საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შავი ზღვა - კვლევები და ცნობიერების ამაღლება

ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ევ­რო­გა­ერ­თი­ან­ებ­ის შა­ვი ზღვის სი­ნერ­გი­ის ინ­იცი­ატ­ივ­ის (EU Black Sea Synergy Initiative) ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და ევ­რო­გა­ერ­თი­ან­ებ­ის პროგ­რა­მე­ბის („შა­ვი ზღვის აუზ­ის პროგ­რა­მის — EU’s Joint Operational Cross-Border Cooperation Programme BSB 2014 – 2020“ და „ჰო­რა­იზ­ონ 2020 (EU Horizon 2020)“ ეგ­იდ­ით მიმ­დი­ნა­რე შა­ვი ზღვის პრობ­ლე­მა­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის — „შა­ვი ზღვის სა­ნა­პი­რო ზოლ­ში საზღვაო ნარ­ჩე­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბის ინ­ოვ­აცი­ური მე­თო­დე­ბი და ტექ­ნო­ლო­გი­ები — „RedMarLitter BSB552“ და „საზღვაო კვლე­ვე­ბის და ინ­ოვ­აცი­ებ­ის კო­ორ­დი­ნი­რე­ბა შავ ზღვა­ზე“ „Black Sea Connect“ -ის ერ­თობ­ლი­ვი ტრე­ნინგ — უორ­ქშო­ფი, რო­მე­ლიც მი­ეძ­ღვნა გა­ერ­ოს მი­ერ ინ­იც­ირ­ებ­ული მსოფ­ლიო ოკე­ან­ის დე­კა­დის დაწყე­ბას.

 

სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის უორ­ქშო­ფი მიზ­ნად ის­ახ­ავ­და შავ ზღვა­ზე სტრა­ტე­გი­ული კვლე­ვე­ბი­სა და ინ­ოვ­აცი­ებ­ის დღის წეს­რი­გის (SRIA) შე­სა­ბა­მი­სად ცოდ­ნის გავ­რცე­ლე­ბას, ცნო­ბი­ერ­ებ­ის ამ­აღ­ლე­ბას და საზღვაო მყა­რი ნარ­ჩე­ნე­ბის კვლე­ვე­ბის ინ­ოვ­აცი­ური მე­თო­დო­ლო­გი­ის წარ­დგე­ნას. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და სხვა­დას­ხვა უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი და სკო­ლის მოს­წავ­ლე­ები.

 

შეხ­ვედ­რის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტრო და თსუ სა­ბავ­შვო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი.

 

დოქ­ტორ­მა ნი­ნო გე­ლაშ­ვილ­მა დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ებ­ას გა­აც­ნო სა­ქარ­თვე­ლო­ში ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ობა და ის პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხე­ბი, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მყა­რი სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვას­თან.

 

დოქ­ტორ­მა ნი­ნო მა­ჩი­ტა­ძემ ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს შა­ვი ზღვის სექ­ტო­რის საზღვაო ნარ­ჩე­ნე­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბის აქ­ტუ­ალ­ურ სა­კითხებ­ზე, პრო­ექტ „RedMarLitterBSB 552“ -ის ძი­რი­თად შე­დე­გებ­ზე და წარ­მო­ად­გი­ნა ის ძი­რი­თა­დი მე­თო­დო­ლო­გი­ური სა­კითხე­ბი, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ნა­პი­რო ზოლ­ში ნარ­ჩე­ნე­ბის „ცხე­ლი წერ­ტი­ლე­ბის“ იდ­ენ­ტი­ფი­კა­ცი­ისა და შემ­ცი­რე­ბი­სათ­ვის. წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნა საზღვაო ნარ­ჩე­ნე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის ინ­ოვ­აცი­ური ინ­ტე­რაქ­ტი­ური რუ­კა, რო­მე­ლიც შე­იქ­მნა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში.

 

სა­ინ­ტე­რე­სო იყო შა­ვი ზღვის ახ­ალ­გაზ­რდა ელ­ჩის, თსუ დოქ­ტო­რანტ სა­ლო­მე კო­ბა­იძ­ის პრე­ზენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც ეხ­ებ­ოდა შავ ზღვა­ზე სტრა­ტე­გი­ული კვლე­ვე­ბი­სა და ინ­ოვ­აცი­ებ­ის დღის წეს­რი­გის სა­კითხებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი დღის წეს­რი­გი გა­მო­ყოფს შა­ვი ზღვის ოთხ ძი­რი­თად გა­მოწ­ვე­ვას: ცოდ­ნა შა­ვი ზღვის შე­სა­ხებ, შა­ვი ზღვის ლურ­ჯი ეკ­ონ­ომ­იკა — ლურ­ჯი ზრდა, ერ­თობ­ლი­ვი საკ­ვან­ძო ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა და პო­ლი­ტი­კა, მო­სახ­ლე­ობ­ის კე­თილ­დღე­ობა და სა­წარ­მოო ძა­ლე­ბის გაძ­ლი­ერ­ება. სწო­რედ ამ სა­კითხე­ბის ირ­გვლივ არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ობ­ას ეხ­ებ­ოდა მოხ­სე­ნე­ბა.

 

შეხ­ვედ­რა ატ­არ­ებ­და ინ­ტე­რაქ­ტი­ურ ხა­სი­ათს, დამ­სწრე ახ­ალ­გაზ­რდუ­ლი აუდ­იტ­ორია ინ­ტე­რე­სით ჩა­ერ­თო შეხ­ვედ­რის დროს გა­მარ­თულ დის­კუ­სი­აში. აღ­ინ­იშ­ნა, რომ მსგავ­სი ტი­პის შეხ­ვედ­რე­ბი, კერ­ძოდ, საზღვაო პრობ­ლე­მა­ტი­კის მეც­ნი­ერ­ულ დო­ნე­ზე გან­ხილ­ვა უზ­რუნ­ველ­ყოფს პრო­ექ­ტე­ბის შე­დე­გე­ბის ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­რე­მოს შექ­მნას, გა­ნა­პი­რო­ბებს ცნო­ბი­ერ­ებ­ის ამ­აღ­ლე­ბას და ჩარ­თუ­ლო­ბას.

 

კა­ხა­ბერ ბი­ლაშ­ვი­ლი

თსუ ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის

ოკე­ან­ოგ­რა­ფი­ისა და ჰიდ­რო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

 

თარიღი: 20/07/2021