საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონფერენცია - „მათემატიკისა და ინფორმატიკის გამოყენება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში“

2021 წლის 16-19 ივ­ნისს თსუ ილია ვე­კუ­ას სა­ხე­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­თი მა­თე­მა­ტი­კის ინ­სტი­ტუტ­ში (ZOOM-პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბით) ჩა­ტარ­და მე­ხუ­თე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია „მა­თე­მა­ტი­კი­სა და ინ­ფორ­მა­ტი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ში“ (AMINSE2020). კონ­ფე­რენ­ცია ეძ­ღვნე­ბო­და ინ­სტი­ტუ­ტის ბა­ზა­ზე მოქ­მედ მა­თე­მა­ტი­კი­სა და ინ­ფორ­მა­ტი­კის თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრის (Tbilisi International Centre of Mathematics and Informatics — TICMI) და­არ­სე­ბი­დან 25 წლის­თავს (1995-2000).

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის თე­მა­ტი­კა მო­იც­ავ­და შემ­დე­გი სა­მეც­ნი­ერო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის აქ­ტუ­ალ­ურ პრობ­ლე­მებს:

 

 

  • უწყვეტ გა­რე­მო­თა მე­ქა­ნი­კის მა­თე­მა­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და ან­ალ­იზ­ის მო­ნა­თე­სა­ვე სა­კითხე­ბი;
  • მა­თე­მა­ტი­კუ­რი მო­დე­ლი­რე­ბა და გა­მოთ­ვლი­თი მა­თე­მა­ტი­კა;
  • ალ­ბა­თო­ბის თე­ორია და მა­თე­მა­ტი­კუ­რი სტა­ტის­ტი­კა;
  • ალ­გებ­რა.

 

კონ­ფე­რენ­ცი­აზე მოს­მე­ნილ იქ­ნა თხუთ­მე­ტი 40-წუ­თი­ანი პლე­ნა­რუ­ლი მოხ­სე­ნე­ბა, რო­მელ­თა­გან 5 მოხ­სე­ნე­ბა გა­აკ­ეთ­ეს ქარ­თველ­მა მეც­ნი­ერ­ებ­მა.

 

ფო­რუ­მი გახ­სნა ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­მა, TICMI-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ, პრო­ფე­სორ­მა გი­ორ­გი ჯაიანმა, რო­მელ­მაც დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ებ­ას გა­აც­ნო მოკ­ლე ინ­ფორ­მა­ცია TICMI-ის ოც­და­ხუთ­წლი­ანი საქ­მი­ან­ობ­ის შე­სა­ხებ. ფო­რუ­მის გახ­სნის მოხ­სე­ნე­ბით გა­მო­ვიდ­ნენ ჰოლმ ალ­ტენ­ბა­ხი (მაგ­დე­ბურ­გის (გერ­მა­ნია) ოტო-ვან-გუ­რი­კეს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე­ქა­ნი­კის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი) და რო­ბერ­ტო ნა­ტა­ლი­ნი (იტ­ალი­ის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერი საბ­ჭოს (CNR) მა­ურო პი­კო­ნეს სა­ხე­ლო­ბის გა­მოთ­ვლი­თი მა­თე­მა­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი). და­ხურ­ვის მოხ­სე­ნე­ბით გა­მო­ვი­და ფი­ლიპ ლე ფლო­ჩი (სორ­ბო­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, საფ­რან­გე­თის სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვე­ბის ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრი (CNRS) წარ­მო­მად­გე­ნე­ლი). მოს­მე­ნილ იქ­ნა აგ­რეთ­ვე 20-წუ­თი­ანი სექ­ცი­ური მოხ­სე­ნე­ბე­ბი. კონ­ფე­რენ­ცი­ის მუ­შა­ობ­აში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ მეც­ნი­ერ­ები აზ­ერ­ბა­იჯ­ან­იდ­ან, გერ­მა­ნი­იდ­ან, იორ­და­ნი­იდ­ან, იტ­ალი­იდ­ან, კა­ნა­დი­დან, ლუქ­სენ­ბურ­გი­დან, ნი­დერ­ლან­დე­ბი­დან, საფ­რან­გე­თი­დან, უნ­გრე­თი­დან, აგ­რეთ­ვე ი. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან, სო­ხუ­მის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან, სტუ ნი­კო მუს­ხე­ლიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის გა­მოთ­ვლი­თი მა­თე­მა­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტი­დან, თსუ ან­დრია რაზ­მა­ძის სა­ხე­ლო­ბის მა­თე­მა­ტი­კის და ილია ვე­კუ­ას სა­ხე­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­თი მა­თე­მა­ტი­კის (გმი) ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­დან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მოხ­სე­ნე­ბით გა­მო­ვი­და ორი მა­გის­ტრან­ტი - თა­მარ მე­საბ­ლიშ­ვი­ლი (ი. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი) და მა­რი­ამ რა­შოიანი (სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი). სხდო­მებს ეს­წრე­ბოდ­ნენ თსუ მა­გის­ტრა­ტუ­რის და დოქ­ტო­რან­ტუ­რის სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან გმი-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მოკ­ლე­ვა­დი­ანი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის მუ­შა­ობ­ის შე­ჯა­მე­ბი­სას უცხო­ელი მო­ნა­წი­ლე­ებ­ის სა­ხე­ლით კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს მად­ლო­ბა გა­და­უხ­ადა თსუ-ის ილია ვე­კუ­ას სა­ხე­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­თი მა­თე­მა­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის სა­პა­ტიო დოქ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა პ.ე. რი­ჩიმ (UniNettuno Telematic University, რო­მი, იტ­ალია), რო­მელ­მაც ხა­ზი გა­უს­ვა კონ­ფე­რენ­ცი­ის მა­ღალ დო­ნეს, რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ული, ას­ევე სა­მეც­ნიე­რო თვალ­საზ­რი­სით, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კო­მი­ტე­ტი­სა (გ. ჯაიანი (თავ­მჯდო­მა­რე, სა­ქარ­თვე­ლო), ნ. ავ­აზ­აშ­ვი­ლი (სა­ქარ­თვე­ლო), ლ. ბეზ­ნეა (რუ­მი­ნე­თი), ა. ბენ­ჟე­დუ (საფ­რან­გე­თი), ა. ჩალ­დეა (იტ­ალია), რ. დუ­დუ­ჩა­ვა (სა­ქარ­თვე­ლო), ა. ფი­ალ­ოვ­სკი (უნ­გრე­თი), ჰ. მე­ლა­ძე (სა­ქარ­თვე­ლო), ა. მეს­ხი (სა­ქარ­თვე­ლო), ვ. მი­ულ­ერი (გერ­მა­ნია), დ. ნატ­როშ­ვი­ლი (სა­ქარ­თვე­ლო), ო. ფურ­თუ­ხია (სა­ქარ­თვე­ლო), ბ.-ვ. შულ­ცე (გერ­მა­ნია)) და ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის (ნ. ჩინ­ჩა­ლა­ძე (თავ­მჯდო­მა­რე), მ. ბე­რი­აშ­ვი­ლი (სწავ­ლუ­ლი მდი­ვა­ნი), ბ. დუნ­დუა, ბ. გუ­ლუა, მ. რუ­ხაია) ქმე­დე­ბე­ბით. პ.ე. რი­ჩიმ აღ­ნიშ­ნა ურ­თი­ერთ­სა­სარ­გებ­ლო დის­კუ­სი­ებ­ის დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბაც სხვა­დას­ხვა თა­ობ­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­ის­ათ­ვის.

 

* * *

ორი­ოდე სიტყვით თა­ვად TICMI-ის შე­სა­ხებ. ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო ცენ­ტრი და­არ­სდა ევ­რო­პის მა­თე­მა­ტი­კუ­რი სა­ზო­გა­დო­ებ­ის, კერ­ძოდ, მი­სი პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის, პრო­ფე­სორ ფ. ჰირ­ზებ­რუ­ხის (F. Hirzebruch) მხარ­და­ჭე­რით. ცენ­ტრის მუ­შა­ობ­ას წარ­მარ­თავს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კო­მი­ტე­ტი. კო­მი­ტე­ტის შე­მად­გენ­ლო­ბის გა­ნახ­ლე­ბა ხდე­ბა სამ წე­ლი­წად­ში ერ­თხელ და მი­სი შვი­დი წევ­რი­დან სა­მი ინ­იშ­ნე­ბა ევ­რო­პის მა­თე­მა­ტი­კოს­თა სა­ზო­გა­დო­ებ­ის (EMS) აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის მი­ერ. ცენ­ტრის ძი­რი­თა­დი მიზ­ნე­ბია, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, შა­ვი ზღვის აუზ­ის ქვეყ­ნე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სა­ქარ­თვე­ლოს ახ­ალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­თათ­ვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა მა­თი პრო­ფე­სი­ული უნ­არ-ჩვე­ვე­ბის გა­საღ­რმა­ვებ­ლად, მე­ორე მხრივ კი, მსოფ­ლი­ოში უახ­ლე­სი სა­მეც­ნი­ერო ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლის ხელ­შეწყო­ბა. ამ­ის მი­საღ­წე­ვად TICMI ყო­ველ­წლი­ურ­ად ატ­არ­ებს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებს, სიმ­პო­ზი­უმ­ებს, ვორ­კშო­პებს, აგ­რეთ­ვე ლექ­ცი­ებ­ის გაღ­რმა­ვე­ბულ კურ­სებს, რომ­ლე­ბიც ეძ­ღვნე­ბა ცენ­ტრის და გმი-ს უშუ­ალო სა­მეც­ნი­ერო ინ­ტე­რე­სე­ბით გან­საზღვრულ თე­მა­ტი­კას და რომ­ლებ­ზე­დაც ლექ­ტო­რე­ბად იწ­ვევს ცნო­ბილ ქარ­თველ და უცხო­ელ მეც­ნი­ერ­ებს.

 

და­არ­სე­ბის დღი­დან ცენ­ტრის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო 23 სა­მეც­ნი­ერო ფო­რუ­მი და, გარ­და ამ­ისა, ის იყო 16 სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის და სიმ­პო­ზი­უმ­ის თა­ნა­ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი. ცენ­ტრი გა­მო­სა­ცე­მად ამ­ზა­დებს ორ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნალს Bulletin of TICMI და Lecture Notes of TICMI, რომ­ლე­ბიც იბ­ეჭ­დე­ბა თსუ გა­მომ­ცემ­ლო­ბის გრი­ფით. ორ­ივე ჟურ­ნა­ლი ინ­დექ­სი­რე­ბუ­ლია ბა­ზებ­ში Mathematical Reviews/MathSciNet, Scopus, and Zentralblatt MATH/Mathematics Abstracts.

 

მი­ამ­ზა­დეს მაია ტო­რა­ძემ

ნა­ტა­ლია ჩინ­ჩა­ლა­ძემ

თარიღი: 29/06/2021