2019 წლის 2 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში თსუ ჰუმანიტარულ ფაკულტეტთან არსებული ვიზუალური ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პედაგოგის, თამარ ხარაბაძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა. თამარ ხარაბაძე ათეული წლებია, თსუ-ში პედაგოგად მოღვაწეობს, არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. მხატვარი რეგულარულად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენაში, რომელიც იმართება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. თამარ ხარაბაძის ნამუშევრები შესულია კატალოგებში: „ქართული მხატვრობა 2013“ და „ქართული მხატვრობა 2014“. მისი ნამუშევრები დაცულია: საქართველოს, რუსეთის, თურქეთის, საფრანგეთის, იტალიის, ჰოლანდიის, ვიეტნამის, პოლონეთის, უნგრეთისა და ჩეხეთის კერძო კოლექციებში. თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ექსპონირებული იყო თამარ ხარაბაძის ფერწერული და გრაფიკული სურათები.
02/05/2019