საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის პროფესორ ელენე გოგიაშვილის მოხსენება ფოლკლორისტთა მე-18 საერთაშორისო კონგრესზე

ნი­ნო კა­კუ­ლია

 

ფოლ­კლო­რის­ტთა მე-18 სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­გრე­სი, რომ­ლის თე­მა იყო „ემ­ოცი­ები ხალ­ხურ თხრო­ბა­სა და ყო­ფა­ში“, ხორ­ვა­ტი­ის დე­და­ქა­ლაქ ზაგ­რებ­ში ჩა­ტარ­და, თუმ­ცა ვირ­ტუ­ალ­ურ­ად, ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში. კონ­გრე­სის მას­პინ­ძე­ლი იყო ხორ­ვა­ტი­ის ეთ­ნო­ლო­გი­ისა და ფოლ­კლო­რის­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტი და ზაგ­რე­ბის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ და სო­ცი­ალ­ურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტი. კონ­გრე­სი ფოლ­კლო­რის­ტთა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ებ­ის წევ­რე­ბის მი­ერ არ­ის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, მაგ­რამ წელს ამ ღო­ნის­ძი­ებ­ის მთა­ვარ­მა თე­მამ ბევ­რი კო­ლე­გა მო­იზ­იდა მო­მიჯ­ნა­ვე დარ­გე­ბი­დან.

 

 

„ბო­ლო წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ გა­ერ­თი­ან­და — პან­დე­მია, მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი კრი­ზი­სი, და­მან­გრე­ვე­ლი მი­წის­ძვრა ცენ­ტრა­ლურ ხორ­ვა­ტი­აში და აი, ახ­ლა, ჩვენ ვიმ­ყო­ფე­ბით ფი­ზი­კუ­რად გან­ცალ­კე­ვე­ბით, მაგ­რამ ემ­ოცი­ურ­ად ერ­თად. ჩვენ მხო­ლოდ ჩვე­ნი კონ­გრე­სის თე­მა — ემ­ოცია კი არ გვა­ერ­თი­ან­ებს, არ­ამ­ედ თხრო­ბა და ნა­რა­ტი­ული ფორ­მე­ბი, ფოლ­კლო­რის­ტთა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ებ­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბი, რომ­ლე­ბიც, ცხა­დია, ას­ევე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია უემ­ოცი­ოდ“, — ეს გახ­ლავთ სიტყვე­ბი ფოლ­კლო­რის­ტთა მე-18 სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­გრე­სის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის მი­მარ­თვი­დან.

 

კონ­გრე­სის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტეტს შე­ად­გენ­და: ხორ­ვა­ტუ­ლი ფოლ­კლო­რის კა­თედ­რა, ხორ­ვა­ტუ­ლი ენ­ისა და ლი­ტე­რა­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტი და ეთ­ნო­ლო­გი­ისა და კულ­ტუ­რუ­ლი ან­თრო­პო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტი. კონ­გრე­სის პარ­ტნი­ორ­ები იყ­ვნენ ფოლ­კლო­რის­ტთა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ება International Society for Folk Narrative Research (ISFNR), ხორ­ვა­ტი­ის ერ­ოვ­ნუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი საბ­ჭო, ხორ­ვა­ტი­ის რეს­პუბ­ლი­კის კულ­ტუ­რი­სა და მე­დი­ის სა­მი­ნის­ტრო, ხორ­ვა­ტი­ის სა­მეც­ნი­ერო ფონ­დი. კონ­გრეს­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­სა და კვლე­ვით ცენ­ტრებ­ში მო­მუ­შა­ვე ფოლ­კლო­რის­ტე­ბი და და­მო­უკ­იდ­ებ­ელი მეც­ნი­ერ­ები ევ­რო­პის, აზი­ის, ამ­ერ­იკ­ისა და აფ­რი­კის ქვეყ­ნე­ბი­დან.

 

სა­ქარ­თვე­ლო­დან ფოლ­კლო­რის­ტუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბი კონ­გრეს­ზე ორ­მა მეც­ნი­ერ­მა წა­რად­გი­ნა — ელ­ენე გო­გი­აშ­ვილ­მა (ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, ფოლ­კლო­რის­ტი­კის კა­თედ­რა) და ბე­ლა მო­სი­ამ (შო­თა მეს­ხი­ას ზუგ­დი­დის სა­ხელ­მწი­ფო სას­წავ­ლო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი). ორ­ივე მკვლე­ვა­რი ამ­ავე დროს ფოლ­კლო­რის­ტთა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ებ­ის (ISFNR) წევ­რია.

 

ელ­ენე გო­გი­აშ­ვი­ლის მოხ­სე­ნე­ბა — „გმი­რი, რო­გორც მთხრო­ბე­ლი ქარ­თულ ხალ­ხურ ზღაპ­რებ­ში“ (Heroes as Narrators in Georgian Folktales) ჩარ­თუ­ლი იყო სექ­ცი­აში „ზღაპ­რის პერ­სო­ნა­ჟე­ბი და ემ­ოცი­ები“. ბე­ლა მო­სი­ამ მოხ­სე­ნე­ბა „ემ­ოცი­ები და სიკ­ვდი­ლი­სად­მი ში­შის სიმ­ბო­ლუ­რი გა­მო­ხატ­ვა სა­მეგ­რე­ლო­ში“ წა­რად­გი­ნა სხდო­მა­ზე — „ზე­ბუ­ნებ­რი­ვი­სად­მი ში­ში“.

 

კონ­გრე­სის თე­მა­ტი­კა მრა­ვალ სა­ინ­ტე­რე­სო პრობ­ლე­მა­ტი­კას ეხ­ებ­ოდა: ემ­ოცი­ები და სხვა მო­ულ­ოდ­ნე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ხალ­ხუ­რი თხრო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პლატ­ფორ­მაა. ემ­ოცი­ები მხატ­ვრუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბის­თვის შთა­გო­ნე­ბის წყა­როა. რო­გორ ხდე­ბა ემ­ოცი­ებ­ის ფორ­მი­რე­ბა ხალ­ხურ სიტყვი­ერ­ებ­ად? რო­გორ ფორ­მას იღ­ებს ემ­ოცია ნა­რა­ტივ­სა და პერ­ფორ­მან­სში, რო­გორ ვრცელ­დე­ბა ხალ­ხში? თხრო­ბის ძა­ლა მის ემ­ოცი­ურ გა­მო­ხატ­ვა­შია, მაგ­რამ ეს „ემ­ოცი­ური გა­მო­ხატ­ვა“ ფოლ­კლო­რის­ტის­თვის უფ­რო მეტ კითხვას აღ­ძრავს: რო­მე­ლი ემ­ოცია რო­მელ ჟან­რს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა ხალ­ხურ თხრო­ბა­ში? რო­გორ აის­ახ­ება სხვა ჟან­რებ­ში — ქო­რე­ოგ­რა­ფი­აში, სიმ­ღე­რა­ში? რა გავ­ლე­ნას ახ­დენს მთქმე­ლის ემ­ოცი­ური ურ­თი­ერ­თო­ბა მსმე­ნელ­თან ფორ­მი­სა და ჟან­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე? რო­გორ იც­ვლე­ბა თხრო­ბის ემ­ოცი­ონ­ალ­ური რე­გის­ტრი, რო­ცა ის კერ­ძო კულ­ტუ­რულ ჯგუფ­ში ტრი­ალ­ებს ან ხალ­ხუ­რი ყო­ფი­დან მას­მე­დი­აში და ინ­ტერ­ნეტ­ში გა­და­ინ­აც­ვლებს? გან­სხვავ­დე­ბი­ან თუ არა ის­ტო­რი­ული და თა­ნა­მედ­რო­ვე გა­დამ­დე­ბი ემ­ოცი­ები, რო­ცა ეს კო­ლექ­ტი­ურ შიშს, ის­ტე­რი­ას, პა­რა­ნოიას ან კო­ლექ­ტი­ურ ბედ­ნი­ერ­ებ­ას, ეიფ­ორი­ასა და ემ­პა­თი­ას ეხ­ება?

 

გარ­და ამ­ისა, იყო თე­მა­ტუ­რი სექ­ცი­ებ­იც: ზღაპ­რის პერ­სო­ნა­ჟე­ბი და ემ­ოცი­ები; კვლე­ვი­თი პრაქ­ტი­კა და ემ­ოცია; შე­ლოც­ვე­ბი, რო­გორც ტექ­სტი; გლო­ბა­ლუ­რი ემ­ოცი­ები და ლო­კა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი; ზე­ბუ­ნებ­რი­ვი­სად­მი ში­ში; თხრო­ბი­თი ჟან­რე­ბი და ემ­ოცია.

 

თარიღი: 24/09/2021