საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით“ საქველმოქმედო აქცია დვანის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის

მაია ტო­რა­ძე

 

„და­ვიწყე წიგ­ნე­ბის კითხვა და უბ­ედ­ნი­ერ­ესი ვარ, რომ ას­ეთი კარ­გი წიგ­ნე­ბი შე­მა­ტეთ ჩვენს ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ას“, – დვა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე თამ­თა სამ­სო­ნაშ­ვი­ლი; „2008 წლის აგ­ვის­ტოს ომ­ის დროს ჩვე­ნი – დვა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა და­იწ­ვა და თა­ვის­თა­ვად, სკო­ლის ბიბ­ლი­ოთ­აკ­აც გა­ნად­გურ­და. მთავ­რო­ბის, არ­ას­ამ­თავ­რო­ბო­ებ­ის, მე­გობ­რე­ბი­სა და უცხო ად­ამი­ან­ებ­ის მხარ­და­ჭე­რით აღ­ვად­გი­ნეთ და ჩვე­ნი სკო­ლის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ას ახ­ალი სი­ცოცხლე შევ­ძი­ნეთ. შე­ივ­სო წიგ­ნე­ბით თა­რო­ები და მოს­წავ­ლე­ებ­იც გულ­მოდ­გი­ნედ შე­უდ­გნენ წიგ­ნის კითხვას. მე ვი­ცი, რა არ­ის ომი, და­ნა­კარ­გი და შემ­დეგ მი­სი აღ­დგე­ნა. მად­ლო­ბა თქვენ“, – დვა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­რი­ამ მა­მა­გუ­ლაშ­ვი­ლი.

 

ას­ეთი მე­სი­ჯე­ბი მო­დის უკ­ვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ტე­ლე-კი­ნო ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის პე­და­გო­გის, რე­ჟი­სორ ნი­ნო გე­ლო­ვა­ნის სა­ხელ­ზე. „იმ­აზე დი­დი ბედ­ნი­ერ­ება თურ­მე არ არ­სე­ბობს, რო­გო­რიც სი­კე­თის ქმნით გა­მოწ­ვე­ული ბედ­ნი­ერ­ებაა“, — ამ­ბობს ნი­ნო და იხ­სე­ნებს დღეს, რო­ცა გაჩ­ნდა იდეა — სა­თა­ვე­ში ჩად­გო­მო­და საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ას „ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბით“.

 

„დრო და დრო კარ­გი იდეა ყვე­ლას შე­იძ­ლე­ბა მო­აფ­იქ­რდეს, მაგ­რამ მი­სი გან­ხორ­ცი­ელ­ება ბევ­რად უფ­რო რთუ­ლია. საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ის იდეა და­იბ­ადა თსუ-ის მე­ოთხე კორ­პუს­ში ტე­ლე-კი­ნო ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის კა­თედ­რა­ზე მას შემ­დეგ, რაც ჩვენ­თან მო­ვი­და ქა­რე­ლის რაიონის სო­ფელ დვა­ნის მკვიდ­რი, თსუ-ის კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლი თა­მარ მე­დო­იძე, რო­მელ­მაც მოგ­ვითხრო, თუ რა პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ და სწავ­ლო­ბენ მოს­წავ­ლე­ები სა­ოკ­უპ­აციო ზო­ნის­პი­რა სო­ფელ­ში. გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა სპონ­ტა­ნუ­რად მი­ვი­ღე, ფიქ­რის დროც არ და­ვუ­ტო­ვე სა­კუ­თარ თავს და თავ­და­პირ­ვე­ლად ვერც გა­ვი­აზ­რე, რა რთუ­ლი მი­ზა­ნი და­ვი­სა­ხე, რო­ცა თა­მარს დავ­პირ­დი, რომ მე და ჩე­მი გუნ­დის წევ­რე­ბი – ქე­თე­ვან ქე­ბა­ძე, ირ­აკ­ლი გოგ­რი­ჭი­ანი, მი­ხე­ილ ქარ­თვე­ლიშ­ვი­ლი, აკ­აკი პა­პი­აშ­ვი­ლი – ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ­დით სკო­ლის დას­ხმა­რებ­ლად. და­ვიწყეთ აქ­ტი­ურ­ობა და, ბო­ლოს, რო­ცა უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა მო­ვი­ტო­ვეთ უკ­ან, მივ­ხვდი – რო­ცა გინ­და სი­კე­თის გა­კე­თე­ბა, ყვე­ლა დაბ­რკო­ლე­ბას გა­და­ლა­ხავ“, – ამ­ობ­ობს ნი­ნო და გვიყ­ვე­ბა იმ სა­ოც­არი ად­ამი­ან­ებ­ის შე­სა­ხებ, ვინც ამ უან­გა­რო აქ­ცი­აში დახ­მა­რე­ბა გა­უწია.

 

თავ­და­პირ­ვე­ლად ტე­ლე-კი­ნო ხე­ლოვ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელს მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვილს და­უკ­ავ­შირ­დნენ, რო­მელ­მაც ჯგუფს თა­ნად­გო­მა აღ­უთ­ქვა, მე­რე და­იწყო იმ ად­ამი­ან­ებ­ის ძებ­ნა, რომ­ლე­ბიც საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­აში ჩა­ერ­თვე­ბოდ­ნენ და დვა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ას მცი­რე­დით მა­ინც და­ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. მსურ­ვე­ლი ბევ­რი აღ­მოჩ­ნდა და, ას­ეთი კე­თი­ლი ხალ­ხის მე­ოხ­ებ­ით, სო­ცი­ალ­ურ ქსელ­ში 2021 წლის 3 მარ­ტს და­იწყეს აქ­ცია: „ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბით“.

 

„გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­ები არ გვქო­ნია. უბ­რა­ლოდ, ვცდი­ლობ­დით, გვე­პო­ვა ად­ამი­ან­ები, ვი­საც კარ­გი საქ­მის კე­თე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მივ­ცემ­დით. პირ­ვე­ლი წიგ­ნი ჩემ­მა მე­გობ­რმა ერ­იკ ბურ­დოიანმა და მის­მა მე­უღ­ლემ ალ­ისა არ­ჩვა­ძემ გად­მომ­ცეს. მე­რე ნელ-ნე­ლა შე­მოგ­ვი­ერ­თდა ხალ­ხი და შე­დეგ­მა ყო­ველ­გვარ მო­ლო­დინს გა­და­აჭ­არ­ბა. საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­აში გვერ­დში დაგ­ვიდ­გნენ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ნა­ნა კა­შია და ირ­ინა შენ­გე­ლია; თსუ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­იდ­ან: გა­ზეთ „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის“ რე­დაქ­ტო­რი ნი­ნო კა­კუ­ლია, თსუ-ის გა­მომ­ცემ­ლო­ბი­დან ნა­თია დვა­ლი, თსუ-ის მუ­ზე­უმ­იდ­ან მა­ნა­ნა ლი­ლუ­აშ­ვი­ლი, ას­ევე თსუ-ის სა­ზო­გა­დო­ებ­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი, რომ­ლის ნდო­ბას და მხარ­და­ჭე­რას ყო­ველ­თვის ვგრძნობ; დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით გა­უწი­ეს დახ­მა­რე­ბა სკო­ლას თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რებ­მა და თა­ნამ­შრომ­ლებ­მა: ქალ­ბა­ტონ­მა ინ­ესა მე­რა­ბიშ­ვილ­მა, თეა ქა­მუ­შა­ძემ, ნა­თია ფუტ­კა­რა­ძემ, ეკა გო­გა­ლა­ძემ, და­რე­ჯან გარ­და­ვა­ძემ, გუ­ლი­კო აფ­ციაურმა, ელ­ენე გე­ლაშ­ვილ­მა, ვა­ნო მჭე­დე­ლა­ძემ, ნა­თია ამ­ირ­ეჯ­იბ­მა, პავ­ლე ჯა­გუ­ნა­ვამ, ჭა­ბუ­კა მე­ტო­ნი­ძემ, ნა­ნა ჯმუ­ხა­ძემ, თამ­თა შენ­გე­ლი­ამ, ქე­თე­ვან ნატ­მე­ლა­ძემ, ვა­ჟა რაზ­მა­ძემ და სხვებ­მა. აი, ამ ად­ამი­ან­ებ­ის გა­რე­შე ვე­რა­ფერს შევ­ძლებ­დით“, – იხ­სე­ნებს ნი­ნო.

 

აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში შეგ­როვ­და ჟან­რობ­რი­ვად სხვა­დას­ხვა ლი­ტე­რა­ტუ­რა, გე­ოგ­რა­ფი­ული რუ­კე­ბი, გლო­ბუ­სე­ბი, ატ­ლა­სე­ბი... დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლით გა­ერ­თი­ან­ებ­ულ­მა ად­ამი­ან­ებ­მა თა­ვი­ან­თი წი­ლი სი­კე­თე გა­ატ­ან­ეს საგ­ზლად ნი­ნო გე­ლო­ვანს და მის ჯგუფს, რომ­ლე­ბიც მა­ლე­ვე ეწ­ვივ­ნენ სო­ფელ დვანს (ეგ­რეთ წო­დე­ბულ სამ­ხრეთ ოს­ეთ­ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ საზღვარ­თან ბო­ლო ქარ­თუ­ლი სო­ფე­ლი). აქ მავ­თულ­ხლარ­თებ­თან მდე­ბა­რე სახ­ლე­ბი დაც­ლი­ლი და მი­ტო­ვე­ბუ­ლია. სო­ფე­ლი ქარ­თუ­ლი პო­ლი­ცი­ის სა­გუ­შა­გო­თი იწყე­ბა, სა­დაც კონ­ტრო­ლის გავ­ლა იქ შეს­ვლის აუც­ილ­ებ­ელი პი­რო­ბაა.

 

„გა­ვი­არ­ეთ სა­გუ­შა­გო და მი­ვე­დით სა­ჯა­რო სკო­ლას­თან, ორ­სარ­თუ­ლი­ანი შე­ნო­ბის წინ მომ­ღი­მა­რე დი­რექ­ტო­რი რა­მაზ მე­დო­იძე, სკო­ლის პე­და­გო­გე­ბი და მოს­წავ­ლე­ები შე­მოგ­ვე­გებ­ნენ. სკო­ლა 2008 წელს რუს­მა ოკ­უპ­ან­ტებ­მა გა­დაწ­ვეს და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით მა­ლე­ვე აღ­დგა, მაგ­რამ ამ ად­ამი­ან­ებ­ის­თვის, რომ­ლე­ბიც არ აღი­არ­ებ­ენ ე.წ. საზღვარს და რო­მელ­თა საცხოვ­რე­ბე­ლი ტე­რი­ტო­რი­იდ­ან 50 მეტ­რში უკ­ან­ონ­ოდ გავ­ლე­ბუ­ლი ბა­რი­ერი და მავ­თულ­ხლარ­თე­ბია, ყუ­რადღე­ბა ჰა­ერ­ივ­ით სა­ჭი­როა, რაც ჩვე­ნი იქ ყოფ­ნის დროს ნათ­ლად და­ვი­ნა­ხეთ“, – გვი­ამ­ბობს ნი­ნო და აღ­წერს, რო­გორ იდ­გე­ნენ და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე თვა­ლე­ბით უც­ქერ­დნენ სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მოს­წავ­ლე­ები ად­ამი­ან­ებს, რომ­ლებ­მაც მათ წიგ­ნე­ბი, სა­ჩუქ­რე­ბი და ქველ­მოქ­მედ ად­ამი­ან­თა სიყ­ვა­რუ­ლი ჩა­უტ­ან­ეს, რი­თაც იმ 120 მოს­წავ­ლეს, რო­მე­ლიც ამ სკო­ლა­ში სწავ­ლობს, მო­ტი­ვა­ცია გა­უღ­ვი­ვეს – მე­ტი წა­იკ­ითხონ და სა­ფუძ­ვლი­ანი გა­ნათ­ლე­ბა მი­იღ­ონ.

 

„მინ­და გა­ვიხ­სე­ნო ერ­თი ეპ­იზ­ოდი. რო­გორც კი ყუ­თე­ბი გავ­ხსე­ნით, ბავ­შვებ­მა წიგ­ნე­ბის დათ­ვა­ლი­ერ­ება და­იწყეს. უც­ებ ანა ჩო­ჩიშ­ვი­ლის ხმა­მა­ღა­ლი სიტყვე­ბი მო­მეს­მა: „ჩე­მი ოც­ნე­ბის წიგ­ნი აღ­მო­ვა­ჩი­ნე!“. თა­ვი ავ­წიე და ვხე­დავ, ან­ას გულ­ში ჩა­უკ­რავს ეკ­ზი­უპ­ერ­ის „პა­ტა­რა უფ­ლის­წუ­ლი“. მე­რე ხე­ლოვ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­მა თა­თუ­კა კან­დე­ლაკ­მაც მოგ­ვმარ­თა მად­ლი­ერ­ებ­ით – ეს წიგ­ნი არ მქონ­და და გა­მა­ხა­რე­თო. იქ­ვე ქალ­ბა­ტო­ნი მაია მა­მა­გუ­ლაშ­ვი­ლი ქე­თე­ვან ლორ­თქი­ფა­ნი­ძის მი­ერ გად­მო­ცე­მულ­მა წიგ­ნმა გა­ახ­არა... ვი­დე­ქი და ვიქ­რობ­დი, რო­გორ აშ­ორ­ებს მავ­თულ­ხლარ­თე­ბი ად­ამი­ან­ებს და რო­გორ აახ­ლო­ებს სი­კე­თე და სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც აუც­ილ­ებ­ლად გა­დაგ­ვარ­ჩენს“, – გვითხრა ნი­ნო გე­ლო­ვან­მა.

 

სპონ­ტა­ნუ­რად დაწყე­ბუ­ლი საქ­მე არ სრულ­დე­ბა. აქ­ცია „ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვეხ­მა­რე­ბით“ ის­ევ გრძელ­დე­ბა და ამ­ჯე­რად ნი­ქო­ზის სა­ჯა­რო სკო­ლის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის­თვის და­იწყეს წიგ­ნე­ბის შეგ­რო­ვე­ბა. მათ სჯე­რათ – ერ­თად ყვე­ლა­ფერს შეძ­ლე­ბენ და კი­დევ ერ­თხელ და­უმ­ტკი­ცე­ბენ ოკ­უპ­ირ­ებ­ულ რე­გი­ონ­თან მცხოვ­რებ ად­ამი­ან­ებს, რომ სი­კე­თე გა­დამ­დე­ბია და ეს სი­კე­თე აუც­ილ­ებ­ლად მოშ­ლის ხე­ლოვ­ნუ­რად გავ­ლე­ბულ „საზღვარს“.

 

თარიღი: 18/04/2021