საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ტოლერანტობის ქომაგი - 2020“ - მარია ფილინას ახალი ტიტული

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა „ტო­ლე­რან­ტო­ბის ქო­მა­გი — 2020“ ტი­ტუ­ლი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ორ პრო­ფე­სორს — მა­რია ფი­ლი­ნა­სა და ნა­ირა ბე­პი­ევს მი­ან­იჭა. გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ 16 ნო­ემ­ბერს, ტო­ლე­რან­ტო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს გახ­და ცნო­ბი­ლი. პრო­ფე­სო­რი მა­რია ფი­ლი­ნა და პრო­ფე­სო­რი ნა­ირა ბე­პი­ევი სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან არ­სე­ბუ­ლი ერ­ოვ­ნულ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა საბ­ჭოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი წევ­რე­ბიც არი­ან. სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან არ­სე­ბუ­ლი ერ­ოვ­ნულ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა და რე­ლი­გი­ათა საბ­ჭო­ებ­ის გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ: „თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი მა­რია ფი­ლი­ნა მრა­ვა­ლი წე­ლია სწავ­ლობს ქარ­თულ-პო­ლო­ნურ და ქარ­თულ-რუ­სულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­ტაქ­ტებ­სა და პო­ლო­ნელ­თა მემ­კვიდ­რე­ობ­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში და მთელ კავ­კა­სი­აში. 1995 წელს მა­რია ფი­ლი­ნამ დააარსა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლო­ნელ­თა კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კავ­ში­რი „პო­ლო­ნია“, რომ­ლის თავ­მჯდო­მა­რეც გახ­ლავთ.“

 

„ტო­ლე­რან­ტო­ბის ქო­მა­გი — 2020“ ტი­ტუ­ლის მი­ნი­ჭე­ბის მთა­ვა­რი კრი­ტე­რი­უმი გახ­და ერ­ოვ­ნე­ბათ­შო­რი­სი საქ­მი­ან­ობა, რი­თაც პრო­ფე­სო­რებ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში (და არ­ამ­არ­ტო) ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­ური უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას და ტო­ლე­რან­ტო­ბის კულ­ტუ­რის დამ­კვიდ­რე­ბას შე­უწყვეს ხე­ლი.

ჩვენ უკ­ეთ გა­გაც­ნობთ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორს, რომ­ლის­თვი­საც მრა­ვა­ლეთ­ნი­კუ­რო­ბა გან­ვი­თა­რე­ბა­სა და კულ­ტუ­რულ სიმ­დიდ­რეს­თან ას­ოც­ირ­დე­ბა.

 

მა­რია ფი­ლი­ნა: ჩემ­თვის ტო­ლე­რან­ტო­ბა სუ­ლის მდგო­მა­რე­ობაა

 

— ქალ­ბა­ტო­ნო მა­რია, რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის „ტო­ლე­რან­ტო­ბის ქო­მა­გის“ ტი­ტუ­ლის მი­ღე­ბა?

 

— ჩემ­თვის დი­დი პა­ტი­ვია, მი­ვი­ღო ჯილ­დო ტო­ლე­რან­ტო­ბის გან­მტკი­ცე­ბის საქ­მე­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის და დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან არ­სე­ბულ ერ­ოვ­ნულ უმ­ცი­რე­სო­ბა­თა საბ­ჭოს. თუ­კი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმ­ას, რა­ოდ­ენ რთულ წე­ლი­წადს მო­მე­ნი­ჭა აღ­ნიშ­ნუ­ლი ტი­ტუ­ლი, ეს ამ ფაქ­ტს კი­დევ უფ­რო სა­სი­ამ­ოვ­ნოს ხდის.

 

ტო­ლე­რან­ტო­ბა ძალ­ზედ ფარ­თო ცნე­ბაა. იგი მო­იც­ავს არა მხო­ლოდ ეთ­ნი­კურ სა­კითხებს, არ­ამ­ედ ად­ამი­ან­ური არ­სე­ბო­ბის ფარ­თო სპექ­ტრის აღი­არ­ებ­ასა და მის­და­მი პა­ტი­ვის­ცე­მას. ტო­ლე­რან­ტო­ბა, ის­ევე, რო­გორც ად­ამი­ან­ის სხვა თვი­სე­ბე­ბი, ალ­ბათ, შე­იძ­ლე­ბა და სა­ჭი­რო­ცაა, რომ აღ­იზ­არ­დოს ად­ამი­ან­ში. თუმ­ცა, ჩემ­თვის ტო­ლე­რან­ტო­ბა სუ­ლის მდგო­მა­რე­ობაა. მე თვი­თონ შე­რე­ული ოჯ­ახ­იდ­ან ვარ, ჩემ­ში ოთხი ხალ­ხის სის­ხლი ჩქეფს, ხო­ლო ჩე­მი შვი­ლი — ლე­ვან რა­მიშ­ვი­ლი — ქარ­თვე­ლია. ასე რომ, ტო­ლე­რან­ტო­ბის­თვის ვარ „გან­წი­რუ­ლი“. ად­რე ეს ტერ­მი­ნი არ არ­სე­ბობ­და, მის ნაც­ვლად იყო ცნე­ბა — ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა, რომ­ლი­თაც გა­ვი­ზარ­დე. მე და ჩემს ძმას ჩე­მი პო­ლო­ნე­ლი ბე­ბია კა­თო­ლი­კუ­რი რწმე­ნით გვზრდი­და, მაგ­რამ, ამ­ას­თან, ყო­ველ­თვის აღ­ვნიშ­ნავ­დით მარ­თლმა­დი­დებ­ლურ დღე­სას­წა­ულ­ებ­საც. ეს ტრა­დი­ცია მით უფ­რო გრძელ­დე­ბა დღეს ოჯ­ახ­ში, გა­მომ­დი­ნა­რე იქ­იდ­ან, რომ ჩე­მი ვა­ჟი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლია.

 

მე სო­ლო­ლაკ­ში ვიზ­რდე­ბო­დი, სა­დაც თბი­ლის­ში მცხოვ­რე­ბი ყვე­ლა ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ჩვენ დი­დი მხი­არ­ულ­ებ­ით აღ­ვნიშ­ნავ­დით რო­გორც ქარ­თულ, ისე სომ­ხურ, აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ულ, ქურ­თულ დღე­სას­წა­ულ­ებს. ვმე­გობ­რობ­დით, ვჩხუ­ბობ­დით, თუმ­ცა არ­ას­დროს გან­გვის­ხვა­ვე­ბია ერ­თმა­ნე­თი ერ­ოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით.

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ერ­თად ვსწავ­ლობ­დით ქარ­თვე­ლე­ბი, რუ­სე­ბი, ებ­რა­ელ­ები, სომ­ხე­ბი, ბერ­ძნე­ბი, ერ­თი ნა­ხევ­რად აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ელი და ნა­ხევ­რად ეს­პა­ნე­ლიც კი გვყავ­და. კურ­სზე კავ­კა­სი­ოლ­ოგ­თა ჯგუ­ფიც გვყავ­და, რო­მელ­შიც ჩვენ­თან ერ­თად სწავ­ლობ­დნენ (თსუ მთე­ლი კავ­კა­სი­ის­თვის ამ­ზა­დებ­და კად­რებს) ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის ყვე­ლა ხალ­ხის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ბევრ მათ­გან­თან დღემ­დე ვმე­გობ­რობ. ამ სიყ­მაწ­ვი­ლის მე­გობ­რო­ბამ სა­შუ­ალ­ება მოგ­ვცა სა­მუ­და­მოდ შეგ­ვეგ­რძნო სამ­ყა­როს მრა­ვალ­გან­ზო­მი­ლე­ბი­ან­ობა. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეთ­ნი­კუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის კუთხით, მე, ჩვენ, ვე­რა­ფე­რი გაგ­ვაკ­ვირ­ვებს. დაე, ევ­რო­პე­ლებ­მა ჩვენ­გან ის­წავ­ლონ!

 

ასე მგო­ნია, რომ თუ­კი ტო­ლე­რან­ტო­ბას აქ­ვს ღრმა და არა მხო­ლოდ ხში­რად გა­მო­ყე­ნე­ბა­დი პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა, მა­შინ თბი­ლისს მსოფ­ლი­ოში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ტო­ლე­რან­ტუ­ლი ქა­ლა­ქის ტი­ტუ­ლი უნ­და მი­ენ­იჭ­ოს. მის მრა­ვა­ლე­როვ­ნუ­ლო­ბა­ში კი უდ­იდ­ესი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მუხ­ტია. ამ­აყი ვარ, რომ ჩე­მი სამ­შობ­ლო სა­ქარ­თვე­ლოა, პირ­ველ ყოვ­ლი­სა კი — თბი­ლი­სი. მქონ­და სე­რი­ოზ­ული შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­დას­ვლი­სა, თუმ­ცა ამ­აზე არც კი მი­ფიქ­რია.

 

— თქვენ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლო­ნელ­თა კულ­ტუ­რულ–სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კავ­ში­რი „პო­ლო­ნია“ 1995 წელს და­არ­სეთ. რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მი­სი ფუნ­ქცია ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სა­კითხე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით?

 

— სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლო­ნელ­თა კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კავ­შირ „პო­ლო­ნი­ას“ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან მრა­ვალ­წლი­ანი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული აქ­ვს უამ­რა­ვი ღო­ნის­ძი­ება, გა­მო­ფე­ნა და რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია. ჩვენ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­წე­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლო­ნე­თის კულ­ტუ­რი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას. ამ საქ­მი­ან­ობ­ამ მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ას­ევე, პო­ლო­ნეთ­შიც.

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში 1998 წლი­დან ქარ­თულ-პო­ლო­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და დიდ პო­ლო­ნე­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი 9 სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია და სე­სია ჩა­ტარ­და, მათ შო­რის: ა. მიც­კე­ვი­ჩის და­ბა­დე­ბი­დან 200 წლის­თა­ვი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია (რო­მელ­საც რთულ 1998 წლის დე­კემ­ბერ­ში, თით­ქმის 300 პო­ლო­ნე­ლი ეს­წრე­ბო­და), შო­პე­ნი­სა და ი. სლო­ვაც­კის და­ბა­დე­ბი­დან 150 წლის­თა­ვი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი სა­მეც­ნი­ერო სე­სია, კავ­შირ „პო­ლო­ნი­ას“ 5 წლის­თა­ვი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია – „პო­ლო­ნე­ლე­ბის 200 წე­ლი კავ­კა­სი­აში: ის­ტო­რია და პერ­სპექ­ტი­ვე­ბი“, კ.ი. გალ­ჩინ­სკის ხსოვ­ნი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი სა­მეც­ნი­ერო სე­სია, ა. მიც­კე­ვი­ჩის გარ­დაც­ვა­ლე­ბის 150 წლის­თა­ვი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი სა­მეც­ნი­ერო სე­სია, ჰენ­რიკ სენ­კე­ვი­ჩის ხსოვ­ნი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი კონ­ფე­რენ­ცია, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია – „რო­მან­ტიზ­მი და თა­ნა­მედ­რო­ვე­ობა. პო­ლო­ნურ-ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­თა­ვე­ები და პერ­სპექ­ტი­ვე­ბი“, რო­მე­ლიც „პო­ლო­ნი­ას“ 15 წლის იუბ­ილ­ეს მი­ეძ­ღვნა, 20 წლის იუბ­ილ­ეს მი­ეძ­ღვნა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია „პო­ლო­ნუ­რი კავ­კა­სია. ქარ­თულ-პო­ლო­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი“. სე­სი­ის მა­სა­ლე­ბი 2 ტო­მად გა­მოქ­ვეყ­ნდა.

 

ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ვე­ცით პო­ლო­ნე­ლი კლა­სი­კო­სე­ბის ორ­ენ­ოვ­ანი პო­ეზი­ის კრე­ბუ­ლე­ბის სე­რია, ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბის მი­ერ თარ­გმნი­ლი პო­ლო­ნუ­რი სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რის ან­თო­ლო­გია, ჩა­ვა­ტა­რეთ ათე­ულ­ობ­ით პო­ლო­ნუ­რი და ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის კონ­ცერ­ტი, მო­ვაწყვეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი პო­ლო­ნე­ლი და ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბის გა­მო­ფე­ნე­ბი, კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, კონ­კურ­სე­ბი და სხვა. ას­ევე, გა­მო­ვე­ცით ქარ­თულ-პო­ლო­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მე­ბის რამ­დე­ნი­მე ტო­მი და მო­ნოგ­რა­ფი­ები – კავ­კა­სი­აში მოღ­ვა­წე პო­ლო­ნელ­თა ცხოვ­რე­ბის თა­ობ­აზე. და­ის­ტამ­ბა პო­ლო­ნე­ლი კლა­სი­კო­სე­ბის ად­ამ მი­ცეკ­ვი­ჩის, იული­უშ სლო­ვაც­კის, კონ­სტან­ტი გალ­ჩინ­სკი­სა და ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­ურე­ატ­ის ვის­ლა­ვა შიმ­ბორ­სკას თარ­გმა­ნე­ბი ქარ­თულ ენ­აზე. ამ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა, სა­მეც­ნი­ერო და კულ­ტუ­რულ­მა მიღ­წე­ვებ­მა მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მი­იღო და შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლო­სა და პო­ლო­ნე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ის უმ­აღ­ლე­სი ორ­დე­ნე­ბით დავ­ჯილ­დოვ­დით.

 

— რამ­დე­ნა­დაც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, „პო­ლო­ნი­ას“ ირ­გვლივ საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო თა­ნა­მო­აზ­რე­თა წრე ჩა­მო­ყა­ლიბ­და...

 

— ჩვენ არ­ას­ოდ­ეს დაგ­ვიყ­ვია მე­გობ­რე­ბი ეთ­ნი­კუ­რი ნიშ­ნით. მათ შო­რის არი­ან ებ­რა­ელ­ები, გერ­მა­ნე­ლე­ბი, სომ­ხე­ბი, ფრან­გე­ბი, ბერ­ძნე­ბი და მრა­ვა­ლი სხვა. ას­ევე, ბევ­რია შე­რე­ული ოჯ­ახ­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ქარ­თუ­ლი „პო­ლო­ნია“ ხომ მსოფ­ლი­ოში ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სია. ეს­ენი პო­ლო­ნელ­თა შთა­მო­მავ­ლე­ბი არი­ან – მე-4, მე-5 და მე-6 თა­ობ­ებ­იც კი. მა­თი ნა­წი­ლი ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლია, რომ­ლებ­მაც უბ­რა­ლოდ იცი­ან, რომ მათ ძარ­ღვებ­ში პო­ლო­ნუ­რი სის­ხლია. სი­ამ­აყ­ით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ კავ­ში­რის საქ­მე­ებ­სა და ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობს ქარ­თუ­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის ელ­იტა, წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა უმ­აღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს მწე­რალ­თა კავ­ში­რი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს კომ­პო­ზი­ტორ­თა კავ­ში­რი­დან, მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­იდ­ან, მუ­ზე­უმ­ებ­იდ­ან, პარ­ლა­მენ­ტის ერ­ოვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ოთ­ეკ­იდ­ან, კავ­კა­სი­ური სახ­ლი­დან, პრე­სი­დან და სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა ერ­ოვ­ნუ­ლი დი­ას­პო­რი­დან.

 

— თქვენ იკ­ვლევთ ქარ­თულ-პო­ლო­ნურ და ქარ­თულ-რუ­სულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­ტაქ­ტებ­სა და პო­ლო­ნელ­თა მემ­კვიდ­რე­ობ­ას სა­ქარ­თვე­ლო­სა და მთელ კავ­კა­სი­აში. თქვე­ნით აზ­რით, რა რო­ლი აქ­ვს ლი­ტე­რა­ტუ­რას ტო­ლე­რან­ტო­ბის კულ­ტუ­რის დამ­კვიდ­რე­ბა­ში?

 

— ტო­ლე­რან­ტო­ბა ჩვენს დრო­ში ყვე­ლა­ზე დე­ფი­ცი­ტუ­რია. პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში ად­ამი­ან­ები ერ­თმა­ნეთ­თან და­ახ­ლო­ებ­ას ცდი­ლო­ბენ, ცდი­ლო­ბენ ერ­თმა­ნე­თი ან­უგ­ეშ­ონ, თუნ­დაც ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ალ­ებ­ით, თუმ­ცა, იგ­ივ­ეს ვერ ვიტყვით პო­ლი­ტი­კო­სებ­ზე. ის პრო­ცე­სე­ბი, რო­მე­ლიც ჩვენ­თან და, ზო­გა­დად, მსოფ­ლი­ოში მიმ­დი­ნა­რე­ობს, უბ­რა­ლოდ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. ამ პი­რო­ბებ­ში კულ­ტუ­რა რჩე­ბა ად­ამი­ან­ის საქ­მი­ან­ობ­ის იმ ერ­თა­დერთ სფე­როდ, რო­მე­ლიც კა­ცობ­რი­ობ­ის გა­დარ­ჩე­ნას უნ­და შე­ეც­ად­ოს. კულ­ტუ­რა მტრუ­ლი იერ­იშ­ებ­ის მო­გე­რი­ებ­ის პრო­ცეს­შია, რაც თან­და­თან ძლი­ერ­დე­ბა. ლი­ტე­რა­ტუ­რა კი ხალ­ხის უმ­აღ­ლე­სი სუ­ლი­ერ­ებ­ის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა და მი­სი შეს­წავ­ლა ხელს უწყობს იმ­ის გაც­ნო­ბი­ერ­ებ­ას, რომ კულ­ტუ­რუ­ლი და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თქმე­დე­ბა ად­ამი­ან­ის ში­ნა­გან სამ­ყა­როს ამ­დიდ­რებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი აზ­რი გას­დევს ყვე­ლა ჩემს ნაშ­რომს, რომ კულ­ტუ­რუ­ლი და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბი პო­ლი­ტი­კურ ბა­რი­ერ­ებ­ზე მაღ­ლა დგას.

 

— რას გეგ­მავთ სა­მო­მა­ვა­ლოდ?

 

— 2020 წელს ჩვე­ნი კავ­ში­რის — „პო­ლო­ნი­ას“ — 25 წლის იუბ­ილეა. და­გეგ­მი­ლი იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია „პო­ლო­ნე­თი – სა­ქარ­თვე­ლო. ორ­სა­უკ­უნ­ოვ­ანი დი­ალ­ოგი“. კონ­ფე­რენ­ცი­ას ორ­გა­ნი­ზე­ბას უწ­ევ­დნენ: თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, პო­ლო­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში, ერ­ოვ­ნუ­ლი მეხ­სი­ერ­ებ­ის ინ­სტი­ტუ­ტი (პო­ლო­ნე­თი), სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლო­ნელ­თა კულ­ტუ­რულ-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კავ­ში­რი „პო­ლო­ნია“ და მსოფ­ლიო თა­ნა­მე­გობ­რო­ბა „ვსპულ­ნო­ტა­პოლ­სკა“. ვა­პი­რებ­დით, რომ ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა პო­ლო­ნუ­რი და ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის კონ­ცერ­ტი, თსუ-ში ვგეგ­მავ­დით პო­ლო­ნუ­რი წიგ­ნის გა­მო­ფე­ნას (ჩვე­ნი კავ­ში­რის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ებ­ში არ­ის ეგ­ზემ­პლა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მე-18 სა­უკ­უნ­ის ბო­ლოს გა­მო­იცა). პან­დე­მი­ის გა­მო ღო­ნის­ძი­ებ­ები 2021 წლის­თვის გა­და­იდო.

 

ამ დრო­ის­თვის ავ­ტორ­თა ჯგუფ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ ორ­ენ­ოვ­ან წიგ­ნზე, რო­მელ­შიც მეცხრა­მე­ტე სა­უკ­უნ­იდ­ან დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში მოღ­ვა­წე გა­მო­ჩე­ნი­ლი პო­ლო­ნე­ლე­ბის შე­სა­ხებ ბი­ოგ­რა­ფი­ულ ცნო­ბებს ავ­სა­ხავთ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის თით­ქმის ყვე­ლა სფე­რო­ში (პო­ლი­ტი­კა­ში, მშე­ნებ­ლო­ბა­ში, მე­დი­ცი­ნა­ში, მუ­სი­კა­ში, ფერ­წე­რა­ში) დარ­ჩა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი „პო­ლო­ნუ­რი კვა­ლი“. ეს ქარ­თვე­ლე­ბი­სა და პო­ლო­ნე­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი სა­ერ­თო ის­ტო­რიაა.

 

ას­ევე, არ შე­მიძ­ლია არ ვახ­სე­ნო სტუ­დენ­ტე­ბი, დოქ­ტო­რან­ტე­ბი და ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­ები, რომ­ლე­ბიც თსუ-ის პო­ლო­ნის­ტი­კის ბა­ზა­ზე იზ­რდე­ბი­ან, მო­ნა­წი­ლე­ობ­ენ სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სებ­ში, სას­წავ­ლებ­ლად და სტა­ჟი­რე­ბის მიზ­ნით პო­ლო­ნეთ­სა თუ სხვა ქვეყ­ნებ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან და იც­ავ­ენ დი­სერ­ტა­ცი­ებს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი კონ­ტაქ­ტე­ბის სა­კითხებ­ზე – ეს არ­ის გზა უმ­აღ­ლე­სი ტო­ლე­რან­ტო­ბი­სა­კენ.

 

მო­ამ­ზა­და ნა­ტო ობ­ოლ­აძ­ემ

თარიღი: 30/11/2020