საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო პროექტები

 

თსუ-ს შინაგანაწესისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის თანახმად, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი პასუხისმგებელია  უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესების წარმართვაზე. სხვადასხვა საერთაშორისო საგრანტო პროგრამების გამოყენებით,  საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი მუდმივად ზრუნავს თსუ-ს ტრანსნაციონალური თანამშრომლობის პროექტებში ჩართვაზე, რომლებიც დაფუძნებულია მრავალმხრივ პარტნიორობაზე და მიზნად ისახავს არსებული საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და ახალი სტრატეგიული ალიანსების შექმნას, ისევე როგორც საერთაშორისო მასშტაბის ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, უნივერსიტეტის მართვის შესაძლებლობების გაძლიერებას და მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტმა განახორციელა მრავალი პროექტი ინტერნაციონალიზაციის მხარდაჭერის კუთხით და ამასთანავე, მუდმივად ზრუნავს ახალი შესაძლებლობების მოძიებაზე.