საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

DESK – გერმანია სამხრეთ კავკასიაში: ინსტიტუციები და განვითარება

 

2023 წლის შემოდგომიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ინსტიტუტი გთავაზობთ ერთობლივ სასწავლო პროგრამას გერმანულ ენაზე, რომელიც თსუ-ის ყველა სტუდენტისთვის არის უფასო. თსუ-ის სტუდენტები, რომლებიც ამავდროულად ჩარიცხულნი არიან DESK-ის პროგრამაზე, ერთი წლის განმავლობაში თბილისში გერმანულ ენაზე ესწრებიან DESK-ის ლექციებს.

 

ერთწლიანი პროგრამა შედგება სამი მოდულისგან, რომლებიც ფოკუსირებულია გერმანულ (პოლიტიკურ) ეკონომიკაზე. პროგრამა ასევე მოიცავს ექვსკვირიან სტაჟირებას ზაფხულის პერიოდში.

 

DESK გთავაზობთ გამოცდილებას და უნარებს. სტუდენტები იძენენ რეგიონულ გამოცდილებას გერმანიასთან დაკავშირებით. ისინი აძლიერებენ თავიანთ კულტურათაშორის კომპეტენციებს და ამყარებენ გერმანული ენის ცოდნას გერმანიის პოლიტიკისა და ეკონომიკის გერმანულ ენაზე შესწავლით.

 

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ ყველა სტუდენტი მიიღებს სერტიფიკატს ინდივიდუალური შეფასებების მითითებით. გარდა ამისა, სამი უმაღლესი შეფასების მქონე სტუდენტი სრული დაფინანსებით ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლის ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში.

 

DESK არის თსუ-სა და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მაგალითი. თსუ არის ერთ-ერთი მთავარი კვლევითი უნივერსიტეტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი კი არის ერთ-ერთი წამყვანი გერმანული უნივერსიტეტი, ბრწყინვალების ინიციატივის წევრი გერმანიის მეცნიერებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საბჭოსა და გერმანიის კვლევითი ფონდის ფარგლებში. DESK-ის მიზანია ხელი შეუწყოს აკადემიურ და ინტერპერსონალურ გაცვლას გერმანიასა და საქართველოს შორის.

 

DESK როგორც სასწავლო პროგრამა ეკონომიკასა და სოციალურ მეცნიერებებში, გთავაზობთ რეგიონულ გამოცდილებას და ზრდის ლინგვისტურ კომპეტენციას. ამასთანავე, DESK-ის პროგრამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს თსუ-სა და ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობაში, ხელს უწყობს გერმანულ და ქართულ სახელმწიფოებსა და საზოგადოებებს შორის ურთიერთგაგებას, დაახლოებას, ორმხრივ ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაზრდას.

 

პროგრამას ხელმძღვანელობს პროფესორი თეოჰარის გრიგორიადისი ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ინსტიტუტიდან. ყოველ სემესტრში DESK-ის პროგრამის ტუტორი ჩამოდის თბილისის კამპუსში და ასწავლის მთელი სემესტრის განმავლობაში.

 

პროგრამის ტუტორი 2023/24 წლის შემოდგომის სემესტრში: ანდრეა ვაისი

პროგრამის ტუტორი 2024 წლის გაზაფხულის სემესტრში: თამარ ერგემლიძე

 

DESK-ის პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტები უნდა ირიცხებოდნენ თსუ-ის ბაკალავრიატის ან სამაგისტრო პროგრამაზე, უნდა გამოირჩეოდნენ მაღალი მოტივაციით, გერმანული ენის შესანიშნავი ცოდნითა და მაღალი აკადემიური მოსწრებით. უპირატესობა მიენიჭებათ ბაკალავრიატის მეორე და მესამე კურსის, ასევე მაგისტრატურის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებს. პროგრამაში მონაწილეთა შერჩევა ხდება წერილობითი განაცხადისა და გასაუბრების საფუძველზე.

 

განაცხადების მიღება დაიწყება ზაფხულის სემესტრის ბოლოს ყოველი მომდევნო სასწავლო წლისთვის. 2024/25 სასწავლო წლისთვის განაცხადების მიღება გამოცხადდება 2024 წლის მაისში/ივნისში.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გერმანულ ენაზე იხილეთ:

www.oei.fu-berlin.de/internationales/TSU/index.html