საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის კურსდამთავრებულთა საერთაშორისო აღიარება პირველი ქართული კომპიუტერული პროგრამის - Stack - შექმნისთვის

ორი წლის წინ ქარ­თველ­მა პროგ­რა­მის­ტებ­მა შექ­მნეს სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მა Stack, რო­მელ­მაც დღეს უკ­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით დი­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია. ეს გახ­ლავთ პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის სტარ­ტა­პი, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ-ბრა­უზ­ერ­ის ალ­ტერ­ნა­ტი­ვაა და ინ­ტერ­ნეტ­ში მუ­შა­ობ­ის ორ­გა­ნი­ზე­ბულ ფორ­მას ქმნის.

იდეა 2018 წელს ძალ­ზე უბ­რა­ლოდ – პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვის გაჩ­ნდა: „ვმუ­შა­ობ­დი ჰო­ლან­დი­ურ ბან­კში, სა­დაც შეზღუდ­ვა გვქონ­და სო­ცი­ალ­ურ ქსე­ლებ­თან წვდო­მა­ზე. იმ­ის გა­მო, რომ მა­ინც მინ­დო­და,თვა­ლი მე­დევ­ნე­ბი­ნა სი­ახ­ლე­ებ­ის­თვის და დი­დი დრო არ და­მე­ხარ­ჯა ამ­აზე, პი­რა­დი მოხ­მა­რე­ბის­თვის დავ­წე­რე პროგ­რა­მა, რო­მელ­საც მხო­ლოდ მე ვი­ყე­ნებ­დი. ის, სხვა­დას­ხვა ფან­ჯრის ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად გან­თავ­სე­ბის და მათ­ზე ერ­თდრო­ულ­ად მუ­შა­ობ­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გა­მო, იმ­დე­ნად კომ­ფორ­ტუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რომ ავ­ტვირ­თე Product Hunt-ზე, სა­დაც ძი­რი­თა­დად ახ­ალი ციფ­რუ­ლი პრო­დუქ­ცია იტ­ვირ­თე­ბა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩემს და­წე­რილ პროგ­რა­მას დი­დი გა­მოხ­მა­ურ­ება მოჰ­ყვა – ბევ­რს სურ­და, ერთ ეკ­რან­ზე ბევ­რი აპ­ლი­კა­ცია ჰქო­ნო­და გან­თავ­სე­ბუ­ლი და ისე ემ­უშ­ავა ინ­ტერ­ნეტ­ში. ასე გა­და­იზ­არ­და პროგ­რა­მა რე­ალ­ურ პრო­ექ­ტში“, – ამ­ბობს ჩვენ­თან სა­უბ­არ­ში პროგ­რა­მის ავ­ტო­რი ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვა.

 

Stack-ზე მო­პო­ვე­ბულ­მა გა­მოხ­მა­ურ­ებ­ებ­მა ჯგუფს, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვა სულ სხვა პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობ­და, გეგ­მე­ბი შე­უც­ვა­ლა. მათ მთე­ლი ყუ­რადღე­ბა სწო­რედ ამ პროგ­რა­მა­ზე გა­და­იტ­ან­ეს და დღეს უკ­ვე გუნ­დი, რომ­ლის წევ­რთა უმ­ეტ­ეს­ობა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლია, სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ვეს­ტო­რე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის კომ­პა­ნი­ის სწრა­ფი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის გა­ნა­წი­ლე­ბას გეგ­მავს.

 

„თავ­და­პირ­ვე­ლად მე, ზვი­ადი, და­ჩი და და­თო ვმუ­შა­ობ­დით სულ სხვა პრო­ექ­ტზე, რო­მელ­საც ად­ამი­ან­ებ­ის­თვის ერ­თხელ ნას­წავ­ლი სა­კითხის სა­მუ­და­მოდ და­მახ­სოვ­რე­ბა უნ­და გა­ემ­არ­ტი­ვე­ბი­ნა. ამ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობ­ის პრო­ცეს­ში და­წე­რა ზვი­ად­მა Stack-ი. მას­ში თა­ვი­დან მარ­ტო სო­ცი­ალ­ური ქსე­ლე­ბი იხ­სნე­ბო­და. მას შემ­დეგ, რაც ის Product Hunt-ზე აიტ­ვირ­თა, წა­მო­ვი­და დი­დი გა­მოხ­მა­ურ­ება. აღ­მოჩ­ნდა, რომ მომ­ხმა­რებ­ლებს სურ­დათ, ამ ბრა­უზ­ერ­ით არა მხო­ლოდ Facebook, Twitter, Instagram, Linkedin-ი და სხვა სო­ცი­ალ­ური პლატ­ფორ­მე­ბი ყო­ფი­ლი­ყო ხელ­მი­საწ­ვდო­მი, არ­ამ­ედ სხვა ტი­პის აპ­ლი­კა­ცი­ებ­ით ერ­თდრუ­ლად სარ­გებ­ლო­ბაც — მა­გა­ლი­თად მე­ილ­ით, მე­სინ­ჯე­რით და ა.შ., რაც მათ ინ­ტერ­ნეტ­ში მუ­შა­ობ­ას გაუადვილებდა. ზვი­ად­მა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა, რომ დაგ­ვე­ნე­ბე­ბი­ნა თა­ვი და­მახ­სოვ­რე­ბის გა­მაიოლებელ აპ­ლი­კა­ცი­აზე მუ­შა­ობ­ის­თვის და სრუ­ლად გა­დავ­რთუ­ლი­ყა­ვით Stack-ზე. ასე გა­დავ­წყვი­ტეთ ამ აპ­ლი­კა­ცი­აზე მუ­შა­ობა, რა­მაც დი­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ფი­ნან­სე­ბა მოგ­ვი­ტა­ნა“, – გვითხრა კომ­პა­ნია Stack-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა გი­ორ­გი ლა­ლი­აშ­ვილ­მა.

 

გუნ­დმა ბო­ლო პე­რი­ოდ­ში სო­ლი­დუ­რი ინ­ვეს­ტი­ცია მო­იზ­იდა. 850 000 დო­ლა­რი, რო­მე­ლიც დღეს მათ მი­ერ მო­ზი­დუ­ლი თან­ხაა, შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემთ კომ­პა­ნია სწო­რად გა­ნა­ვი­თა­რონ. რო­გორც გი­ორ­გი ლა­ლი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, გარ­და და­ფი­ნან­სე­ბი­სა, სა­გუ­ლის­ხმოა ის, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ვეს­ტო­რე­ბი ამ გუნ­დში დიდ რე­სურ­სს დე­ბენ და ეს არაა მხო­ლოდ ფი­ნან­სე­ბი, ეს არ­ის დახ­მა­რე­ბა გლო­ბა­ლურ ბა­ზარ­ზე გა­სას­ვლე­ლად, რომ აპ­ლი­კა­ცი­ამ, რო­მე­ლიც დღეს 30000-ზე მეტ მომ­ხმა­რე­ბელს ით­ვლის, კი­დევ უფ­რო გა­ზარ­დოს მა­თი რა­ოდ­ენ­ობა და ამ­ერ­იკ­ას­თან, იაპ­ონი­ას­თან, სამ­ხრეთ კო­რე­ასა და ევ­რო­პის უმ­ეტ­ეს ქვეყ­ნებ­თან ერ­თად, სა­დაც დღეს ეს აპ­ლი­კა­ცია გავ­რცე­ლე­ბუ­ლია, სხვა ქვეყ­ნე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებ­საც გა­უმ­არ­ტი­ვოს ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა. ამ­ის­თვის ის­ინი გეგ­მა­ვენ სა­მუ­შაო მივ­ლი­ნე­ბებს ევ­რო­პა­სა და ამ­ერ­იკ­აში, სა­დაც აპ­ლი­კა­ცია ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და მათ მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე მორ­გე­ბუ­ლია.

 

რა არ­ის Stack და რით გან­სხვავ­დე­ბა ის სხვა ბრა­უზ­ერ­ებ­ის­აგ­ან? რო­გორც მი­სი ავ­ტო­რი ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვა ამ­ბობს, ესაა ბრა­უზ­ერი, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია სხვა, მომ­ხმა­რებ­ლის­თვის უკ­ვე ნაც­ნო­ბი და შეჩ­ვე­ული აპ­ლი­კა­ცი­ებ­ის­აგ­ან. „Stack-ის მთა­ვა­რი გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი ნი­შა­ნი სხვა ბრა­უზ­ერ­ებ­ის­გან არ­ის უნ­იკ­ალ­ური დი­ზა­ინი. სხვა ბრა­უზ­ერ­ები (Google Chrome, Internet Explorer, Opera და სხვ.) შე­იქ­მნა 25-ზე მე­ტი წლის წინ და გუ­ლის­ხმობს ვებ-მი­სა­მარ­თე­ბის ჩა­წე­რას სპე­ცი­ალ­ურ ფან­ჯა­რა­ში. იმ­ის მი­უხ­ედ­ავ­ად, რომ ინ­ტერ­ნე­ტის მოხ­მა­რე­ბა გა­იზ­არ­და, ბო­ლო ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­თი დი­ზა­ინი არ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლა და არ შეც­ვლი­ლა. Stack-ის დი­ზა­ინი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. მას არ გა­აჩ­ნია არც ტა­ბე­ბი და არც მი­სა­მარ­თის შეყ­ვა­ნის ვე­ლი. აქ თი­თოეული ვებ-აპ­ლი­კა­ცია მოქ­ცე­ულია ფან­ჯრებ­ში, რომ­ლე­ბიც ჩა­ლა­გე­ბუ­ლია ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რად და მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ალ­ება აქ­ვს — ერ­თდრუ­ლად რამ­დე­ნი­მე ფან­ჯა­რას ანუ ვებ-აპ­ლი­კა­ცი­ას ად­ევ­ნოს თვა­ლი და მი­იღ­ოს ინ­ფორ­მა­ცია. Stack-ს უკ­ეთ­ეს­ად შე­უძ­ლია დააორგანიზოს ვებ-აპ­ლი­კა­ცი­ები, რაც ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლია მათ­თვის, ვინც ინ­ტერ­ნეტ­ში ხან­გრძლი­ვად მუ­შა­ობს“, – გვითხრა ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვამ.

 

და­ფი­ნან­სე­ბა­ში, რო­მე­ლიც მათ მო­იპ­ოვ­ეს, მსოფ­ლიო ბან­კის გრან­ტიც შე­დის, სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის სა­ხით კი პარ­ტნი­ორ­იც ჰყავთ და ახ­ლა აპ­ირ­ებ­ენ მაქ­სი­მა­ლუ­რად სწრა­ფად გააუმჯობესონ პრო­დუქ­ტი იმ რჩე­ვე­ბის და უკ­უკ­ავ­ში­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რო­მე­ლიც მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­გან მი­იღ­ეს.

 

Stack-ის ჩა­მოტ­ვირ­თვა ნე­ბის­მი­ერ მომ­ხა­რე­ბელს შე­უძ­ლია. აკ­რეფთ Getstack.app, ჩა­მოტ­ვირ­თავთ კომ­პი­უტ­ერ­ში და ის სა­შუ­ალ­ებ­ას მოგ­ცემთ — უკ­ეთ დააორგანიზოთ თქვე­ნი სა­მუ­შაო ფან­ჯრე­ბი.

მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ

თარიღი: 17/11/2020