საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორების დავით პატარაიასა და ირინე ქურდაძის ვიზიტი გრაცის უნივერსიტეტში

 

2024 წლის 27-28 ნოემბერს პროფესორები დავით პატარაია და  ირინე ქურდაძე მიწვეული იყვნენ დისკუსიისა და სარედაქციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სამართლის გრაცის უნივერსიტეტის (ავსტრია)  იურიდიულ ფაკულტეტზე.

 

აღნიშნულ უნივერსიტეტთან დაწყებულია მჭიდრო თანამშრომლობა. გრაცის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში 2024 წლის ივლისსა და სექტემბერში.

 

პროფესორმა დავით პატარაიამ და პროფესორმა ირინე ქურდაძემ მონაწილეობა მიიღეს სარედაქციო საბჭოს სხდომაში, სადაც განიხილეს უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი სამეცნიერო პროდუქტის შექმნის შესაძლებლობები.  ასევე  შედგა  იურიდიული ფაკულტეტის დეკანთან შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც იმსჯელეს ERASMUS+ მობილობის ერთობლივი განაცხადის  შესაძლებლობებზე.

 

ასევე, ჩატარდა მრგვალი მაგიდის ფორმატში საჯარო ლექცია/დისკუსია თემაზე „სამართლებრივი დაახლოება და უმცირესობათა უფლებები“, რომელზეც პროფ. პატარაია  და პროფ. ქურდაძე მოხსენებით გამოვიდნენ.   შეხვედრას ესწრებოდნენ როგორ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ასევე სტუდენტები. გრაცის მხარეს წარმოადგენდნენ პროფესორები: ბენედიკტ ჰარცელი, იურგენ პირკელი, ემა ლანჩნერი და იოზეფ მარკო.

 

ვიზიტმა წარმატებით ჩაიარა და მისმა შედეგებმა ხელი შეუწყო თსუ-სა და გრაცის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.