საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა“

2021 წლის 24-25 ივ­ნისს, პლატ­ფორ­მა "ზუ­მის" (Zoom.us) გა­მო­ყე­ნე­ბით, ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­იმ­არ­თა IX სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცია „სივ­რცე, სა­ზო­გა­დო­ება, პო­ლი­ტი­კა.“

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის მუ­შა­ობ­აში მო­ნა­წი­ლე­ობ­და 42 მეც­ნი­ერ-მკვლე­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო­დან და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან.

 

საკ­ვან­ძო მოხ­სე­ნე­ბით – „პოს­ტსო­ცი­ალ­ის­ტუ­რი ტრან­სფორ­მა­ცია პო­ლო­ნეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში — შე­და­რე­ბი­თი მი­მო­ხილ­ვა“ – წარ­სდგა პო­ლო­ნე­თი-აღ­მო­სავ­ლეთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ას­ოცი­აცი­ის სა­მეც­ნი­ერო საბ­ჭოს მდი­ვა­ნი, სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნალ "Studia Wschodnioeuropejskie"-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, დოქ­ტო­რი პა­ველ სტა­ვარ­ცი (ვარ­შა­ვის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, პო­ლო­ნე­თი).

 

კონ­ფე­რენ­ცი­ამ, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ოგ­რა­ფი­ული სა­ზო­გა­დო­ებ­ისა და თსუ-ის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის თა­მარ დოლ­ბაიას ინ­იცი­ატ­ივ­ითა და ორ­გა­ნი­ზე­ბით, პირ­ვე­ლად 2013 წელს ჩა­ტარ­და, მრა­ვალ სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რომ­სა და მომ­ხსე­ნე­ბელს გა­უკ­ვა­ლა გზა. წელ­საც, ტრა­დი­ცი­ულ­ად, არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო კვლე­ვა იქ­ნა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე მოხ­სე­ნე­ბის მოკ­ლე მი­მოხ­ლვას:

 

 

ამ­ომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში: დი­ნა­მი­კა და გე­ოგ­რა­ფია

 

მომ­ხსე­ნებ­ლე­ბი: რე­ვაზ გა­ჩე­ჩი­ლა­ძე (გე­ოგ­რა­ფი­ულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი), გო­გი გოგ­სა­ძე (გე­ოგ­რა­ფი­ის აკ­ად­ემი­ური დოქ­ტო­რი).

 

XXI სა­უკ­უნ­ეში ევ­რო­პის პოსტ-კო­მუ­ნის­ტუ­რი ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში ამ­ომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შემ­ცი­რე­ბა შე­ინ­იშ­ნე­ბა. ბევ­რი ექ­სპერ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ ელ­ექ­ტო­რა­ტის მზარ­დი აბ­სენ­ტე­იზ­მი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რით, მათ შო­რის, პოსტ-კო­მუ­ნის­ტუ­რი დე­მო­ბი­ლი­ზა­ცი­ით, სა­ზო­გა­დო­ებ­ის პო­ლი­ტი­კუ­რი ენ­თუ­ზი­აზ­მის შემ­ცი­რე­ბით, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ბის ინ­სტი­ტუ­ტე­ბის სი­სუს­ტით, პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტით, სო­ცი­ალ­ურ-ეკ­ონ­ომ­იკ­ური მდგო­მა­რე­ობ­ის გაუარესებით, მა­სობ­რი­ვი ემ­იგ­რა­ცი­ით და ა.შ. პოსტ-საბ­ჭო­თა ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლომ, რო­გორც ახ­ალ­გაზ­რდა დე­მოკ­რა­ტი­ამ, გა­მოიარა სა­მო­ქა­ლა­ქო ომი, ეთ­ნო­პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბი, რუ­სუ­ლი არ­მი­ის ინ­ტერ­ვენ­ცია, 1990-იანი წლე­ბის უმ­ძი­მე­სი სო­ცი­ალ­ურ-ეკ­ონ­ომ­იკ­ური სი­ტუ­აცია და სხვა დრა­მა­ტუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი. მი­უხ­ედ­ავ­ად ამ­ისა, მი­სი დე­მოკ­რა­ტი­ული გან­ვი­თა­რე­ბა არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა. 2010 წელს მი­ღე­ბუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ური ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, ქვე­ყა­ნა ეტ­აპ­ობ­რი­ვად სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კა გახ­და. ამ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ძი­რი­თად სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში არ­ჩევ­ნებ­მა ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის­თვის გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­იძ­ინა. ამ­ომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბის გე­ოგ­რა­ფი­ული შეს­წავ­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე რთუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის აღ­ქმის ერთ-ერ­თი გზაა. პო­ლი­ტი­კუ­რი და დე­მოგ­რა­ფი­ული პრო­ცე­სე­ბის ან­ალ­იზი, რომ­ლე­ბიც ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბა­ზე სა­შუ­ალ­ებ­ას გვაძ­ლევს გა­მოვ­ყოთ ორი პე­რი­ოდი: 1990–2000-იანი წლე­ბი და 2010-იანი წლე­ბი. და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის პირ­ვე­ლი ორი ათ­წლე­ულ­ის­თვის და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელი იყო მო­სახ­ლე­ობ­ის რა­ოდ­ენ­ობ­ის და ამ­ომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბის ერ­თდრო­ული შემ­ცი­რე­ბა: ელ­ექ­ტო­რა­ტის ჩარ­თუ­ლო­ბა 14 პრო­ცენ­ტუ­ლი პუნ­ქტით და­ეცა (67,1%-დან 1990 წ. 53,3%-მდე 2008 წ.). დაწყე­ბუ­ლი 2008 წლი­დან, ამ­ომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 53 და 61 პრო­ცენ­ტს შო­რის მერ­ყე­ობს. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ უკ­ან­ას­კნელ ოთხ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში (2008, 2012, 2016, 2020 წწ.) აქ­ტი­ვო­ბის დო­ნე ერ­თგვა­რად მერ­ყე­ობ­და, მაგ­რამ გა­ნუხ­რე­ლად არ იკ­ლებ­და, ხო­ლო ამ­ომ­რჩე­ველ­თა რა­ოდ­ენ­ობა ამ პე­რი­ოდ­ში თით­ქმის სტა­ბი­ლუ­რი რჩე­ბო­და.

 

ნაშ­რო­მის ძი­რი­თა­დი მიგ­ნე­ბა იმ­აში მდგო­მა­რე­ობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ელ­ექ­ტო­რა­ტის აქ­ტი­ვო­ბას ორი ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს – პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­ტექ­სტი და მა­სობ­რი­ვი ემ­იგ­რა­ცია.

 

 

ერ­ოვ­ნუ­ლი იდ­ენ­ტო­ბა და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა

 

მომ­ხსე­ნე­ბე­ლი: ზუ­რაბ და­ვი­თაშ­ვი­ლი (მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი)

 

მო­ხე­ნე­ბის მი­ზა­ნი იყო გა­ერ­კვია ერ­ოვ­ნუ­ლი იდ­ენ­ტო­ბის და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სის ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი რო­გორც ზო­გა­დად, ისე, კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს მა­გა­ლით­ზე.

 

ერ­ოვ­ნუ­ლი იდ­ენ­ტო­ბა გუ­ლის­ხმობს პა­სუხს კითხვებ­ზე: ვინ ვართ ჩვენ, რა ფუნ­ქცია გვა­კის­რია, ვინ არი­ან „ჩვე­ნე­ბი“ და ვინ „სხვე­ბი“? შე­სა­ბა­მი­სად, სა­კითხი დგე­ბა ასე: რა რო­ლი აკ­ის­რია ერ­ოვ­ნულ იდ­ენ­ტო­ბას სა­ხელ­მწი­ფოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ კურ­სში? და რად­გან სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გან­მსაზღვრე­ლი ფაქ­ტო­რი ერ­ოვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბია, კითხვა შე­იძ­ლე­ბა ას­ეც და­ის­ვას: რა ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­შია ერ­ოვ­ნუ­ლი იდ­ენ­ტო­ბა და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი ერ­ოვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი?

 

ცხა­დია, ყვე­ლა ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი ერ­ოვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი აქ­ვს და ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფოს ად­გილ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ტე­მა­ში, მის ძა­ლა­სა და ძლი­ერ­ებ­აზე, ის­ტო­რი­ულ ფაქ­ტო­რებ­ზე, ეკ­ონ­ომ­იკ­ურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე, რე­სურ­სე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე და ა.შ. დი­დი და ძლი­ერი ქვეყ­ნე­ბის ერ­ოვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი მკვეთ­რად გან­სხვავ­დე­ბა პა­ტა­რა, სუს­ტი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ის ერ­ოვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­სა­გან. თუ პირ­ვე­ლი მათ­გა­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ჰე­გე­მო­ნის­ტუ­რია, პა­ტა­რა ქვეყ­ნე­ბის მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და ტე­რი­ტო­რი­ული მთლი­ან­ობ­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა.

 

სა­ქარ­თვე­ლოს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან რუ­სე­თის ერ­ოვ­ნუ­ლი იდ­ენ­ტო­ბა გა­ნი­საზღვრე­ბა, რო­გორც „მე­სა­მე რო­მი“, „მე­სია“, ზე­სა­ხელ­მწი­ფო, რომ­ლის არ­ებ­ობა იმ­პე­რი­ის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ას­ეთი თვი­თი­დენ­ტი­ფი­კა­ცია გუ­ლის­ხმობს, რომ მას თა­ვის გავ­ლე­ნის ქვეშ უნ­და ჰყავ­დეს პა­ტა­რა და სუს­ტი, მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი, პირ­ველ რიგ­ში, პოს­ტსაბ­ჭო­თა სივ­რცე. მი­სი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კაც ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ნაკ­ლე­ბი მას­შტა­ბის, მაგ­რამ ჰე­გე­მო­ნის­ტუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი აქ­ვს თურ­ქეთ­საც. ათ­ათ­ურ­ქი­სე­ული ნა­ცი­ონ­ალ­იზ­მი „თურ­ქიზ­მი“ ცი­ვი ომ­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ნელ-ნე­ლა იც­ვლე­ბა ნეოოტომანიზმით, რაც გუ­ლის­ხმობს ყო­ფილ ოს­მა­ლე­თის იმ­პე­რი­აში შე­მა­ვალ ქვეყ­ნებ­ზე თურ­ქე­თის წამ­ყვან როლს. შე­სა­ბა­მი­სად, თა­ნა­მედ­რო­ვე თურ­ქუ­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კაც ამ ახ­ალი იდ­ენ­ტო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა.

 

აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ელ­ებ­ის, რო­გორც ახ­ალ­გაზ­რდა ერ­ის ერ­ოვ­ნულ იდ­ენ­ტო­ბა­ში ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა შე­იმ­ჩნე­ვა: თურ­ქიზ­მი (ერ­თი ერი, ორი სა­ხელ­მწი­ფო) და აზ­ერ­ბა­იჯ­ან­იზ­მი, რომ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა უკ­ან­ას­კნელ დროს სულ უფ­რო ძლი­ერ­დე­ბა. ამ უკ­ან­ას­კნე­ლის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ის და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა, მაგ­რამ თურ­ქიზ­მის ძლი­ერი ფეს­ვე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს თურ­ქე­თის უფ­როს ძმად აღი­არ­ებ­ას და მი­სი აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ის მთა­ვარ სტრა­ტე­გი­ულ პარ­ტნი­ორ­ად ყოფ­ნას.

 

რაც შე­ეხ­ება სომ­ხეთს, მი­სი ერ­ოვ­ნუ­ლი იდ­ენ­ტო­ბა გა­მორ­ჩე­ულ და ტან­ჯულ ერ­ად აღ­ქმას ემ­ყა­რე­ბა. „დი­დი სომ­ხე­თის“ აღ­დგე­ნის ნა­ცი­ონ­ალ­ურ­მა იდე­ამ კი ის უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ობ­აში ჩა­აგ­დო. სომ­ხე­თის მთა­ვა­რი ერ­ოვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სი დღეს თვით­გა­დარ­ჩე­ნაა მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი მე­ზობ­ლე­ბი­სა­გან, რომ­ლის გა­რან­ტიც რუ­სე­თია. შე­სა­ბა­მი­სად, ამ­ით აიხ­სნე­ბა სომ­ხე­თის სრუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რუ­სეთ­ზე.

 

ქარ­თუ­ლი ერ­ოვ­ნუ­ლი იდ­ენ­ტო­ბა მრა­ვალ­მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ერ­თი შე­ხე­დუ­ლე­ბით, ქარ­თვე­ლე­ბი გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლი ერია, რო­მელ­საც ნა­თე­სა­ვი ერ­ები არ ჰყავს. ამ­იტ­ომ მი­სი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა ნე­იტ­რა­ლი­ტეტს უნ­და ემ­ყა­რე­ბო­დეს. მე­ორე წარ­მოდ­გე­ნით, ქარ­თვე­ლე­ბი, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, კავ­კა­სი­ელ­ები არი­ან და ამ­დე­ნად, ძა­ლის­ხმე­ვა კავ­კა­სი­ური კავ­ში­რის შე­საქ­მნე­ლად უნ­და მი­მარ­თოს, სა­დაც მას წამ­ყვა­ნი რო­ლი ექ­ნე­ბა. სხვა შე­ხე­დუ­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას მი­ეკ­უთ­ვნე­ბა და ამ­იტ­ომ მი­სი პო­ლი­ტი­კა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სამ­ყა­როს­კენ უნ­და იყ­ოს მი­მარ­თუ­ლი. გა­მო­ით­ქვა მო­საზ­რე­ბა ქარ­თვე­ლე­ბის ევ­რა­ზი­ულ­ობ­ის შე­სა­ხე­ბაც. სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა ეს მო­საზ­რე­ბა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ქარ­თულ იდ­ენ­ტო­ბას­თან კავ­ში­რის შე­სა­ხებ მი­უღ­ებ­ელია პირ­ვე­ლი ორი უტ­ოპი­ურ­ობ­ის, და­ნარ­ჩე­ნი კი აშ­კა­რა რუ­სუ­ლი ხა­სი­ათ­ის და სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნულ ინ­ტე­რე­სებ­თან შე­უთ­ავ­სებ­ლო­ბის გა­მო. ეს გზა სა­ქარ­თვე­ლოს, უბ­რა­ლოდ, არ და­უტ­ოვ­ეს.

 

სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი, სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის და ტე­რი­ტო­რი­ული მთლი­ან­ობ­ის დაც­ვა, პროგ­რე­სი, ეკ­ონ­ომ­იკ­ური წინ­სვლა და დე­მოკ­რა­ტია გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი და შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ და­სავ­ლე­თის სამ­ყა­როს­თან მჭიდ­რო კავ­შირ­ში. ამ­იტ­ომ არ­ის ქვეყ­ნის მთა­ვა­რი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია. მაგ­რამ რამ­დე­ნად კავ­შირ­შია ეს ქარ­თულ ერ­ოვ­ნულ იდ­ენ­ტო­ბას­თან? რა თქმა უნ­და, ქარ­თვე­ლე­ბი თავს უფ­რო ევ­რო­პე­ლე­ბად მი­იჩ­ნე­ვენ, ვიდ­რე აზი­ელ­ებ­ად, მაგ­რამ „ნამ­დვილ ევ­რო­პე­ლე­ბად“ ანუ და­სავ­ლურ ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ნა­წი­ლად თვი­თაღ­ქმა უჭ­ირთ. ქარ­თვე­ლე­ბი, ჰან­ტინ­გტო­ნი­სე­ული ხედ­ვით, „გახ­ლე­ჩი­ლი ერია“, რომ­ლე­ბიც მი­ეკ­უთ­ვნე­ბი­ან ერთ (მარ­თლმა­დი­დებ­ლურ) ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას, პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცია კი აქ­ვთ მე­ორე (და­სავ­ლურ) ცი­ვი­ლი­ზა­ცი­აზე. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­და­სავ­ლურ პო­ლი­ტი­კურ კურ­სს მი­სი ერ­ოვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი გან­საზღვრავს, რო­მე­ლიც ამ შემ­თხვე­ვა­ში ნაკ­ლე­ბად აიხ­სნე­ბა ქარ­თვე­ლე­ბის ევ­რო­პუ­ლი იდ­ენ­ტო­ბით. ჩვე­ნი აზ­რით, საქ­მე გვაქ­ვს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოვ­ლე­ნას­თან: სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი ახ­დენს გავ­ლე­ნას ერ­ოვ­ნულ იდ­ენ­ტო­ბა­ზე და მიმ­დი­ნა­რე­ობს ქარ­თუ­ლი ერ­ოვ­ნუ­ლი იდ­ენ­ტო­ბის ევ­რო­პე­იზ­აცია.

 

 

იდ­ენ­ტო­ბა, კონ­სერ­ვა­ტიზ­მი და პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ქვე­მო ქარ­თლის მო­სახ­ლე­ობ­აში

 

მომ­ხსე­ნებ­ლე­ბი: ლა­შა ტუ­ღუ­ში (პო­ლი­ტი­კის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი), მალ­ხაზ გა­გუა, ალ­ექ­სან­დრა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი.

 

კვლე­ვა ას­ახ­ავს ქვე­მო ქარ­თლის მო­სახ­ლე­ობ­ის (ქა­ლაქ რუს­თვის გა­მოკ­ლე­ბით) გან­წყო­ბის კომ­პლექ­სუ­რი კვლე­ვის შე­დე­გებს.

 

კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ რე­გი­ონ­ის ქარ­თვე­ლი და აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ელი მო­სახ­ლე­ობა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან არა მხო­ლოდ იდ­ენ­ტო­ბას­თან, არ­ამ­ედ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან და პო­ლი­ტი­კურ შე­ხე­დუ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ქვე­მო ქარ­თლის აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ელი მო­სახ­ლე­ობა ეთ­ნი­კუ­რი იდ­ენ­ტო­ბის, ენ­ის ცოდ­ნის და სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო­ებ­ის კუთხით აზ­ერ­ბა­იჯ­ან­თან და თურ­ქეთ­თან უფ­რო არ­ის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს­თან. მი­უხ­ედ­ავ­ად იმ­ისა, რომ რო­გორც ქარ­თვე­ლი, ას­ევე აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ელი მო­სახ­ლე­ობა სა­კუ­თა­რო ოჯ­ახ­ის, და­სახ­ლე­ბის და რე­გი­ონ­ის ეკ­ონ­ომ­იკ­ურ მდგო­მა­რე­ობ­ას, ძი­რი­თა­დად, სა­შუ­ალ­ოდ აფ­ას­ებს, ეთ­ნი­კურ ჯგუ­ფებს შო­რის დი­ნა­მი­კა ამ რე­გი­ონ­ში ყუ­რადღე­ბას სა­ჭი­რო­ებს.

 

კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ქვე­მო ქარ­თლში მცხოვ­რე­ბი აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ელ­ებ­ის იდ­ენ­ტო­ბა ამ­ჟა­მად დი­ნა­მი­კურ, ფლუ­იდ­ურ მდგო­მა­რე­ობ­აში იმ­ყო­ფე­ბა, რაც, ძი­რი­თა­დად, მა­თი ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­ური თვი­თი­დენ­ტი­ფი­კა­ცი­ის ცვლას­თან ან გაძ­ლი­ერ­ებ­ას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ეს უკ­ან­ას­კნე­ლი გუ­ლის­ხმობს რე­ლი­გი­ური ცხოვ­რე­ბის სხა­დას­ხვა ას­პექ­ტებს, რა­საც, ქარ­თულ თემ­თან შე­და­რე­ბით, აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ულ­ში უფ­რო ინ­ტენ­სი­ური სა­ხე აქ­ვს. ამ­ას­თან, თა­ვად აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ული თე­მის შიგ­ნი­თაც მი­დის ერ­თგვა­რი კონ­კუ­რენ­ცია ის­ლა­მის ორ ძი­რი­თად დე­ნო­მი­ნა­ცი­ას — ში­იტ­ებ­სა და სუ­ნი­ტებს — შო­რის. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ორ­ივე (ში­იტ­ური და სუ­ნი­ტუ­რი) დე­ნო­მი­ნა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეწ­ევი­ან პრო­ზე­ლი­ტიზ­მს, გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­ურ­ობ­ენ ში­იტ­ური სა­სუ­ლი­ერო პი­რე­ბი, რო­მელ­თა მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს გა­ნათ­ლე­ბა ირ­ან­ის სა­სუ­ლი­ერო ცენ­ტრებ­ში აქ­ვს მი­ღე­ბუ­ლი და ამ ქვეყ­ნის მხარ­და­ჭე­რით სარ­გებ­ლობს. გარ­და რე­ლი­გი­ური ფაქ­ტო­რი­სა, ქვე­მო ქარ­თლის აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ული თე­მის ფლუ­იდ­ურ­ობ­ას სე­რი­ოზ­ული ეთ­ნი­კუ­რი მდგე­ნე­ლიც აქ­ვს. თვალ­ში­სა­ცე­მია ზე-თურ­ქუ­ლი იდ­ენ­ტო­ბის გაძ­ლი­ერ­ება, რა­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ბიძ­გი მის­ცა ყა­რა­ბა­ღის 2020 წლის ომ­მა. გარ­და აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ული და ზე-თურ­ქუ­ლი (პან-თურ­ქუ­ლი) თვი­თი­დენ­ტი­ფი­კა­ცი­ისა, ამ თე­მის დი­დი ნა­წი­ლი თავს ბორ­ჩა­ლო­ელ­ად და/ან ყა­რა­ფა­ფა­ხად მი­იჩ­ნევს. მათ­ში ქარ­თუ­ლი იდ­ენ­ტო­ბის ხვედ­რი­თი წი­ლი კი უმ­ნიშ­ვნე­ლოა. ფლუ­იდ­ურ­ობ­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი რო­გორც რე­ლი­გი­ურ, ისე ეთ­ნი­კურ ჭრილ­ში უფ­რო თვალ­სა­ჩი­ნოა ახ­ალ­გაზ­რდა თა­ობ­აში.

 

კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ გა­მო­კითხულ მო­სახ­ლე­ობ­აში აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ელ­ებ­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და მო­ლო­დი­ნე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ უფ­რო და­დე­ბი­თია, ვიდ­რე ქარ­თვე­ლე­ბი­სა აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ელ­ებ­ის მი­მართ. ამ­ას­თან, აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ელ­ები, სხვა ჯგუ­ფე­ბის უფ­ლე­ბებ­თან შე­და­რე­ბით, რე­ლი­გი­ური და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბებს უფ­რო ნაკ­ლე­ბად და­ცუ­ლად აღ­იქ­ვა­მენ და კო­რო­ნა­ვი­რუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში უფ­ლე­ბე­ბის უს­ამ­არ­თლოდ შეზღუდ­ვას უფ­რო ხში­რად გრძნო­ბენ. რაც არ არ­ის გა­საკ­ვი­რი, ვი­ნა­იდ­ან ქვე­მო ქარ­თლის ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ობა ნაკ­ლებ მზა­ობ­ას ამ­ჟღავ­ნებს რე­ლი­გი­ური უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მი­ერ რე­ლი­გი­ურ რი­ტუ­ალ­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ფიქ­რობს, რომ ეს ქარ­თვე­ლე­ბის ერ­თი­ან­ობ­ას უშ­ლის ხელს.

 

აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ული თე­მი უფ­რო კონ­სერ­ვა­ტი­ულია ბავ­შვის აღ­ზრდა­სა და შვი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებ­ში, უფ­რო ხში­რად არ­ის ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ინ­დი­ვი­დუ­ალ­ური თა­ვი­სუფ­ლე­ბის შეზღუდ­ვა­სა და ტრა­დი­ცი­ული სო­ცი­ალ­ური ნორ­მე­ბის დაც­ვის­კენ. თუმ­ცა ქარ­თვე­ლე­ბი გა­ცი­ლე­ბით უფ­რო კონ­სერ­ვა­ტი­ულ შე­ხე­დუ­ლე­ბას ავ­ლე­ნენ უცხო­ელ­ის მი­ერ სა­ქარ­თვე­ლო­ში უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნის უფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ქვე­მო ქარ­თლის აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ული თე­მი ინ­ფორ­მა­ცი­ულ და კულ­ტუ­რულ ველ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად მოწყვე­ტი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტექ­სტს. აქ ნაკ­ლე­ბად ეც­ნო­ბი­ან ქარ­თულ მე­დია გა­მო­ცე­მებს და უპ­ირ­ატ­ეს­ობ­ას ან­იჭ­ებ­ენ აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ულ, თურ­ქულ და რუ­სულ მე­დი­ებს. თუმ­ცა ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ინ­იშ­ნე­ბა რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია გა­მო­ცე­მის გა­აქ­ტი­ურ­ება, რომ­ლე­ბიც ამ თემ­ში დო­მი­ნან­ტურ პო­ზი­ცი­ებს იკ­ავ­ებ­ენ და ას­ევე მოწყვე­ტილ­ნი არი­ან ქარ­თულ კონ­ტექ­სტს. ამ­ას­თა­ნა­ვე, აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ელი თე­მის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ ორი­ენ­ტა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გვიჩ­ვე­ნებს, რომ მა­თი აზ­რე­ბი გან­სხვავ­დე­ბა რო­გორც ქვე­მო ქარ­თლის ქარ­თვე­ლი, ას­ევე, ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ობ­ის უმ­ეტ­ეს­ობ­ის­გან და ნაკ­ლე­ბად პრო­და­სავ­ლუ­რია. აზ­ერ­ბა­იჯ­ან­ელ­ებ­ის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი მტე­რი და მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნე­ბის შე­სა­ხებ გვიჩ­ვე­ნებს, რომ ის­ინი პირ­ველ რიგ­ში ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­ური იდ­ენ­ტო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე აზ­როვ­ნე­ბენ და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ პერ­სპექ­ტი­ვას ნაკ­ლე­ბად ხე­და­ვენ.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის – „სივ­რცე, სა­ზო­გა­დო­ება, პო­ლი­ტი­კა“ – ავ­ტო­რებს სა­შუ­ალ­ება ეძ­ლე­ვათ“ მოხ­სე­ნე­ბე­ბი სტა­ტი­ებ­ის სა­ხით გა­მო­საქ­ვეყ­ნებ­ლად გაგ­ზავ­ნონ Google Scholar-ში ინ­დექ­სი­რე­ბულ ჟურ­ნალ­ში „გა­რე­მო და სა­ზო­გა­დო­ება“ (http://www.es.tsu.ge).

 

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ

თარიღი: 06/07/2021