საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

  

  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის მუზეუმი აკადემიკოს ნიკო კეცხოველის მიერ 1946 წელს ჩამოყალიბდა. ამჟამად, ზოოლოგიის მუზეუმის ექსპოზიცია 5000–მდე სადემონსტრაციო ეგზემპლარს ითვლის. აქ წარმოდგენილია: უნიკალური მარჯნის პოლიპები, პეპლები, ხოჭოები, მოლუსკები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები, ძუძუმწოვრები. მუზეუმში სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებსა და სხვა დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნებას, მათ შინაგან აგებულებასა და ემბრიონული განვითარების თავისებურებებს.

    

მუზეუმში წარდმოდგენილი ფრინველთა კოლექცია უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ იგი საქართველოში ბინადარ და გადამფრენ ფრინველთა ყველა სახეობას მოიცავს.

 

თსუ ზოოლოგიის მუზეუმის ვირტუალური ტური
კონტაქტი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. 11, ტელ: 558485141,  ზოოლოგიის მუზეუმის  მენეჯერი ჟანეტა შუბითიძე