თსუ მუზეუმი უნივერსიტეტის სასწავლო პროცესში აქტიურადაა ჩართული და ფაკულტეტებთან ერთად სისტემატიურად მართავს გამოფენებსა და კულტურული ხასიათის ღონისძიებებს. მუზეუმი, ასევე, ინდივიდუალურად გეგმავს გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეებისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებს, რითაც ხდება საუნივერსტეტო მემკვიდრეობისა და დამფუძნებლების პოპულარიზაცია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის პირველი კორპუსის გუმბათქვეშა სივრცეში, სისტემატურად იმართება სხვადასხვა სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების შემოქმედების წარმოჩენა. ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია მუზეუმის სივრცეში ღირებული ღონისძიების გამართვა, რაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, რომელიც, ასევე საერთო კულტურული და ხელოვნების დონის წარმოჩენას უწყობს ხელს. უნივერსიტეტის მუზეუმში ხშირად იმართება სხვადასხხვა სახის კულტურული ღონისძიება უნივერსიტეტის წიაღში არსებული მიმართულებების ხელშესაწყობად. იგულისხმება: თეატრალური წარმოდგენები, გამოფენები, ადგილობრივი ვოკალური ჯგუფების კონცერტები, რომელთა დიდი ნაწილი წინასწარ დაგეგმილია ან სათანადო ჯგუფების მომართვიანობის შემთხვევაში დაიგეგმება. როგორც მოგეხსენებათ, თსუ პირველ კორპუსს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. ამ ისტორიულ შენობაში და მის მუზეუმებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია უფასოდ შესვლა (ცხადია, სამუშაო საათების ფარგლებში) და იქ განთავსებულ არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ვაჟა-ფშაველას, ისტორიისა და სახვითი ხელოვნების დარბაზების მონახულება. იმ შემთხვევაში თუ ვიზიტორს საფონდო მასალის გაცნობა მოუნდება, მაშინ კონკრეტული მუზეუმის მენეჯერის დახმარებით შეავსებს სპეციალურ ანკეტას და მისი ხელმძღვანელობით და გაეწევა მეგზურობა, რაც ასევე, სრულიად უფასოა. რაც შეეხება უნივერსიტეტში ეზოში შემოსვლასა და არსებული პანთეონის მონახულებას ის დროში შეუზღუდავად ნებისმიერ მსურველს შეუძლია, რაც ასევე სრულიად უსასყიდლოა.
თუ გსურთ სოციალიზაცია ან უბრალოდ დასვენება, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უფასოდ ისიამოვნოთ თსუ-ს გარე უნიკალური მწვანე სივრცეებით. უნივერსიტეტის ცოცხალ მცენარეთა კოლექცია უნიკალური და ისტორიული რესურსია. თსუ-ს მწვანე სივრცეები მოიცავენ მცენარეების 100-ზე მეტ უნიკალური ხის სხვადასხვა სახეობას, რომელთა მოვლა და მდგომარეობის შეფასება ყოველდღიურად ხდება. გარდა ამისა, თსუ-ს პირველ კორპუსში მდებარეობს პანთეონი, რომელიც უნივერსიტეტის ეზოში 1927 წელს დაარსდა, როდესაც დაკრძალეს უნივერსიტეტის პირველი რექტორი პეტრე მელიქიშვილი. უნივერსიტეტის ბაღში განისვენებს თსუ-ს თითქმის ყველა დამფუძნებელი, გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, როგორებიც არიან: ივანე ჯავახიშვილი, აკაკი შანიძე, გიორგი წერეთელი, ივანე ბერიტაშვილი, კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე, დიმიტრი უზნაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, გიორგი ჩუბინაშვილი, შალვა ნუცუბიძე, ნიკო ცხვედაძე, ა.შ.