საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ დავით პატარაიას ვიზიტი გრონინგენის უნივერსიტეტში

 

პროფესორი დავით პატარაია  აკადემიური ვიზიტით იმყოფებოდა ნიდერლანდებში, გრონინგენის უნივერსიტეტში. ვიზიტის ფარგლებში მან, როგორც მოწვეულმა ლექტორმა, მონაწილეობა მიიღო იურიდიული ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო დისკუსიაში, რომელიც ტარდება TaLkS სერიის ფარგლებში. ამ კონტექსტში, პროფესორმა პატარაიამ წარადგინა მოხსენება საერთაშორისო სამართლის მისიის თანამედროვე გამოწვევებზე და ჩაერთო  აკადემიურ დისკუსიაში უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების მეცნიერებთან.

 

ასევე, პროფესორმა პატარაიამ გრონინგენის უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციების სერია. სესიების ფარგლებში განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა გაეროს უშიშროების საბჭოს ფუნქციები, გაეროს წესდების 39-ე მუხლის გამოყენება, მშვიდობის დოქტრინა და მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა სამართალს შორის ურთიერთმიმართება.