საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ინტერკულტურული სენსიტიურობის კვლევა ქართველ ახალგაზრდებში“ - წიგნი, რომელიც ირინე გედევანიშვილის ხსოვნას მიეძღვნა

17 ნო­ემ­ბერს ერ­თი წე­ლი შეს­რულ­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პე­და­გო­გის, ფსი­ქო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რის ირ­ინე გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან. ამ დღეს ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი და მე­გობ­რე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ და, ირ­ინე გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლის ხსოვ­ნის პა­ტივ­სა­ცე­მად, მი­სი წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თეს.

 

ონ­ლა­ინ ღო­ნის­ძი­ებ­ას ას­ამ­დე ად­ამი­ანი და­ეს­წრო. მათ ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვლი­ლი კო­ლე­გა და მე­გო­ბა­რი გა­იხ­სე­ნეს და მი­სი სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მის — „ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი სენ­სი­ტი­ურ­ობ­ის კვლე­ვა ქარ­თველ ახ­ალ­გაზ­რდებ­ში“ — აკ­ად­ემი­ური გა­მო­ცე­მა წა­რად­გი­ნეს.

 

წიგ­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტის“ ბა­ზა­ზე გა­მოს­ცა ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტორ­მა, არ­ნოლდ ჩი­ქო­ბა­ვას სა­ხე­ლო­ბის ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ებ­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა ნა­ნა მა­ჭა­ვა­რი­ან­მა, რო­მელ­მაც თა­ვის გა­მოს­ვლა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ წიგ­ნის გა­მო­ცე­მის მი­ზა­ნი ერ­თი იყო – სურ­და, ავ­ტო­რის ხსოვ­ნა უკ­ვდავ­ყო­ფი­ლი­ყო: „ნაშ­რო­მი არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რი­ვი ქარ­თუ­ლი­თაა და­წე­რი­ლი. მჯე­რა, ეს ნაშ­რო­მი სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დე­ბა უამ­რა­ვი ახ­ალი კვლე­ვი­სა და სა­ნამ იტ­რი­ალ­ებს დე­და­მი­წა, ირ­ინ­ეს სა­ხე­ლიც იტ­რი­ალ­ებს“, – თქვა მან.

 

შეხ­ვედ­რა გახ­სნა ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კან­მა, პრო­ფე­სორ­მა თა­მარ გა­გო­ში­ძემ, რო­მელ­მაც წიგ­ნის გა­მო­ცე­მის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უხ­ადა ინ­იცი­ატ­ორს: „ირ­ინ­ეს ხსოვ­ნა ქალ­ბა­ტონ­მა ნა­ნამ უკ­ვდავ­ყო და ფა­კულ­ტეტს გად­მოს­ცა წიგ­ნი, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტე­ბის­თვის კარ­გი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოა და რო­მელ­შიც ირ­ინ­ეს სა­დი­სერ­ტა­ციო კვლე­ვის შე­დე­გე­ბია შე­სუ­ლი. ირ­ინე გულ­მოდ­გი­ნე, გუ­ლის­ხმი­ერი, კე­თილ­შო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბა და ღირ­სე­ული მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო, რა­საც სტუ­დენ­ტე­ბიც აფ­ას­ებ­დნენ“, – აღ­ნიშ­ნა თა­მარ გა­გო­ში­ძემ.

 

გა­მო­ცე­მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა თსუ-ის პრო­ფე­სორ­მა მზია წე­რე­თელ­მა, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ დი­სერ­ტა­ცია, რო­მე­ლიც ირ­ინე გე­დე­ვა­ნიშ­ვილ­მა 2010 წელს და­იც­ვა, ახ­ლაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ­ის მი­უხ­ედ­ავ­ად, რომ წლე­ბი გა­ვი­და. „ეს იყო ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი სენ­სი­ტი­ურ­ობ­ის კვლე­ვი­სა. ინ­ტერ­კულ­ტუ­რულ სენ­სი­ტი­ურ­ობ­ას აუც­ილ­ებ­ლად თან ახ­ლავს მი­სი შე­ფა­სე­ბა, კულ­ტუ­რუ­ლი სპე­ცი­ფი­კა. ამ­იტ­ომ­აცაა ირ­ინ­ეს ნაშ­რო­მი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი — მან ბე­ნე­ტის მო­დე­ლის სა­ფუძ­ველ­ზე შექ­მნა ინ­სტრუ­მენ­ტი, რომ­ლი­თაც ჩვენ შეგ­ვიძ­ლია შე­ვა­ფა­სოთ ქარ­თველ­თა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩვენ­ში მცხოვ­რე­ბი ძი­რი­თა­დი ეთ­ნი­კუ­რი კულ­ტუ­რე­ბის მი­მართ. მან გა­ზო­მა კი­დეც ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ელ­თა, აფხაზ­თა, ოს­თა, სო­მეხ­თა, აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ელ­თა მი­მართ. ეს სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვა შე­საძ­ლოა გა­მო­იყ­ენ­ონ სტუ­დენ­ტებ­მა და გახ­დეს სხვა კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი, რაც ძა­ლი­ან გა­ახ­არ­ებ­და ირ­ინ­ეს“, – აღ­ნიშ­ნა მან.

 

წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­აზე გა­მომ­სვლე­ლებ­მა ისა­უბ­რეს ირ­ინე გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლის პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მსა და შე­უფ­ას­ებ­ელ ად­ამი­ან­ურ ღირ­სე­ბებ­ზე. მის­მა ლექ­ტორ­მა და შემ­დგომ უკ­ვე კო­ლე­გამ, პრო­ფე­სორ­მა და­ლი ფარ­ჯა­ნა­ძემ გა­იხ­სე­ნა ირ­ინე გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლის სტუ­დენ­ტო­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ მუდ­მი­ვად იხ­სე­ნებ­და და იხ­სე­ნებს — თუ რო­გო­რი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, აქ­ტი­ური და სა­მარ­თლი­ან­ობ­ის­თვის მებ­რძო­ლი იყო ის, რო­გორც სტუ­დენ­ტი და შემ­დგომ რო­გო­რი გუ­ლის­ხმი­ერი და ერ­უდ­ირ­ებ­ული ლექ­ტო­რი გახ­და. „იგი სა­ვალ­დე­ბუ­ლო, სა­ბა­ზი­სო საგ­ნებს და ექ­სპე­რი­მენ­ტულ ფსი­ქო­ლო­გი­ას გა­მორ­ჩე­ულ­ად ას­წავ­ლი­და და ამ­ის მოწ­მე ბევ­რი კო­ლე­გა იყო“, – თქვა და­ლი ფარ­ჯა­ნა­ძემ.

 

ირ­ინე გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი გა­იხ­სე­ნეს კო­ლე­გებ­მა: იამ­ზე კუ­ტა­ლა­ძემ, ლა­ლი სურ­მა­ნი­ძემ, დო­დო ღლონ­ტმა, ლია ჩხიკ­ვიშ­ვილ­მა და სხვებ­მა, ას­ევე სტუ­დენ­ტებ­მა — ნი­ნო მწი­თურ­მა და ნი­კო­ლოზ მარ­გი­ან­მა: „ერ­თი სე­მეს­ტრი მას­წავ­ლი­და და, მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ ჯგუფ­ში ოც­და­ათი ვი­ყა­ვით, ყვე­ლას ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურ­ად გვე­სა­უბ­რე­ბო­და. უხ­არ­ოდა, რო­ცა რა­მე დააინტერესებდათ სტუ­დენ­ტებს. ერ­თხელ რა­ღაც სა­კითხის გა­გე­ბა გა­მი­ჭირ­და და მომ­დევ­ნო დღეს ირ­ინ­ემ ცალ­კე და­მი­ბა­რა. უშუ­ალო ად­ამი­ანი იყო და სტუ­დე­ნე­ბი ამ­ას ძა­ლი­ან აფ­ას­ებ­დნენ“, – აღ­ნიშ­ნა ნი­კო­ლოზ მარ­გი­ან­მა.

 

შეკ­რე­ბილ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­ამ ერ­თხმად და­უჭ­ირა მხა­რი პრო­ფე­სორ ნა­ნა მა­ჭა­ვა­რი­ან­ის ინ­იცი­ატ­ივ­ას – ყო­ვე­ლი წლის 17 ნო­ემ­ბე­რი, ირ­ინე გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღე, მი­სი სა­ხე­ლო­ბის სა­მეც­ნი­ერო სე­სი­ით აღ­ინ­იშ­ნოს.

 

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ

თარიღი: 22/11/2020