საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინგა მილორავას ლიტერატურული ზღაპრების კრებულის პრეზენტაცია

მაია ტო­რა­ძე

 

„წუ­თი­სო­ფე­ლი ასეა...“ — ასე ეწ­ოდ­ება ინ­გა მი­ლო­რა­ვას ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ზღაპ­რე­ბის კრე­ბულს, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­აც ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ჩა­ტარ­და. წიგ­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტმა“ 2021 წლის ივ­ნი­ში გა­მოს­ცა.

 

პან­დე­მი­ის პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ღო­ნის­ძი­ება დამ­სწრე­თა შეზღუ­დუ­ლი რა­ოდ­ენ­ობ­ით წა­რი­მარ­თა, თუმ­ცა დარ­ბაზ­ში თა­ვი მო­იყ­არ­ეს ავ­ტო­რის უახ­ლო­ეს­მა მე­გობ­რებ­მა, რომ­ლე­ბიც უკ­იდ­ეგ­ანო პა­ტი­ვის­ცე­მი­თა და მო­ნატ­რე­ბით იხ­სე­ნებ­დნენ მას.

 

ინ­გა მი­ლო­რა­ვა 2020 წლის 3 ივ­ნისს ნა­ად­რე­ვად გარ­და­იც­ვა­ლა. იგი იყო თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ის კა­თედ­რის ას­ის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი.

 

ღო­ნის­ძი­ება გახ­სნა და სა­ზო­გა­დო­ებ­ას სიტყვით მი­მარ­თა წიგ­ნის რე­დაქ­ტორ­მა, ფი­ლო­ლოგ­მა და სო­ცი­ალ­ურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტორ­მა მაია იან­ტბე­ლი­ძემ. მან­ვე ისა­უბ­რა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ზღაპ­რის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს წიგ­ნი ავ­ტო­რის ოც­ნე­ბა იყო, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ახ­და.

 

„ეს არ­ის 15 ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ზღა­პა­რი — ინ­გას სა­ოც­არი, ძა­ლი­ან ჭკვი­ანი და ფა­ქი­ზი სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც გან­კუთ­ვნი­ლია არა მხო­ლოდ პა­ტა­რა, არ­ამ­ედ უფ­რო­სი მკითხვე­ლის­თვი­საც. თქვენ წი­ნა­შეა ინ­გა მი­ლო­რა­ვას, ფი­ლო­ლო­გი­ის მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რის, ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მცოდ­ნის, მწერ­ლის გა­მორ­ჩე­ული სუ­ლი­ერ­ებ­ის ან­არ­ეკ­ლი — მი­სი სა­ოც­არი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ზღაპ­რე­ბი, ავ­ტო­რის ნა­ხა­ტე­ბით და­სუ­რა­თე­ბუ­ლი და დამ­შვე­ნე­ბუ­ლი. თუ რა­მეს შე­ეხ­ებ­ოდა მი­სი კა­ლა­მი, რო­მა­ნი იქ­ნე­ბო­და ეს, ესე, პი­ესა, ლექ­სი თუ ზღა­პა­რი, უკ­ვე იგ­რძნო­ბო­და გა­ნუ­მე­ორ­ებ­ელი ინ­დი­ვი­დუ­ალ­იზ­მის სამ­ყა­რო, რო­მელ­შიც სა­ოც­არი სუ­ლი­ერი სი­ფა­ქი­ზეა და რომ­ლი­თაც ავ­ტო­რი სი­ცოცხლე­ში­ვე იყო და­ჯილ­დო­ებ­ული“, — თქვა წიგ­ნის რე­დაქ­ტორ­მა მაია იან­ტბე­ლი­ძემ.

 

თი­თოეულმა მომ­ხსე­ნე­ბელ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­უს­ვა ხა­ზი ავ­ტო­რის შრო­მის­მოყ­ვა­რე­ობ­ას, საქ­მი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბას და უან­გა­რო სიყ­ვა­რულს. გა­მომ­სვლელ­თა შო­რის იყო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ის კა­თედ­რის პრო­ფე­სო­რი თა­მარ შა­რა­ბი­ძე, რო­მელ­მაც ყვე­ლას­თვის სა­სი­ხა­რუ­ლო ინ­ფორ­მა­ცია გა­ახ­მი­ანა იმ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სულ მა­ლე ავ­ტო­რის სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მე­ბის კრე­ბუ­ლიც იხ­ილ­ავს დღის შუქს.

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძემ გა­იხ­სე­ნა ის წლე­ბი, რო­დე­საც ინ­გა მი­ლო­რა­ვას­თან ერ­თად მუ­შა­ობ­და რე­დაქ­ცი­აში. მი­სი თქმით, ავ­ტო­რის­თვის არ არ­სე­ბობ­და უმ­ნიშ­ვნე­ლო ან მარ­ტი­ვი საქ­მე, ის ყვე­ლა­ფერს თა­ნა­ბა­რი და უდ­იდ­ესი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკ­იდ­ებ­ოდა: „ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ დღე­ვან­დე­ლი დღე შედ­გა. ჩემ გარ­შე­მო, რაც მე მახ­სოვს, ინ­გა უყ­ვარ­და ყვე­ლას. ძა­ლი­ან დი­დი ბედ­ნი­ერ­ება მხვდა წი­ლად, რად­გან მთე­ლი სა­მი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ­დი ჟურ­ნალ „ჩვე­ნი მწერ­ლო­ბის“ რე­დაქ­ცი­აში. ინ­გა იყო უკ­იდ­ურ­ეს­ობ­ებ­ის ად­ამი­ანი: ან ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, ან – არა და ყო­ველ­თვის გა­მო­ხა­ტავ­და და­დე­ბით­საც და უარ­ყო­ფით­საც. ბედ­ნი­ერი იყ­ავი, თუ ის შე­გიყ­ვა­რებ­და, თან უმ­იზ­ეზ­ოდ არც სძულ­და და არც უყ­ვარ­დე­ბო­და — თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი ჰქონ­და ყო­ველ­თვის. დი­დი და ღრმა ად­ამი­ანი იყო. აქ ით­ქვა, რომ მას ყვე­ლა­ფე­რი შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი შრო­მის ხარ­ჯზე გა­მოს­დი­ოდაო. ვერ გა­ვი­ზი­არ­ებ ამ მო­საზ­რე­ბას, რად­გან ინ­გა უკ­იდ­ეგ­ანო ნიჭ­თან ერ­თად ძა­ლი­ან მშრო­მე­ლიც იყო, შე­ეძ­ლო ღა­მე­ები ეთ­ენ­ებ­ინა უბ­რა­ლო სა­გა­ზე­თო ინ­ტერ­ვი­უს­თვის. მი­სი ღირ­სე­ბა ის იყო, რომ, რაც კი წა­კითხუ­ლი ჰქონ­და, ზე­პი­რად ახ­სოვ­და — არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რი­ვი მეხ­სი­ერ­ებ­ის პატ­რო­ნი იყო. ამ­იტ­ომ, ალ­ბათ ბევ­რს ეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ მარ­ტი­ვად იწ­ერ­ებ­ოდა ყვე­ლა­ფე­რი“, – თქვა გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძემ.

 

ინ­გა მი­ლო­რა­ვას გა­მორ­ჩე­ული პე­და­გო­გი­კუ­რი მიდ­გო­მე­ბი და საქ­მი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი გა­იხ­სე­ნეს მის­მა სტუ­დენ­ტებ­მა: მა­რი­ამ სა­ბა­ძემ, მა­რი­ამ ჭი­კა­ძემ, ქე­თე­ვან კვი­ნი­კა­ძემ.

 

პრო­ფე­სორ­მა ეკა ვარ­დოშ­ვილ­მა გუ­ლის­ტკი­ვი­ლით გა­იხ­სე­ნა მე­გო­ბა­რი და სი­ნა­ნუ­ლით აღ­ნიშ­ნა, რომ ეს გა­მორ­ჩე­ული ად­ამი­ანი არ იყო სა­თა­ნა­დოდ და­ფა­სე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის მხრი­დან: „მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა ერ­თგვა­რი გა­მო­სა­ვა­ლი იყო მის­თვის. რო­გორც ამ­ბო­ბენ, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აქ­ტი ყო­ველ­თვის არ­ის სიძ­ნე­ლე­ებ­თან გა­მარ­ჯვე­ბის, სირ­თუ­ლე­ებ­ის გა­და­ლახ­ვის პრო­ცე­სი და ინ­გაც თავ­და­უზ­ოგ­ავ­ად ქმნი­და თა­ვის ნაშ­რო­მებს, იქ­ნე­ბო­და ეს სა­მეც­ნი­ერო თუ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი. მან არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რი­ვი ნა­ხა­ტე­ბი დაგ­ვი­ტო­ვა. ეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ­ის ინ­გა წარ­მო­სა­ხუ­ლი სხვა­დას­ხვა ას­პექ­ტში და ჩვენ ვფიქ­რობთ, თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბა იქ­ნე­ბა და ალ­ბათ მოგ­ვე­ცე­მა ამ­ის სა­შუ­ალ­ება, შეგ­ვიძ­ლია მი­სი ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნაც მო­ვაწყოთ წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცი­ას­თან ერ­თად, რო­მელ­საც პან­დე­მი­ის შემ­დეგ ვგეგ­მავთ“, — თქვა მან.

 

ავ­ტო­რის სიყ­ვა­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბი­სად­მი, ხატ­ვის ნი­ჭი და გა­მორ­ჩე­ული შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სტი­ლი ბევ­რის­თვის არ­ის ცნო­ბი­ლი. ზუს­ტად ამ­იტ­ომ, 15 ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ზღაპ­რი­სა­გან შემ­დგა­რი კრე­ბუ­ლი ავ­ტო­რის ნა­ხა­ტე­ბით არ­ის და­სუ­რა­თე­ბუ­ლი და გა­ფორ­მე­ბუ­ლი, რაც კი­დევ ერ­თხელ უს­ვამს ხაზს ამ წიგ­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა­სა და გა­მორ­ჩე­ულ­ობ­ას.

თარიღი: 20/07/2021