საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ქართული მედიცინის ამაგდარი

პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის დაბადებიდან 70 წლისთავის გამო

 

 

ექ­იმ­ის­თვის ყვე­ლა­ზე დი­დი ბედ­ნი­ერ­ება გა­დარ­ჩე­ნი­ლი და კმა­ყო­ფი­ლი პა­ცი­ენ­ტია, ხო­ლო თუ ამ­ას კო­ლე­გე­ბის და სტუ­დენ­ტე­ბის სიყ­ვა­რუ­ლიც ერ­თვის, ეს იმ­ას ნიშ­ნავს, რომ პრო­ფე­სი­აც სწო­რად შე­გირ­ჩე­ვია და პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მის­კენ სა­ვა­ლი ურ­თუ­ლე­სი გზაც უშ­ეც­დო­მოდ გა­გივ­ლია.

 

თე­იმ­ურ­აზ ჩი­გო­გი­ძე ერ­თი მათ­გა­ნია, ვინც ქარ­თუ­ლი მე­დი­ცი­ნის ის­ტო­რი­აში სა­კუ­თა­რი ფურ­ცე­ლი ჩა­წე­რა. მი­სი გუ­ლის­ხმი­ერ­ება, საქ­მი­სა­დი პრო­ფე­სი­ონ­ალ­ური და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, ად­ამი­ან­ის ორ­გა­ნიზ­მის კვლე­ვი­სად­მი სა­მეც­ნი­ერო ინ­ტე­რე­სი, ის თვი­სე­ბე­ბია, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სტე­ტის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის ურ­ოლ­ოგი­ის კა­თედ­რის გამ­გე­სა და პრო­ფე­სორს კო­ლე­გე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას უორ­მა­გებს.

 

ამ დღე­ებ­ში თე­იმ­ურ­აზ ჩი­გო­გი­ძეს და­ბა­დე­ბი­დან 70 წე­ლი შე­უს­რულ­და. ამ დრომ­დე მან სა­ინ­ტე­რე­სო და პრო­ფე­სი­ული წარ­მა­ტე­ბე­ბით სავ­სე ცხოვ­რე­ბა გაიარა.

 

თე­იმ­ურ­აზ ჩი­გო­გი­ძემ, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის სამ­კურ­ნა­ლო ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, 1988 წელს, და­იც­ვა მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ერ­ებ­ათა კან­დი­და­ტის ხა­რის­ხი თე­მა­ზე: „ლო­კა­ლუ­რი სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა­ნი თირ­კმლის ქერ­ქო­ვან შრე­ში პრო­ლონ­გი­რე­ბუ­ლი სის­ხლკარ­გვის დროს, ცხო­ველ­თა ას­აკ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით“. ხო­ლო 1993 წელს თე­მით: „შარ­დის სუპ­რა­ვე­ზი­კა­ლუ­რი დე­რი­ვა­ცია და ცის­ტოპ­ლას­ტი­კა ნაწ­ლა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბით“ — მი­ენ­იჭა მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი.

 

თე­იმ­ურ­აზ ჩი­გო­გი­ძე 1980 წლი­დან დღემ­დე არ­ის ალ. წუ­ლუ­კი­ძის სა­ხე­ლო­ბის ურ­ოლ­ოგი­ის ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრის (ამ­ჟა­მად ლა­ურ მა­ნა­გა­ძის სა­ხე­ლო­ბის ურ­ოლ­ოგი­ის ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრი) წამ­ყვა­ნი სპე­ცი­ალ­ის­ტი.

 

1991–2004 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბის და სო­ცი­ალ­ური დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მთა­ვა­რი ურ­ოლ­ოგი. 2005 წლი­დან დღემ­დე არ­ის სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბის და სო­ცი­ალ­ური დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ექ­სპერ­ტი ურ­ოლ­ოგი.

 

ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში იგი პე­და­გო­გი­ურ და სა­მეც­ნი­ერო მოღ­ვა­წე­ობ­ას ეწ­ევა მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის აღ­დგე­ნი­დან და ურ­ოლ­ოგი­ის კა­თედ­რის და­არ­სე­ბის დღი­დან: 1995-2006 წლებ­ში იყო ურ­ოლ­ოგი­ის კა­თედ­რის პრო­ფე­სო­რი და კა­თედ­რის გამ­გის მო­ად­გი­ლე სა­მეც­ნი­ერო დარ­გში; 2000–2004 წლებ­ში — თსუ-ს მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის მო­ად­გი­ლე სა­მეც­ნი­ერო დარ­გში; 2006-2012 წლებ­ში არ­ჩე­ულ იქ­ნა თსუ მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის ურ­ოლ­ოგი­ის კა­თედ­რის ას­ოც­ირ­ებ­ულ პრო­ფე­სო­რად, ხო­ლო 2012 წლი­დან დღემ­დე არ­ის ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის ურ­ოლ­ოგი­ის კა­თედ­რის პრო­ფე­სო­რი (კა­თედ­რის გამ­გე).

 

თე­იმ­ურ­აზ ჩი­გო­გი­ძე აქ­ტი­ურ­ად არ­ის ჩარ­თუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის, რე­ზი­დენ­ტე­ბი­სა და დოქ­ტო­რან­ტე­ბის სას­წავ­ლო და სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვით საქ­მი­ან­ობ­აში და უდ­იდ­ეს ძა­ლის­ხმე­ვას ახ­მარს მათ კლი­ნი­ცის­ტე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას. იგი არ­ის ავ­ტო­რი 300-ზე მე­ტი სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მი­სა და სტა­ტი­ისა, რო­მელ­თა­გან 100-ზე მე­ტი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია მა­ღალ­რე­იტ­ინ­გულ და იმ­პაქტ-ფაქ­ტო­რის მქო­ნე სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟურ­ნა­ლებ­ში.

 

პრო­ფე­სორ თე­იმ­ურ­აზ ჩი­გო­გი­ძის მო­ნა­წი­ლე­ბით შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია შარ­დის დე­რი­ვა­ცი­ის ორ­იგ­ინ­ალ­ური მე­თო­დი „თბი­ლი­სის ტოპ­რა­კი“, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო აღი­არ­ება ჰპო­ვა. 1995 წელს ქა­ლაქ მა­ინ­ცში სა­შარ­დე სის­ტე­მის რე­კონ­სტრუქ­ცი­ული ოპ­ერ­აცი­ებ­ის­ად­მი მიძ­ღვნილ მე­ორე ინ­ტერ­ნა­ცი­ონ­ალ­ურ კონ­გრეს­ზე თბი­ლი­სის ტოპ­რა­კი დე­მონ­სტრი­რე­ბუ­ლი იყო ვი­დე­ოფ­ილ­მის სა­ხით მსოფ­ლი­ოს ურ­ოლ­ოგ­თა ას­ოცი­აცი­ის პრე­ზი­დენ­ტის პრო­ფე­სორ რუ­დოლფ ჰო­ჰელ­ფელ­ნე­რის მი­ერ, რო­გორც ერთ-ერ­თი სა­უკ­ეთ­ესო ოპ­ერ­აცია. აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დი­კა შე­ვი­და მსოფ­ლი­ოს ურ­ოლ­ოგი­ურ ატ­ლა­სებ­ში და გა­მო­ცე­მუ­ლია შვიდ ენ­აზე (გერ­მა­ნუ­ლად, ინ­გლი­სუ­რად, იაპ­ონ­ურ­ად, პორ­ტუ­გა­ლი­ურ­ად, ეს­პა­ნუ­რად, რუ­სუ­ლად, ჩი­ნუ­რად).

 

გა­მო­ცე­მუ­ლი აქ­ვს ორი მო­ნოგ­რა­ფია: „წი­ნამ­დე­ბა­რე ჯირ­კვლის (პროს­ტა­ტის) სიმ­სივ­ნე­ებ­ის მე­დი­კო–ბი­ოლ­ოგი­ური ას­პექ­ტე­ბი“ (თბი­ლი­სი–2012 წ) და „კან­ცე­რო­გე­ნე­ზი // უჯ­რე­დუ­ლი და მო­ლე­კუ­ლუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბი“ (თბი­ლი­სი-2018 წ.), რო­მე­ლიც მი­ეძ­ღვნა ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის 100 წლის იუბ­ილ­ეს.

 

მას გა­მოც­მუ­ლი აქ­ვს არა­ერ­თი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო. მათ შო­რის, „სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო რე­კო­მენ­და­ცი­ები შარ­დსას­ქე­სო სის­ტე­მის ტუ­ბერ­კუ­ლოზ­ზე“ (თბი­ლი­სი — 2013) და „შარ­დსას­ქე­სო სის­ტე­მის ან­ომ­ალი­ები“ (თბი­ლი­სი, 2021), რო­მე­ლიც მი­უძ­ღვნა აკ­ად­ემ­იკ­ოს ლა­ურ მა­ნა­გა­ძის ხსოვ­ნას.

 

მი­სი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და­ცუ­ლია 7 სა­კან­დი­და­ტო და ერ­თი სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია. არ­ის სა­ქარ­თვე­ლოს ურ­ოლ­ოგ­თა ას­ოცი­აცი­ის წევ­რი (სუა); სა­ქარ­თვე­ლოს ურ­ოლ­ოგ­თა ას­ოცი­აცი­ის ერთ-ერ­თი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი საბ­ჭოს წევ­რი; ევ­რო­პის ურ­ოლ­ოგ­თა ას­ოცი­აცი­ის აქ­ტი­ური წევ­რი (EAU); სა­ქარ­თვე­ლოს ურ­ოგ­ინ­ეკ­ოლ­ოგ­თა ას­ოცი­აცი­ის პრე­ზი­დენ­ტი; ქი­რურ­გთა სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ლე­ჯის წევ­რი; სა­ქარ­თვე­ლოს სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის აკ­ად­ემ­იკ­ოსი.

 

თე­იმ­ურ­აზ ჩი­გო­გი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ქი­რურ­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ქი­რურ­გთა სა­ზო­გა­დო­ებ­ის მი­ერ გრი­გოლ მუ­ხა­ძის სა­ხე­ლო­ბის მედ­ლით; ხო­ლო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მი­ერ და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლია ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით.

 

იგი არ­ის სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ის ლა­ურე­ატი;

 

2021 წელს ქარ­თუ­ლი ურ­ოლ­ოგი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გა­მორ­ჩე­ული წვლი­ლის­თვის მი­ენ­იჭა სა­ქარ­თვე­ლოს ურ­ოლ­ოგ­თა ას­ოცი­აცი­ის უმ­აღ­ლე­სი ჯილ­დო — ალ­ექ­სან­დრე წუ­ლუ­კი­ძის მე­და­ლი; მი­ღე­ბუ­ლი აქ­ვს ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სი­გე­ლი 2019 წელს რე­ზი­დენ­ტთა პირ­ვე­ლი კლი­ნი­კუ­რი კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის.

 

 

* * *

საიუბილეო დღე­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე ად­ამი­ან­ის დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბი ქვეყ­ნი­სა და ად­ამი­ან­თა სა­ზო­გა­დო­ებ­ის წი­ნა­შე. თე­იმ­ურ­აზ ჩი­გო­გი­ძის, რო­გორც სა­უკ­ეთ­ესო კო­ლე­გის, ექ­იმ­ის, მეც­ნი­ერ­ის და ად­ამი­ან­ის შე­სა­ხებ მი­სი კო­ლე­გე­ბი და­უღ­ალ­ავ­ად სა­უბ­რო­ბენ. მის­თვის იუბ­ილ­ეს სა­ჯა­როდ მი­ლოც­ვის ინ­იცი­ატ­ივ­აც მათ­გან მო­დის — უნ­დათ, უნ­ივ­ერ­სტეტ­მა იც­ოდ­ეს, რო­გო­რი კად­რი ჰყავს და რო­გო­რი პე­და­გო­გი ხვდე­ბა სტუ­დენ­ტებს აუდ­იტ­ორი­აში, ხო­ლო პა­ცი­ენ­ტებს პა­ლა­ტა­ში — იმ­ედი­ანი, სან­დო, უღ­ალ­ატო და თავ­და­დე­ბუ­ლი. პრო­ფე­სორ თე­იმ­ურ­აზ დოჭ­ვი­რის თქმით — ურ­ოლ­ოგი­აში თუ ვინ­მეს ერ­თი აგ­ური და­უდ­ევს ქარ­თულ მე­დი­ცი­ნა­ში, ერთ-ერ­თი თე­იმ­ურ­აზ ჩი­გო­გი­ძე­ცაა და სა­მარ­თლი­ან­ად იმ­სა­ხუ­რებს იმ პა­ტი­ვის­ცე­მას, რაც კო­ლე­გე­ბის­გან, სტუ­დენ­ტე­ბის­გან და მად­ლი­ერი პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან მი­უღია.

 

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ

თარიღი: 25/07/2021