეტს დაეხმარებიან აწარმოონ გლობალური ბრენდინგის კამპანია, რაც დაეხმარება უნივერსიტეტს საერთაშორისო განათლების ბაზარზე უკეთ პოზიციონირებაში, რეპუტაციისა და ცნობადობის გაზრდაში.

 

აღსანიშნავია ასევე, რომ თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირების წარმომადგენლები ორგანიზებას გაუწევენ უნივერსიტეტის თანამშრომელთა ტრენინგს (მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, დისტანციური შეხვედრების ფორმატით).

 

მიმდინარე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის უკვე ჩატარდა ოთხი ონლაინ ტრენინგი, თაიმსის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით კი მომზადდა ანგარიში, რომელიც გამოყენებული იქნება მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების დროს.

 

განახლდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფილი თაიმსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (იხ. ბმული)  ხოლო რანჟირების 2021 წლის გამოცემის საინფორმაციო ბუკლეტში წარმოდგენილი იქნა ჩანართი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ (იხ. ბმული).

 

აღსანიშნავია, რომ THE Ranking ჟურნალში (2021 წლის 23 დეკემბერი - 2022 წლის 5 იანვარი, გვ.18) გრაკლიან გორაზე თსუ არქეოლოგების უახლესი აღმოჩენის შესახებ სტატია გამოქვეყნდა. სტატიაში აღწერილია თუ როგორ შეცვალა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების არქეოლოგიურმა აღმოჩენამ გასული ათწლეულების ისტორია. დაწვრილებით იხილეთ აქ.

 

                                     

 

უკან >>>