საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ ონლაინ ფორმატში გაიმართა

2020 წლის 14-15 ოქ­ტომ­ბერს ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გა­იმ­არ­თა მე­ექ­ვსე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია „ქარ­თულ-ოს­ურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი“. კონ­ფე­რენ­ცია მი­ეძ­ღვნა ცნო­ბილ ქარ­თველ სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეს, მწე­რალს და­ნი­ელ ჭონ­ქა­ძე­სა და ცნო­ბილ ოს სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეს ვა­სილ ცო­რა­ევს. კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი იყო თსუ-ის ქარ­თულ-ოს­ურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრი.

 

კონ­ფე­რენ­ცი­აში მო­ნა­წი­ლე­ობ­და 100-ზე მე­ტი მეც­ნი­ერი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან და კვლე­ვი­თი ცენ­ტრი­დან, ას­ევე, უცხო­ეთ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბი­დან და კვლე­ვი­თი ცენ­ტრე­ბი­დან. სა­გან­გე­ბოდ უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა რა­ოდ­ენ­ობ­ის თა­ობ­აზე სამ­ხრეთ და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის რეს­პუბ­ლი­კე­ბი­დან: ჩრდი­ლო­ეთ ოს­ეთ­იდ­ან, და­ღეს­ტნი­დან, ჩეჩ­ნე­თი­დან, ინ­გუ­შე­თი­დან, ად­იღ­ენ­იდ­ან, ყა­ზა­ხე­თი­დან და სხვა, ას­ევე, ევ­რო­პის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბი­დან და კვლე­ვი­თი ცენ­ტრე­ბი­დან.

 

ქარ­თულ-ოს­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ის გა­მარ­თვა ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში უკ­ვე ტრა­დი­ცი­ად იქ­ცა და წელს მე­ექ­ვსედ გა­იმ­არ­თა. ყო­ველ წელს კონ­ფე­რენ­ცია ეძ­ღვნე­ბა ქარ­თულ-ოს­ურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხებ­სა და თე­მებს, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებს, ის­ტო­რი­ულ თა­რი­ღებს და სხვა. კონ­ფე­რენ­ცია ტრა­დი­ცი­ულ­ად, ოქ­ტომ­ბრის მე­ორე ნა­ხე­ვარ­ში იმ­არ­თე­ბა და უკ­ავ­შირ­დე­ბა 15 ოქ­ტომ­ბერს — ოსი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წის კოს­ტა ხე­თა­გუ­რო­ვის და­ბა­დე­ბის დღეს.

 

კო­რო­ნა­ვი­რუ­სის ეპ­იდ­ემი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით წელს კონ­ფე­რენ­ცია ონ­ლა­ინ­ფორ­მატ­ში ჩა­ტარ­და. მი­უხ­ედ­ავ­ად შეც­ვლი­ლი ფორ­მა­ტი­სა, კონ­ფე­რენ­ცი­ამ ნა­ყო­ფი­ერ­ად იმ­უშ­ავა. წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო სექ­ცი­ები: ის­ტო­რია, ეთ­ნოგ­რა­ფია, ენ­ათ­მეც­ნი­ერ­ება, ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მცოდ­ნე­ობა, კულ­ტუ­რა, ფი­ლო­სო­ფია და სხვა. კონ­ფე­რენ­ცი­აზე მუ­შა­ობ­და მრგვა­ლი მა­გი­და ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­ებ­ის­ათ­ვის.

 

კონ­ფე­რენ­ცია გახ­სნა თსუ-ის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ. რექ­ტორ­მა მი­სალ­მე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა, რომ ამ სა­მეც­ნი­ერო ფო­რუმს დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს ქარ­თულ-ოს­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში. სიტყვით გა­მომ­სვლე­ლებ­მა — შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ ლია გი­გა­ურ­მა, სა­ხელ­მწი­ფო ენ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ გია ალ­იგ­ბე­გაშ­ვილ­მა, გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ერ­ებ­ის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა ირ­ინე სა­გა­ნე­ლი­ძემ, გო­რის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი სო­სი­აშ­ვილ­მა, თსუ-ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რებ­მა თი­ნა­თინ ბოლ­ქვა­ძემ, მა­რი­კა ჯი­ქი­ამ, გი­ორ­გი ან­ჩა­ბა­ძემ და მოწ­ვე­ულ­მა სტუმ­რებ­მა — ტ. კორ­ნა­ევ­ამ (ვლა­დი­კავ­კა­ზი), ს. კო­ვალ­სკაიამ (ყა­ზა­ხე­თი), კუიოკ ას­ფარ­მა (ად­იღე), ვ. სპრინ­ფილ­დმა (იტ­ალია) და სხვებ­მა ისა­უბ­რეს იმ დიდ წვლილ­ზე, რო­მე­ლიც შე­აქ­ვს ქარ­თულ-ოს­ურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვით ცენ­ტრს.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სა­გან­გე­ბოდ აღ­ინ­იშ­ნა და­ნი­ელ ჭონ­ქა­ძი­სა და ვა­სილ ცო­რა­ევ­ის წვლი­ლი ოს­ური ფოკ­ლო­რის შეგ­რო­ვე­ბა­სა და ოს­ურ ენ­აზე ზრუნ­ვის სა­კითხებ­ში.

 

„სიმ­ბო­ლუ­რია, რომ ჩვენ სა­გან­გე­ბოდ ვუძ­ღვნით კონ­ფე­რენ­ცი­ებს ქარ­თველ­სა და ოს მოღ­ვა­წე­ებს. სხვა­დას­ხვა დროს კონ­ფე­რენ­ცია მი­ვუძ­ღვე­ნით მი­ხე­ილ ყი­ფი­ან­სა და კოს­ტა ხე­თა­გუ­როვს, გი­ორ­გი ახ­ვლე­დი­ან­სა და ვა­სილ აბა­ევს. ეს კონ­ფე­რენ­ცი­ები თა­ვი­სე­ბუ­რი გაგ­რძე­ლე­ბაა იმ დი­დი ტრა­დი­ცი­ისა, სა­მეც­ნი­ერო საქ­მი­ან­ობ­ისა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა, რო­მელ­საც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის და­ფუძ­ნე­ბის­თა­ნა­ვე სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უყ­არა დიდ­მა ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა. ამ­ჟა­მად კონ­ფე­რენ­ცი­ას ვუძ­ღვნით ცნო­ბილ ქარ­თველ მწე­რალ­სა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წეს და­ნი­ელ ჭონ­ქა­ძე­სა (1830-1860) და ოს მწიგ­ნო­ბარს ვა­სილ ცო­რა­ევს (1927-1884). მათ შეკ­რი­ბეს ოს­ური ფოლ­კლო­რუ­ლი სა­გან­ძუ­რი­დან ნარ­თე­ბის თქმუ­ლე­ბე­ბი, ოს­ური ან­და­ზე­ბი და სხვა, რო­მე­ლიც 1868 წელს აკ­ად­ემ­იკ­ოს­მა ალ­ექ­სან­დრე შიფ­ნერ­მა გა­მოს­ცა („ოს­ური ტექ­სტე­ბი, შეკ­რე­ბი­ლი და­ნი­ელ ჭონ­ქა­ძი­სა და ვა­სილ ცო­რა­ევ­ის მი­ერ“). და­ნი­ელ ჭონ­ქა­ძე და ვა­სილ ცო­რა­ევი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ას­წავ­ლიდ­ნენ ოს­ურ ენ­ას თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ერო სე­მი­ნა­რი­აში, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მათ მრა­ვა­ლი სა­სუ­ლი­ერო წიგ­ნი თარ­გმნეს ქარ­თუ­ლი­დან ოს­ურ ენ­აზე. ის­ინი არა მარ­ტო თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ, მე­გობ­რობ­დნენ კი­დეც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვე­ნი კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა სა­მეც­ნი­ერო მოხ­სე­ნე­ბებ­სა და მათ გა­მოს­ვლებ­ში მე­გობ­რუ­ლი, მშვი­დო­ბი­ანი და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა იკ­ვე­თე­ბო­და, რაც მო­მა­ვა­ლი ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის სა­წინ­და­რია“, — აღ­ნიშ­ნა თსუ-ის ქარ­თულ-ოს­ურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნა­ირა ბე­პი­ევ­მა.

 

უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო მოხ­სე­ნე­ბე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს სა­ქარ­თვე­ლო­სა და მი­სი რე­გი­ონ­ებ­ის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებ­მა, სხვა რეს­პუბ­ლი­კე­ბი­დან მო­ნა­წი­ლე სტუმ­რებ­მა. მა­ჩე­რა­ტას უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა ვი­ტო­რიო სპრინ­გფელდ ტო­მე­ლე­რიმ წარ­მო­ად­გი­ნა მოხ­სე­ნე­ბა: „გა­პო ბა­ევ­ის არ­ქი­ვი­დან. მი­სი მი­მო­წე­რა გ. ახ­ვლე­დი­ან­თან“, რო­მელ­შიც ბევ­რი ახ­ალი და სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბაა და­ცუ­ლი ქარ­თულ-ოს­ური სა­მეც­ნი­ერო ურ­თი­ერ­თო­ბის ის­ტო­რი­იდ­ან.

 

სა­გან­გე­ბოდ უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს ქარ­თვე­ლი და ოსი მეც­ნი­ერ­ებ­ის ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მოხ­სე­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ეხ­ებ­ოდა და­ნი­ელ ჭონ­ქა­ძი­სა და ვა­სილ ცო­რა­ევ­ის მოღ­ვა­წე­ობ­ის ას­პექ­ტებს, ოს­ურ, ქარ­თულ და კავ­კა­სი­ურ ფოლ­კლორს, ცალ­კე­ულ ის­ტო­რი­ულ, ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­კითხებს და სხვა.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის მუ­შა­ობა უკ­ვე შე­ფას­და სხვა­დას­ხვა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და კვლე­ვი­თი ცენ­ტრის მი­ერ. ყა­ზა­ხე­თის ლ. ნ. გუ­მი­ლი­ოვ­ის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ვებ­გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია თსუ-ის მე­ექ­ვსე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ის შე­სა­ხებ (ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ს. კო­ვალ­სკაია). კონ­ფე­რენ­ცი­ის მა­სა­ლე­ბი 2020 წლის ბო­ლომ­დე გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა თსუ-ის გა­მომ­ცემ­ლო­ბის მი­ერ. მო­მა­ვალ წელს და­გეგ­მი­ლია მე-7 სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა.

თარიღი: 08/11/2020