Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის   მე-2 და მე-3  ნაწილების,  63-ე  მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  „საჯარო  სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების“   მე-14 მუხლის  პირველი  პუნქტის, მე-8  პუნქტის „ა“, „ბ“,  „ო“ და  „პ“  ქვეპუნქტებისა  და  მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შევიდეს ცვლილება “სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი    საგანმანათლებლო პროგრამების „მედიცინა“ (ინგლისურენოვანი)  და „სტომატოლოგია“ (ინგლისურენოვანი)  სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის  სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ “ რექტორის 2024 წლის 9 აგვისტოს N659/01-01 ბრძანების პირველი  პუნქტის  „ა.გ“ - „ა.ე“  ქვეპუნქტებში და ისინი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) სააუდიტორიო   მეცადინეობები (კურაციული  სისტემით)   –  28 ოქტომბერი   -  28 დეკემბერი, 13 იანვარი - 22 მარტი;
ა.დ) დამატებითი გამოცდები- 24 – 29 მარტი;
ა.ე) არდადეგები- 29 დეკემბერი - 12 იანვარი, 30-31 მარტი.“

2. შევიდეს ცვლილება “სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის   ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი    საგანმანათლებლო პროგრამების „მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) და  „სტომატოლოგია“ (ინგლისურენოვანი) სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო   წლის    სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ “ რექტორის 2024 წლის 9 აგვისტოს N659/01-01 მე-2 პუნქტის „ბ.გ“ - „ბ.ე“ ქვეპუნქტებში და ისინი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ)  სააუდიტორიო   მეცადინეობები (კურაციული  სისტემით)  –  30  სექტემბერი-  28 დეკემბერი, 13 იანვარი - 22 თებერვალი;
ბ.დ) დამატებითი გამოცდები- 24 თებერვალი – 01 მარტი;
ბ.ე) არდადეგები- 29 დეკემბერი - 12 იანვარი, 2 მარტი-7 მარტი.“

3.  ბრძანების უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  დაევალოს  კანცელარიას,  ბრძანება გადასცეს  შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს.
5.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია