საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბერლინის სემინარი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი აგრძელებს მრავალწლიან ტრადიციას და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან ერთად, “Netzwerk Ost-West“ პროექტის ფარგლებში, აცხადებს სტუდენტთა გაცვლით სემინარს: „თბილისი-ბერლინი 2023“.

 

სემინარი გაიმართება 7-20 აგვისტოს: პირველი კვირა თბილისში, ხოლო მეორე – ბერლინში. გაცვლითი სემინარის თემაა სამართალი და ტექნოლოგიები („Zwischen Technologie und Gesetz“), რომლის ფარგლებში, სტუდენტები სამეცნიერო ხელმძღვანელების მხარდაჭერით, დაამუშავებენ კონკრეტულ საკითხებს და შემდგომ, გერმანელ სტუდენტებთან ერთად, წარადგენენ მოხსენებებს.

 

ყველა ხარჯი (ტრანსპორტირება, სასტუმრო, კვება) ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში.

 

მონაწილეობის წინაპირობები:

 

  • სტუდენტის აქტიური სტატუსი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა ან დოქტორანტურა);
  • გერმანული ენის კარგად ცოდნა.

 

დაინტერესებულმა პირებმა, 10 მაისის 18:00 საათის ჩათვლით, ელ. ფოსტაზე ostwest.geo@gmail.com უნდა გამოგზავნონ CV (გერმანულ ენაზე, ფოტოსა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით), ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და ამონაწერი სასწავლო ბარათიდან.

 

გასაუბრება გაიმართება განცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან უახლოეს დღეებში გერმანულ ენაზე.

 

საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება 7 მაისს, 14:00 საათზე, თსუ-ის II კორპუსის 119-ე აუდიტორიაში.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მიმაგრებული ფაილი.

თარიღი: 29/04/2023