საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრის გახსნის ღონისძიება

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრის გახსნის ღონისძიება.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ  ევროკავშირის ERASMUS + პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის წარდგენის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, მან აღნიშნა რომ ამ პროექტით საფუძველი ეყრება ახალ სივრცეს დისკუსიისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ცენტრი თავის როლს შეასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, თამარ ზარანდიამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძემ, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ და პროექტში ჩართულმა აკადემიურმა პერსონალმა, პროფესორმა მალხაზ მაცაბერიძემ და ასოცოირებულმა პროფესორმა ეკა სირაძემ.

 

პროექტის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ-ს  ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, ახალგაზრდა მკვლევარები, საჯარო სექტორის წარმომადგენლები,  სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და სტუდენტები.

 

პროექტის კოორდინატორმა, პროფესორმა ირინე ქურდაძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო პროექტის  მიზნები და დაგეგმილი აქტივობები.  მან  ხაზი გაუსვა პროექტში  აკადემიური პერსონალის ჩართულობის მნიშვნელობას, აღნიშნა რომ ცენტრი ინტერდისციპლინური დატვირთვა აქვს.  მან აღნიშნა რომ ცენტრის მთავარი მიზანია ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მხარდაჭერა. საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გათვალისწინებით, ცენტრი ყურადღებას ამახვილებს შემდეგი სფეროების განვითარებაზე: 1) ადამიანის უფლებების მდგრადობა (თანასწორობა, მოწყვლადი ჯგუფების უფლებები), 2) ინფორმაციის მდგრადობა (ზუსტი ისტორიული კონტექსტი, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საშუალებები), 3) სოციალური უსაფრთხოება (მიგრაცია: ემიგრაცია და იმიგრაცია).

 

შეხვედრა დასრულდა  გაიმართა კითხვა პასუხის რეჟიმში.

 

დამატებითი ინფორმაციის მსურველებმა იხილეთ ლინკი