საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2020 წლის 27 ნოემბრის №20649/10 და 2020 წლის 28 ნოემბრის №20733/10, №20732/10, №20731/10, №20730/10, №20729/10, №20728/10, №20727/10, №20726/10, №20725/10, №20724/10, №20723/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 30 ნოემბრის №22 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილებები რეაკრედიტაციის მიზნით „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მათემატიკა“ (დანართი 2);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ქიმია“ (დანართი 4);
გ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-7 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გეოლოგია“ (დანართი 7);
დ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-12 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მათემატიკა“ (დანართი 12);
ე) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-13 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გამოყენებითი მათემატიკა“ (დანართი 13);
ვ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-16 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ქიმია“ (დანართი 16);
ზ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-17 ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ქიმიური ექსპერტიზა“ (დანართი 17);
თ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 21-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გეოლოგია“ (დანართი 21);
ი) I ნაწილის „გ“ პუნქტის 25-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „მათემატიკა“ (დანართი 25);
კ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 27-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ქიმია“ (დანართი 27);
ლ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 30-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „გეოლოგია“ (დანართი 30);
მ) IV ნაწილის „ბ“ პუნქტის 90-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“ (დანართი 90).
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე