,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე - 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე - 8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე - 9 და მე - 12 პუნქტების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 6 მაისის N5 სხდომის ოქმის მე-3 საკითზე მიღებული გადაწყვეტილების, უნივერსიტეტის რექტორის აპარატის და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსის 2025 წლის 14 მაისის N11595/10 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს და საფაკულტეტო სადისერტაციო კომისიების/საბჭოების ფორმირებისა და საქმიანობის მოდერნიზაციის მიზნით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი (შემდგომში - ,,სამუშაო ჯგუფი’’ ) შემდეგი შემადგენლობით:
ა) დალი კანდელაკი - უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს აპარატის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ბ) ქეთევან ხუციშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი- სამუშაო ჯგუფის წევრი;
გ) ნანა გაფრინდაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ) ვაჟა ტრაპაიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) სანდრო ტაბატაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ) თამარ ქარაია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ) ლალი სურმანიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) ავთანდილ სილაგაძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიკოსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი) მორის შალიკაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ) თამარ რუხაძე - მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს თსუ-ის კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია