საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონფერენცია - ქართული დიასპორა: წარსული და თანამედროვეობა

თა­მარ და­დი­ანი

 

ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში თსუ-ის ქარ­თულ დი­ას­პო­რა­თა კვლე­ვის ცენ­ტრის ორ­გა­ნი­ზე­ბით და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პატ­რო­ნა­ჟით ყო­ველ­წლი­ური სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია — „ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რა: წარ­სუ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე­ობა“ — ჩა­ტარ­და. კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არი­ან, ას­ევე, ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, რუს­თა­ვე­ლის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ერ­ოვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ოთ­ეკა, სტამ­ბო­ლის ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის სახ­ლი.

 

კონ­ფე­რენ­ცია მი­ეძ­ღვნა თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ერ­ოვ­ნუ­ლი მოღ­ვა­წის, ახ­მეთ მე­ლაშ­ვი­ლის ხსოვ­ნას. კონ­ფე­რენ­ცი­აში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ მეც­ნი­ერ­ები სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქე­თის 20-ზე მე­ტი უმ­აღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლი­დან და სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვი­თი ცენ­ტრი­დან.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ: აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, აგ­რეთ­ვე, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, პრო­ფე­სო­რე­ბი და სტუ­დენ­ტე­ბი. კონ­ფე­რენ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი გახ­ლდათ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის პატ­რო­ნა­ჟით თსუ-ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ქარ­თულ დი­ას­პო­რა­თა კვლე­ვის ცენ­ტრი.

 

კონ­ფე­რენ­ცი­აზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი მოხ­სე­ნე­ბე­ბი ეხ­ებ­ოდა ახ­მეთ მე­ლაშ­ვი­ლის ღვაწ­ლს, თურ­ქე­თის ქარ­თველ­თა ყო­ფი­სა და კულ­ტუ­რის სა­კითხებს, თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­აზე არ­სე­ბულ ქარ­თულ ის­ტო­რი­ულ ძეგ­ლთა კვლე­ვას, ქარ­თულ-თურ­ქულ კულ­ტუ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს, ქარ­თუ­ლი ენ­ის სწავ­ლე­ბის პრობ­ლე­მებს დი­ას­პო­რებ­ში და თურ­ქე­თის უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში, აგ­რეთ­ვე, ფე­რე­იდ­ნელ და ჰერ ქარ­თველ­თა ის­ტო­რი­ისა და კულ­ტუ­რის სა­კითხებს.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სიტყვით მი­მარ­თეს ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა დი­ას­პო­რის სა­კითხებ­ში პი­ერ ალ­ექ­სან­დრო კრე­დომ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ებ­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს დი­ას­პო­რას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ან­დრია ჯაღ­მა­იძ­ემ, შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ჯა­ბა სა­მუ­ში­ამ და სხვებ­მა.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის მუ­შა­ობ­ასა და თსუ-ის ქარ­თულ დი­ას­პო­რა­თა კვლე­ვის სა­მეც­ნი­ერო ცენ­ტრის საქ­მი­ან­ობ­ის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა ამ­ავე ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, თსუ-ის ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რი რო­ზე­ტა გუ­ჯე­ჯი­ანი.

 

— რა სა­კითხებ­ზე მუ­შა­ობს და რა მიდ­გო­მებს იყ­ენ­ებს ცენ­ტრი საქ­მი­ან­ობ­ის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის­ათ­ვის?

 

— თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე შე­იქ­მნა ქარ­თულ დი­ას­პო­რა­თა კვლე­ვის სა­მეც­ნი­ერო ცენ­ტრი. ამ ცენ­ტრის ეგ­იდ­ით წელს ჩა­ტარ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია: „ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რა — წარ­სუ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე­ობა“. კონ­ფე­რენ­ცია თურ­ქე­თე­ლი ქარ­თვე­ლი მოღ­ვა­წის ახ­მეთ მე­ლაშ­ვი­ლის ხსოვ­ნას მი­ეძ­ღვნა.

 

ქარ­თულ დი­ას­პო­რა­თა კვლე­ვის სა­მეც­ნი­ერო ცენ­ტრი მიზ­ნად ის­ახ­ავს ქარ­თულ ის­ტო­რი­ულ დი­ას­პო­რა­თა სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვას. საკ­ვლევ არე­ალ­ად მოიაზრება რო­გორც ქარ­თველ­თა ის­ტო­რი­ული საცხოვ­რი­სი ტაო-კლარ­ჯეთ­ში, ას­ევე ქარ­თველ­თა კომ­პაქ­ტუ­რი გან­სახ­ლე­ბე­ბი თურ­ქე­თის შა­ვი ზღვი­სა და მარ­მა­რი­ლოს ზღვის რე­გი­ონ­ებ­ში, ჰერ ქარ­თველ­თა ყო­ფა (აზ­ერ­ბა­იჯ­ანი) და ფე­რე­იდ­ნელ და მა­ზან­და­რა­ნელ ქარ­თველ­თა ყო­ფა ირ­ან­ის ის­ლა­მურ რეს­პუბ­ლი­კა­ში, აგ­რეთ­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ული რეს­პუბ­ლი­კის ოკ­უპ­აცი­ის შემ­დგომ წარ­მოქ­მნი­ლი ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რა ევ­რო­პა­სა და ამ­ერ­იკ­აში. ამ­ას­თა­ნა­ვე, ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვილ­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე შრო­მით მიგ­რან­ტთა ყო­ფი­სა და პრობ­ლე­მე­ბის სა­კითხებ­ზეც. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ცენ­ტრი შე­მო­იკ­რებს დი­ას­პო­რა­თა კვლე­ვით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ყვე­ლა მეც­ნი­ერს, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბი­დან და სა­მეც­ნი­ერო ცენ­ტრე­ბი­დან, ას­ევე უცხო­ეთ­იდ­ან­აც. ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ დი­ას­პო­რა­თა სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ას­თან.

 

— რამ­დე­ნად დი­დი იყო ინ­ტე­რე­სი თურ­ქი მეც­ნი­ერ­ებ­ის მხრი­დან — მო­ნა­წი­ლე­ობა მი­ეღ­ოთ კონ­ფე­რენ­ცი­ის მუ­შა­ობ­აში?

 

— თურ­ქეთ­ში, ბურ­სის რე­გი­ონ­ის ქა­ლაქ ინ­ეგ­ოლ­ში, რო­მელ­საც უკ­ავ­შირ­დე­ბა ახ­მეთ მე­ლაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ეტ­აპ­ები, შარ­შან და­გეგ­მი­ლი იყო მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ებ­ები, მაგ­რამ პან­დე­მი­ის გა­მო ვერ ჩა­ტარ­და. ამ­იტ­ომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენ­იჭ­ება ჩვე­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის აქ­ტი­ვო­ბას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. კონ­ფე­რენ­ცი­ის მუ­შა­ობ­აში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ მეც­ნი­ერ­ები 20-ზე მე­ტი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­დან და კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტი­დან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მოხ­სე­ნე­ბე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს თურ­ქე­თის 6 უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებ­მა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ის გა­რე­მო­ებ­აც, რომ კონ­ფე­რენ­ცი­ას მი­ეს­ალ­მნენ დიპ­ლო­მა­ტი­ური მი­სი­ებ­იც: თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს და სა­ქარ­თვე­ლო­ში თურ­ქე­თის სა­ელ­ჩოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, აგ­რეთ­ვე თურ­ქე­თის ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ებ­ის რამ­დე­ნი­მე ხელ­მძღვა­ნე­ლი, მათ შო­რის, ახ­მეთ მე­ლაშ­ვი­ლის ვა­ჟი იბ­ერია მე­ლაშ­ვი­ლი.

 

კონ­ფე­რენ­ცი­ის პირ­ველ დღეს შედ­გა სა­ზე­იმო გახ­სნა და პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა, ხო­ლო მე­ორე დღეს „ონ­ლა­ინ“ ფორ­მა­ტით იმ­უშ­ავა ოთხმა სექ­ცი­ამ. თსუ-ის მუ­ზე­უმ­მა და სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ამ ახ­მეთ მე­ლაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ობ­ის ამ­სახ­ვე­ლი გა­მო­ფე­ნა მო­ამ­ზა­დეს, რო­მე­ლიც ერ­თი კვი­რა გაგ­რძელ­და.

 

— რო­გორ ფიქ­რობთ, ას­ეთი მას­შტა­ბუ­რო­ბა კონ­ფე­რენ­ცი­ის თე­მის აქ­ტუ­ალ­ობ­ამ გა­ნა­პი­რო­ბა? რა იყო კონ­ფე­რენ­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის მი­ზა­ნი?

 

— დი­ახ, ეს იყო სწო­რედ იმ დი­დი ინ­ტე­რე­სის შე­დე­გი, რაც არ­სე­ბობს დი­ას­პო­რა­თა კვლე­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით და, აგ­რეთ­ვე, გა­მოვ­ლე­ნა ახ­მეთ მე­ლაშ­ვი­ლი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და მად­ლი­ერ­ებ­ისა. სამ­წუ­ხა­როდ, არა­ერ­თმა ამ­აგ­დარ­მა მეც­ნი­ერ­მა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გა­მო ვერ შეძ­ლო კონ­ფე­რენ­ცი­აში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მი­ღე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დი­დი იყო ინ­ტე­რე­სი სა­მეც­ნი­ერო და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­ის მხრი­და­ნაც, ყო­ველ სე­სი­ას „ზუ­მის“ ფორ­მატ­ში ეს­წრე­ბო­და ათე­ულ­ობ­ით მსმე­ნე­ლი.

 

— უკ­ან­ას­კნე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, თურ­ქე­თი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­იმ­იგ­რა­ციო ქვეყ­ნე­ბის პირ­ველ სა­მე­ულ­ში შე­დის. დად­გე­ნი­ლია, რომ თურ­ქეთ­ში, და­ახ­ლო­ებ­ით, 2.5 მი­ლი­ონი ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს. მა­თი უმ­ეტ­ეს­ობა კი ის­ტო­რი­ულ დი­ას­პო­რას ეკ­უთ­ვნის. რა ძი­რი­თა­დი მა­ხა­სი­ათ­ებ­ელ­ები აქ­ვს სა­ქარ­თვე­ლო­დან თურ­ქეთ­ში მიგ­რა­ცი­ას?

 

— დი­ახ, გარ­და მკვიდ­რი, ავ­ტოქ­ტო­ნი ქარ­თვე­ლე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ ის­ტო­რი­ულ მი­წა-წყალ­ზე სახ­ლო­ბენ (ის­ტო­რი­ული ტაო-კლარ­ჯე­თი), ქარ­თველ­თა დი­დი კომ­პაქ­ტუ­რი და­სახ­ლე­ბე­ბია თურ­ქე­თის უმ­სხვი­ლეს სხვა რე­გი­ონ­ებ­შიც: მარ­მა­რი­ლოს ზღვი­სა და შა­ვიზღვის­პი­რე­თის მხა­რე­ებ­ში. აქ ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი გაჩ­ნდა მეცხრა­მე­ტე სუ­კუ­ნის მი­წუ­რულს, ე.წ. მუ­ჰა­ჯი­რო­ბის შე­დე­გად. ქარ­თველ­თა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს კე­რას ქმნი­და სტამ­ბო­ლის ქარ­თველ კა­თო­ლი­კე­თა სა­ვა­ნეც.

 

ჩვენს დრო­ში კი მიგ­რა­ცი­ის ახ­ალი ტალ­ღა გაჩ­ნდა: მრა­ვა­ლი შრო­მი­თი მიგ­რან­ტია თურ­ქეთ­ში წა­სუ­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ მათ­თა­ნაც გვაქ­ვს კავ­ში­რი და ვიკ­ვლევთ პრობ­ლე­მებს. სტამ­ბო­ლის ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის სახ­ლი­სა და სტამ­ბო­ლის ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ცენ­ტრის მხარ­და­ჭე­რით, ჩვე­ნი ცენ­ტრის წევ­რებ­მა უკ­ვე ჩა­ატ­არ­ეს რამ­დე­ნი­მე ღო­ნის­ძი­ება შრო­მით მიგ­რან­ტებ­თან სტამ­ბოლ­ში. მიგ­რან­ტებს აქ­ვთ რო­გორც ყო­ფი­თი პრობ­ლე­მე­ბი, ას­ევე დი­დია საფ­რთხე, რომ მათ­მა შვი­ლებ­მა და­კარ­გონ დე­და­ენა. ამ­იტ­ომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვგეგ­მავთ გარ­კვე­ული ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას.

 

— რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დი­ას­პო­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა ქარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ერო სექ­ტო­რის მხრი­დან, მა­თი სა­ჭი­რო­ებ­ებ­ის და პრობ­ლე­მე­ბის გა­ზი­არ­ება და ამ მიზ­ნით სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა, მხა­რე­თა შეხ­ვედ­რე­ბის და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­არ­ება?

— ცხა­დია, რომ აუც­ილ­ებ­ელია პრობ­ლე­მე­ბის მეც­ნი­ერ­ული კვლე­ვა, რა­თა მომ­ზად­დეს დას­კვნე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ები. მე თვი­თონ ვარ მჭიდ­რო კავ­შირ­ში არა­ერთ დი­ას­პო­რულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან, ვის­თა­ნაც უწყვე­ტი კონ­ტაქ­ტი გვაქ­ვს. ვმო­ნა­წი­ლე­ობთ მათ მი­ერ და­გეგ­მილ ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ში. პან­დე­მი­ის შემ­დეგ იგ­ეგ­მე­ბა უფ­რო მას­შტა­ბუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი, მათ შო­რის, სა­მეც­ნი­ერო ფო­რუ­მე­ბი და პრაქ­ტი­კუ­ლი სე­მი­ნა­რე­ბიც.

 

— რა გან­წყო­ბე­ბი არ­სე­ბობს ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რი­სად­მი თურ­ქეთ­ში, რამ­დე­ნად ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რა იქ და რა გავ­ლე­ნა აქ­ვს მათ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს?

 

— თურ­ქე­თის ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რა მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნია და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. მოქ­მე­დებს რამ­დე­ნი­მე ძლი­ერი სათ­ვის­ტო­მო — სა­ზო­გა­დო­ება/ას­ოცი­აცია/ცენ­ტრი ქა­ლაქ სტამ­ბოლ­ში, ბურ­სა­ში (ბურ­სა, ინ­ეგ­ოლი, ნი­კეა, ბო­ღაზ­ქოი...), ქო­ჯა­ელ­იში, სა­ქა­რი­აში, დუზ­ჯე­ში, სამ­სუნ­ში, ამ­ასი­აში, უნი­ეში, ორ­დუ­ში, გი­რე­სუნ­ში... მათ ხელ­მძღვა­ნე­ლებს აქ­ვთ მჭიდ­რო კავ­ში­რი ერ­თმა­ნეთ­თან დ შე­თან­ხმე­ბუ­ლად აწყო­ბენ ღო­ნის­ძი­ებ­ებს, მა­გა­ლი­თად: 26 მა­ის­ის­ად­მი მიძ­ღვნილ „ქარ­თულ ზე­იმს“, დე­და­ენ­ის­ად­მი მიძ­ღვნილ სა­მეც­ნი­ერო-პო­პუ­ლა­რულ კონ­ფე­რენ­ცი­ებს, სხვა­დას­ხვა ზე­იმს: „მა­რი­ობ­ას“, „ქა­დის ფეს­ტი­ვას­ლს“ და სხვა... სა­ყუ­რადღე­ბოა, რომ დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეხ­მა­რე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სულ შრო­მით მიგ­რან­ტებს და ძნელ­ბე­დო­ბის დროს გა­მო­ხა­ტა­ვენ აქ­ტი­ურ მხარ­და­ჭე­რას სა­ქარ­თვე­ლო­სად­მი.

— ინ­ტე­რეს­დე­ბა თუ არა თურ­ქე­თის ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბით და რო­გორ აფ­ას­ებს დი­ას­პო­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს?

 

— ცხა­დია, ინ­ტე­რეს­დე­ბა... მა­თი აქ­ტი­ური ნა­წი­ლის გუ­ლის­ყუ­რი მუ­დამ მოპყრო­ბი­ლია ის­ტო­რი­ული სამ­შობ­ლო­სა­კენ.

 

— შე­უძ­ლია თუ არა ქარ­თულ დი­ას­პო­რას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლის თა­მა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო არ­ენ­აზე თა­ვი­სი იტ­ორი­ული სამ­შობ­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად?

 

— ამ მხრივ ბევ­რია სა­მუ­შაო და მე­ტი მო­ბი­ლი­ზე­ბაა სა­ჭი­რო სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ისა. ძლი­ერი დი­ას­პო­რა დი­დი ძა­ლაა ყვე­ლა ქვეყ­ნი­სათ­ვის.

 

— რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, სტამ­ბოლ­ში არ­სე­ბუ­ლი დი­ას­პო­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ები ქარ­თუ­ლი ენ­ის შეს­წავ­ლას სა­სი­ცოცხლო მნიშ­ვნე­ლო­ბას ან­იჭ­ებ­ენ თურ­ქეთ­ში მცხოვ­რებ მიგ­რან­ტებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის კავ­ში­რის გაძ­ლი­ერ­ებ­ის მიზ­ნით. რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ის რო­ლი ქარ­თუ­ლი ენ­ის შეს­წავ­ლი­სად­მი ეფ­ექ­ტუ­რი მიდ­გო­მის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გვის მი­მარ­თუ­ლე­ბით?

 

— მა­გა­ლი­თად, აპ­რი­ლის თვე­ში სტამ­ბოლ­ში, ინ­ეგ­ოლ­ში უკ­ვე რე­გუ­ლა­რუ­ლად ტარ­დე­ბა დე­და­ენ­ის­ად­მი მიძ­ღვნი­ლი კონ­ფე­რენ­ცი­ები და პი­რა­დად მე თით­ქმის ყვე­ლა ამ­გვა­რი კონ­ფერ­ნცი­ის მო­ნა­წი­ლე ვარ. რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას დე­და­ენ­ის შემ­სწავ­ლე­ლი კურ­სე­ბი გვაქ­ვს, სა­დაც სხვა­დას­ხვა ას­აკ­ისა და სო­ცი­ალ­ური ჯგუ­ფის ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი დე­და­ენ­ას სწავ­ლო­ბენ. კარ­გი ფაქ­ტია, რომ ის­ტო­რი­ულ ნი­გა­ლის ხე­ობ­აში, კერ­ძოდ კი მურ­ღულ­ში, უკ­ვე მე­ხუ­თე წე­ლია სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ის­წავ­ლე­ბა ქარ­თუ­ლი. ჩვენს კონ­ფე­რენ­ცი­ას ჰქონ­და ერ­თი სე­სია, რო­მე­ლიც სწო­რედ რომ დი­ას­პო­რებ­ში ქარ­თუ­ლი ენ­ის სწავ­ლე­ბის თე­მა­ტი­კას მი­ეძ­ღვნა, გა­მო­ით­ქვა სა­ყუ­რადღე­ბო რე­კო­მენ­და­ცი­ები, გა­მო­იკ­ვე­თა სა­ერ­თო პრობ­ლე­მე­ბი. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­ურ­ად ვი­მუ­შა­ვებთ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან კო­ორ­დი­ნი­რე­ბით.

 

— ხში­რად ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მო­ები ეკ­ლე­სი­ას­თან იყ­რი­ან თავს და ეკ­ლე­სი­ას­თან ახ­ლოს ხდე­ბა ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის სხვა­დას­ხვა წრი­სა და სკო­ლის შექ­მნა. რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის რო­ლი ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის გაძ­ლი­ერ­ებ­ის საქ­მე­ში?

 

— უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ეკ­ლე­სი­ის რო­ლი ქარ­თველ­თა თავ­მოყ­რი­სა და ეთ­ნი­კუ­რი იდ­ენ­ტო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის საქ­მე­ში. ვხე­დავთ, რომ ევ­რო­პის ქარ­თუ­ლი ემ­იგ­რა­ცი­ის დი­დი ნა­წი­ლი სწო­რედ ეკ­ლე­სი­ის გარ­შე­მოა შე­მოკ­რე­ბი­ლი. იქ იმ­არ­თე­ბა სა­ერო ღო­ნის­ძი­ებ­ებ­იც და ეს ყვე­ლა­ფე­რი აძ­ლი­ერ­ებს ეთ­ნი­კუ­რო­ბის გან­ცდას და კავ­შირს მშობ­ლი­ურ კულ­ტუ­რას­თან. სწო­რედ ამ­იტ­ომ, ჩვე­ნი ცენ­ტრი აპ­ირ­ებს მჭიდ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს დი­ას­პო­რას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტთან, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლია მა­მა ან­დრია ჯაღ­მა­იძე. ის ეს­წრე­ბო­და კონ­ფე­რენ­ცი­ას და გა­მო­იკ­ვე­თა შემ­დგო­მი ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ობ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბიც. ერ­თი სა­გუ­ლის­ხმო მო­მენ­ტიც: ეკ­ლე­სი­ას­თან თავს იყ­რი­ან სხვა­დას­ხვა რე­ლი­გი­ის მიმ­დე­ვარ­ნიც, ათე­ის­ტე­ბიც, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში ეკ­ლე­სია გა­ნი­ხი­ლე­ბა არა მხო­ლოდ რო­გორც რე­ლი­გი­ური ცენ­ტრი, არ­ამ­ედ რო­გორც ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის კე­რაც. მა­გა­ლი­თად, დავ­სწრე­ბი­ვარ სტამ­ბოლ­ში ქარ­თულ კა­თო­ლი­კურ სა­ვა­ნე­ში კა­თო­ლი­კურ წირ­ვას, სა­დაც კა­თო­ლი­კე­ებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვით ჩვენც — სპე­ცი­ალ­ურ­ად ჩა­სუ­ლი მარ­თლმა­დი­დე­ბელ­ნიც და სტამ­ბო­ლე­ლი მუს­ლი­მი ქარ­თვე­ლე­ბიც, რა­თა გვეჩ­ვე­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი ერ­თი­ან­ობა. მუს­ლიმ­მა ქარ­თვე­ლებ­მა შე­ას­რუ­ლეს ქარ­თუ­ლი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სა­გა­ლობ­ლე­ბიც კი, რომ­ლე­ბიც შე­ის­წავ­ლეს სტამ­ბო­ლის ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის სახ­ლში ბა­ტონ იბ­ერია მე­ლაშ­ვილ­თან. ეს დღე ერთ-ერ­თი უბ­ედ­ნი­ერ­ესი მო­მენ­ტი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.

 

— რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ობ­ის და­ინ­ტე­რე­სე­ბა მე­ზო­ბელ თურ­ქე­თის სა­ხელ­მწი­ფო­ში ქარ­თუ­ლი, აფხა­ზუ­რი და ლა­ზუ­რი თვით­მყო­ფა­დი კულ­ტუ­რი­სად­მი?

 

— ჩვენს სა­ზო­გა­დო­ებ­აში მუ­და­მაა ეს ინ­ტე­რე­სი, თუმ­ცა სა­ჭი­როა ობი­ექ­ტუ­რი და რე­ალ­ური ინ­ფორ­მა­ცი­ის უფ­რო ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბა. ეს შე­დე­გი კი მოჰ­ყვე­ბა მეც­ნი­ერ­ულ კვლე­ვას. ამ­იტ­ომ­აცაა აუც­ილ­ებ­ელი სა­მეც­ნი­ერო ექ­სპე­დი­ცი­ებ­ის მოწყო­ბა და მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლის ობი­ექ­ტუ­რი ან­ალ­იზი.

 

— შე­უწყო თუ არა კონ­ფე­რენ­ცი­ამ ხე­ლი ქარ­თულ-თურ­ქუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბას, ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის საქ­მი­ან­ობ­ის გაძ­ლი­ერ­ებ­ასა და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას?

 

— კონ­ფე­რენ­ცი­ას და დი­ას­პო­რა­თა კვლე­ვის სა­მეც­ნი­ერო ცენ­ტრის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას უკ­ვე მოჰ­ყვა და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­ურ­ება, პი­რა­დად მი­ვი­ღე 30-მდე დი­ას­პო­რუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­აგ­ან მი­ლოც­ვა. სი­ხა­რუ­ლი გა­მო­იხ­ატა სო­ცი­ალ­ური ქსე­ლი­თაც და მას­მე­დი­ით­აც. თურ­ქე­თი ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი და სტრა­ტე­გი­ული პარ­ტნი­ორია და ღი­ად ვიტყვი: 2006 წლი­დან ვიკ­ვლევ თურ­ქე­თის ქარ­თველ­თა, სო­მეხ­თა, ქრის­ტი­ან არ­აბ­თა ყო­ფას, რო­გორც ეთ­ნო­ლო­გი და თურ­ქე­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან მუ­დამ მხარ­და­ჭე­რას და თა­ნად­გო­მას ვხე­დავ. ეს კი, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტია. ცხა­დია, რომ ჩვენ, მეც­ნი­ერ­ები, შე­ვეც­დე­ბით კულ­ტუ­რუ­ლი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბი ერ­თობ­ლი­ვად დავ­გეგ­მოთ. გვაქ­ვს მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცია თურ­ქე­თის რამ­დე­ნი­მე უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან, სა­დაც ქარ­თუ­ლი ენ­ისა და ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბია, ან სა­დაც იკ­ვლე­ვენ კავ­კა­სი­ის ის­ტო­რი­ას, ეთ­ნოგ­რა­ფი­ას. ამ­იტ­ომ ვგეგ­მავთ სხვა­დას­ხვა ერ­თობ­ლივ სა­მეც­ნი­ერო სე­მი­ნარ­სა და კონ­ფე­რენ­ცი­ას. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ჩვე­ნი ყო­ვე­ლი აქ­ტი­ვო­ბის მი­ზა­ნი მეც­ნი­ერ­ულ­თან ერ­თად პრაქ­ტი­კუ­ლი­ცაა, მი­მარ­თუ­ლია დი­ას­პო­რელ ქარ­თველ­თა ეთ­ნი­კუ­რი იდ­ენ­ტო­ბის გა­დარ­ჩე­ნი­სა და გან­ვი­თა­რე­ბი­სა­კენ.

თარიღი: 20/07/2021