Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის   პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის  სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე - 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე - 8 პუნქტის   ,,ა” ქვეპუნქტის, მე - 9 და მე - 12 პუნქტების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2025 წლის 6 მაისის N5 სხდომის ოქმის მე-3 საკითზე მიღებული გადაწყვეტილების,  უნივერსიტეტის რექტორის აპარატის და აკადემიური  საბჭოს სამდივნოს უფროსის    2025 წლის  14 მაისის N11595/10  წერილის  საფუძველზე,


ვბრძანებ:


1.  სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის     სახელმწიფო   უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს    და    საფაკულტეტო    სადისერტაციო    კომისიების/საბჭოების ფორმირებისა და   საქმიანობის   მოდერნიზაციის მიზნით   შეიქმნას   სამუშაო   ჯგუფი (შემდგომში -  ,,სამუშაო  ჯგუფი’’ )  შემდეგი შემადგენლობით:

ა) დალი კანდელაკი - უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს აპარატის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ბ) ქეთევან ხუციშვილი  - ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი- სამუშაო ჯგუფის წევრი;
გ) ნანა გაფრინდაშვილი  -  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ) ვაჟა ტრაპაიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) სანდრო ტაბატაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ) თამარ ქარაია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ) ლალი სურმანიძე - ფსიქოლოგიისა და  განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) ავთანდილ სილაგაძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, აკადემიკოსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი) მორის შალიკაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის  დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ) თამარ რუხაძე - მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს თსუ-ის კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია