სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  უწყვეტი  განათლების  ცენტრის სასერტიფიკატო კურსის  „ქოუჩინგი მენეჯმენტში“ ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე
   ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის,   52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის  „ქოუჩინგი მენეჯმენტში“  დამტკიცების შესახებ რექტორის  2018 წლის 21 დეკემბრის N319/01-01 ბრძანების, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2018 წლის 12 დეკემბრის N25567/10 წერილისა  და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 24 დეკემბრის N26609/10 წერილების  საფუძველზე,
 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:  
1.
		სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის  „ქოუჩინგი მენეჯმენტში“ ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 24 საათით; კურსის ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს  350 ლარის ოდენობით;
2.
		სასერტიფიკატო კურსის ღირებულების გადახდისას დადგინდეს შეღავათები თსუ         სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის, კურსის ღირებულება განისაზღვროს თვეში                    300 ლარით;
3.
		მასწავლებლის ანაზღაურება  განისაზღვროს 1 საათი – 50  ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით); 
4.
		დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
5.
		დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
6.
		ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 
	ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                                ნუნუ ოვსიანიკოვა      
