- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გვერდის რუკა
ორმხრივი თანამშრომლობის გაცვლითი კონკურსები სტუდენტებისთვის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აკადემიური წლის განმავლობაში თსუ სტუდენტებისთვის აცხადებს სტიპენდიებს ორმხრივი თანამშრომლობის გაცვლითი კონკურსების ფარგლებში („ბილატარალური გაცვლითი პროგრამები“). გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველებს მიმდინარე კონკურსებთან დაკავშირებული ინფორმაციის ნახვა შეუძლიათ თსუ ვებ-გვერდის შესაბამის განყოფილებაში (მიმდინარე კონკურსები).
კონკურსზე დაშვების წინაპირობა:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე პირებს;
- კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია მიმღებ უნივერსიტეტში მოქმედი ენის ცოდნის დამადასტურებელი ოფიციალური ვალიდური დოკუმენტის ფლობა
იმ აპლიკანტებს, ვისაც არ აქვს უცხო ენის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული ვალიდური სერთიფიკატი, საშუალება ეძლევათ გაიარონ უცხო ენის ინსტიტუციონალური ტესტირება თსუ-ში. ტესტირება ტარდება წელიწადში ორჯერ, ყოველი სასწავლო სემესტრის დასაწყისში.
როგორ დავრეგისტრირდეთ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:
დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ გაცვლითი პროგრამების მართვის პორტალზე mobility.tsu.ge, ატვირთონ მოთხოვნილი სააპლიკაციო დოკუმენტები (PDF ფორმატში) და გამოაგზავნონ განაცხადი დადგენილ ვადამდე.
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი მიმდინარეობს სამ ეტაპად:
- ელექტრონული განაცხადის და შესაბამისი დოკუმენტების შემოწმება;
- კანდიდატთა გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან;
- მიმღები უნივერსიტეტის მიერ თსუ-ს მიერ ნომინირებული კანდიდატურის მიღებაზე თანხმობა
ბილატერალური გაცვლითი პროგრამის პირობები:
- ბილატარალური გაცვლითი სასწავლო პროგრამების ხანგრძლივობა განისაზღვრება ერთი სემესტრით. მობილობის ვადის გახანგრძლივება ავტომატურად არ არის შესაძლებელი.
- გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტისთვის ის სემესტრი, როდესაც მობილობის განხორციელებას აპირებს, არ უნდა იყოს დამამთავრებელი.
- პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებული სტიპენდიები განსხვავებულია და უმეტეს შემთხვევაში, მოიცავს უფასო სწავლას, საცხოვრებელი ოთახით უზუნველყოფას და კვების თანხას. ამავდროულად, ზოგიერთი პარტნიორი უნივერსიტეტი თსუ სტუდენტებს სთავაზობს მხოლოდ უფასო სწავლას.
- კონკურსში გამარჯვებულმა სტუდენტმა თავად უნდა დაფაროს საერთაშორისო დაზღვევისა და მგზავრობის ხარჯები.
- შესაძლებელია, ზოგიერთმა პარტნიორმა უნივერსიტეტმა საერთო საცხოვრებლის ოთახის დაჯავშნისთვის მოთხოვოს საგარანტიო თანხა, რომელიც სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტს უკან უბრუნდება.
- ცალკეული გაცვლითი პროგრამის პირობები და წინაპირობები ცვალებადია და ყველა დეტალი მოცემულია საკონკურსო განცხადებაში.
შენიშვნა: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!
კონტაქტი: exchange@tsu.ge