Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების  შესახებ“   საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2  ნაწილების,  56–ე მუხლის   მე-2  და  მე-3  ნაწილების,  63-ე  მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  „საჯარო  სამართლის   იურიდიული   პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების“   მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შევიდეს      შემდეგი  ცვლილებები „სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2024 წლის 22 ივლისის N206/01-01 ბრძანებაში:

ა)    1.1. პუნქტის  „ბ.გ“    ქვეპუნქტი, რომლითაც სააუდიტორიო მეცადინეობები განსაზღვრული იყო  - 23 სექტემბერი  - 28 დეკემბერი და  6-11 იანვარი  -  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და სააუდიტორიო მეცადინეობების ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:

„23 სექტემბერი-28 დეკემბერი, 13-18 იანვარი“;

ბ) 1.1. პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი, რომლითაც საგამოცდო პერიოდი განსაზღვრული იყო - 13 იანვარი  -  8 თებერვალი(დასკვნითი),   13-19 თებერვალი (დამატებითი)-  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და საგამოცდო პერიოდის ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:

„20 იანვარი-15 თებერვალი(დასკვნითი), 20-26 თებერვალი (დამატებითი)“;

გ) 1.1. პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტი, რომლითაც არდადეგების პერიოდი განსაზღვრული იყო - 30 დეკემბერი - 5 იანვარი, 20 თებერვალი - 2 მარტი- ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და არდადეგების პერიოდის ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:

„30 დეკემბერი - 12 იანვარი, 27 თებერვალი - 2 მარტი“;

დ) 1.1. პუნქტის „დ.ბ.გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც სააუდიტორიო მეცადინეობების თარიღები განსაზღვრული იყო - 30 სექტემბერი - 28 დეკემბერი, 6-18 იანვარი - სააუდიტორიო მეცადინეობების ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:

„30 სექტემბერი-28 დეკემბერი, 13-25 იანვარი“;

ე) 1.1. პუნქტის „დ.ბ.დ“  ქვეპუნქტი, რომლითაც საგამოცდო პერიოდი განსაზღვრული იყო -20 იანვარი-8 თებერვალი(დასკვნითი),  13-21 თებერვალი(დამატებითი)  - ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და საგამოცდო პერიოდის ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:

„27 იანვარი-15 თებერვალი(დასკვნითი), 20-26 თებერვალი (დამატებითი)“;

ვ)  1.1. პუნქტის „დ.ბ.ე“   ქვეპუნქტი, რომლითაც არდადეგების პერიოდი განსაზღვრული იყო- 30  დეკემბერი  -  5  იანვარი,  22  თებერვალი -  2  მარტი  -  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და არდადეგების პერიოდის ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:

„30 დეკემბერი -12 იანვარი, 27 თებერვალი - 2 მარტი“;

ზ) 1.2. პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტი, რომლითაც სააუდიტორიო  მეცადინეობები განსაზღვრული  იყო - 30 სექტემბერი  -28 დეკემბერი  და 6-18 იანვარი - ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და სააუდიტორიო მეცადინეობების ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:

„30 სექტემბერი-28 დეკემბერი, 13-25 იანვარი“;

თ)  1.2. პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი, რომლითაც საგამოცდო პერიოდი განსაზღვრული იყო - 20 იანვარი - 8 თებერვალი(დასკვნითი),13-19  თებერვალი(დამატებითი)-  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და საგამოცდო პერიოდის ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:

„27 იანვარი-15 თებერვალი(დასკვნითი), 20-26 თებერვალი (დამატებითი)“;

ი) 1.2. პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტი, რომლითაც არდადეგების პერიოდი განსაზღვრული იყო - 30 დეკემბერი - 5 იანვარი, 20 თებერვალი - 2 მარტი - ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით და არდადეგების პერიოდის ახალი თარიღები განისაზღვროს შემდეგი სახით:

„30 დეკემბერი -12 იანვარი, 27 თებერვალი - 2 მარტი“ 
2.    ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    დაევალოს     კანცელარიას,      ბრძანება      გადასცეს      შესაბამის       სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია