საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის გამომცემლობის ახალი წიგნები თაროზე

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გა­მომ­ცემ­ლო­ბამ 2020 წლის იან­ვა­რი­დან დღემ­დე გა­მოს­ცა 92 ტექ­სტი, რო­მე­ლიც ბეჭ­დუ­რი ან ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი სა­ხით მი­ეწ­ოდა მკითხველს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­ცა გან­სა­კუთ­რე­ბით მო­იმ­ატა ელ­ექ­ტრო­ნულ და ინ­ტერ­ნეტ გა­მო­ცე­მებ­ზე მოთხოვ­ნამ, თსუ-ის გა­მომ­ცემ­ლო­ბა მთლი­ან­ად გა­და­ვი­და დის­ტან­ცი­ურ სა­მუ­შაო რე­ჟიმ­ზე და დღე­საც აგ­რძე­ლებს ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ფორ­მა­ტით გა­მო­ცე­მე­ბის მომ­ზა­დე­ბას. თუმ­ცა, იმ­ავ­დრო­ულ­ად, არ­ის გა­მო­ცე­მე­ბიც, რო­მელ­თა ბეჭ­დვა გა­ნახ­ლდა კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შეზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის­თა­ნა­ვე.

თსუ-ის გა­მომ­ცემ­ლო­ბის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის ნა­თია დვა­ლის გან­ცხა­დე­ბით, თსუ-ის გა­მომ­ცემ­ლო­ბის მთა­ვა­რი საქ­მი­ან­ობა თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მო­ცე­მებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბაა.

 

„გრძელ­დე­ბა მუ­შა­ობა იმ პრო­ექ­ტზე, რო­მელ­თაც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სხვა­დას­ხვა ფა­კულ­ტე­ტი მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის­გან თარ­გმნის. ას­ეთი 15 სა­ხის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო მუ­შავ­დე­ბა ამ­ჟა­მად, მათ შო­რი­საა ოქ­სფორ­დის გა­მო­ცე­მე­ბი: „კლი­ნი­კუ­რი ფარ­მა­კო­ლო­გია“, „ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ფსი­ქო­ლო­გია“, „ეკ­ონ­ომ­იკ­ური გან­ვი­თა­რე­ბა“, „სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა“, „ხა­რის­ხობ­რი­ვი კვლე­ვა“...

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ახ­ალი ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი, მათ შო­რის, მა­რი­ნა შა­მი­ლიშ­ვი­ლი­სა და მა­რი წე­რეთ­ლის ავ­ტო­რო­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო „ჟურ­ნა­ლის­ტი­კი­სა და მა­სობ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­სა­ვა­ლი“, კა­ხა ქეც­ბაიას „რე­ლი­გი­ის სო­ცი­ოლ­ოგია“, მ. გო­ჩი­ტაშ­ვი­ლის „გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ბირ­თვუ­ლი ფი­ზი­კა“, სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე სხვა­დას­ხვა ავ­ტორ­თა მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გე­ოგ­რა­ფია“, სა­ლო­მე დუნ­დუ­ას „პო­ლი­ტი­კურ მოძ­ღვრე­ბა­თა ის­ტო­რია“, მზია შე­ლი­ას „მო­სახ­ლე­ობ­ის ეკ­ონ­ომ­იკა“ და სხვ. ამ­ას­თა­ნა­ვე, თსუ-ის გა­ნახ­ლე­ბულ ვებ­გვერ­დზე (https://tsu.ge/ka/publishing-house/list?search=&category=1082) იხ­ილ­ავთ სა­ლექ­ციო კურ­სე­ბის ელ­ექ­ტრო­ნულ ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ას სხვა­დას­ხვა ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი­სა და არა მხო­ლოდ მათ­თვის და კა­ტე­გო­რი­ებ­ის მი­ხედ­ვით გა­და­ნა­წი­ლე­ბულ სხვა ელ­ექ­ტრო­ნულ გა­მო­ცე­მებს.

 

გა­მომ­ცემ­ლო­ბა აგ­რძე­ლებს მუ­შა­ობს სტუ­დენ­ტურ პრო­ექ­ტებ­ზე. სულ ახ­ლა­ხან გა­მო­იცა გი­ორ­გი გა­ბე­ლი­ას მი­ერ თარ­გმნი­ლი რო­ბერტ სტა­მის „კი­ნოს თე­ორია“, ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი „გურ­ჯა­ან­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი“. გა­მომ­ცემ­ლო­ბა მუ­შა­ობს პე­რი­ოდ­ულ გა­მო­ცე­მებ­ზე, სა­მეც­ნი­ერო ჟურ­ნა­ლებ­სა და კრე­ბუ­ლებ­ზე, ას­ევე მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობს თსუ-ის სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტებ­თან.

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ ის­ევ გა­იზ­არ­და მოთხოვ­ნა კო­მერ­ცი­ულ ბეჭ­დვა­ზე. ავ­ტორ­თა თვით­და­ფი­ნან­სე­ბის გზით გა­მო­იცა კუ­კუ­რი წი­ქა­რიშ­ვი­ლის, ზა­ზა ლე­ჟა­ვას, ლა­შა ას­ან­იძ­ის „კარ­სტულ-სპე­ლე­ოლ­ოგი­ური ტერ­მი­ნე­ბის გან­მარ­ტე­ბი­თი ლექ­სი­კო­ნი“, ლე­ვან სა­ბა­ურ­ის „ფი­ნან­სუ­რი აღ­რიცხვა 2“, მა­რი­ნა ვე­კუ­ას „ად­ამი­ანი — გაკ­ვე­თი­ლი, ილია ვე­კუა“, ჯე­მალ ხა­რი­ტო­ნაშ­ვი­ლის „ეკ­ონ­ომ­იკ­ური აზ­რის ის­ტო­რია“, თა­მარ შა­რა­ბი­ძის „ბა­რა­თაშ­ვი­ლის 12 ბი­ოგ­რა­ფია“ და „ვა­ჟა ფშა­ვე­ლას მო­ზა­იკ­ური სინ­თე­ზი“, აგ­რეთ­ვე, ნი­ნო მა­ქა­ძის „იუს­ტი­ნე აბ­ულ­აძ­ის ცხოვ­რე­ბა და სა­მეც­ნი­ერო მოღ­ვა­წე­ობა“, ზა­ალ გო­გე­ნი­ას „ეს­პა­ნე­თის სა­მო­ქა­ლა­ქო ომ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პექ­ტე­ბი“, ნა­ტა­ლია ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის „ჰანს გე­ორგ გა­და­მე­რის ეს­თე­ტი­კუ­რი კონ­ცეფ­ცია“, მე­რაბ აბ­ეს­აძ­ის „სა­ხე­ლი“ და სხვა. არ­სე­ბუ­ლი პან­დე­მი­ის ფონ­ზე თსუ-ის გა­მომ­ცემ­ლო­ბა შე­უფ­ერ­ხებ­ლად აგ­რძე­ლებს მუ­შა­ობ­ას სა­მეც­ნი­ერო ტექ­სტებ­სა და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ზე და სა­გან­მა­ნა­თებ­ლო პრო­ცესს რა­იმე ტი­პის შე­ფერ­ხე­ბა, ამ მხრივ, არ ემ­უქ­რე­ბა. რაც შე­ეხ­ება დას­ტამ­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის რე­ალ­იზ­აცი­ას, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს ჩვენს მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბი, თსუ-ის წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ის გარ­და, შე­უძ­ლი­ათ და­უბ­რკო­ლებ­ლად შე­იძ­ინ­ონ თსუ-ის გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში (თსუ-ის მე-4 კორ­პუს­ში, მე­ოთხე სარ­თულ­ზე, წიგ­ნის სა­რე­ალ­იზ­აციო ოთ­ახ­ში)“, — აღ­ნიშ­ნა ნა­თია დვალ­მა. 

 

* * *

გთა­ვა­ზობთ 2020 წლის და­საწყი­სი­დან დღემ­დე გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნე­ბის მოკ­ლე მი­მო­ხილ­ვას.

 

მარ­ჯო­რი უორ­დრო­პის „ინ­გლი­სურ-ქარ­თუ­ლი ლექ­სი­კო­ნი“

ეს გა­მო­ცე­მა ეძ­ღვნე­ბა მარ­ჯო­რი უორ­დრო­პის და­ბა­დე­ბის 150 წლის­თავს. მი­სი ლექ­სი­კო­გრა­ფი­ული საქ­მი­ან­ობ­ის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია პირ­ვე­ლად 1998 წელს გახ­და ცნო­ბი­ლი სა­მეც­ნი­ერო წრე­ებ­ში. ეს მა­სა­ლე­ბი ოქ­სფორ­დის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ბოდ­ლის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის უორ­დრო­პე­ბის ფონ­დში აღ­მო­აჩ­ინა პრო­ფე­სორ­მა მა­რი­კა ოძ­ელ­მა, რო­მე­ლიც დღეს ხელ­მძღვა­ნე­ლობს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტროს ქარ­თუ­ლი ენ­ის სამ­მარ­თვე­ლოს. 2014 წელს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ლექ­სი­კოგ­რა­ფი­ის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი თი­ნა­თინ მარ­გა­ლი­ტა­ძე და მა­რი­კა ოძ­ელი, სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით, მივ­ლი­ნე­ბით იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ოქ­სფორ­დში, ბოდ­ლის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ის უორ­დრო­პე­ბის ფონ­დში სა­მუ­შა­ოდ. მათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­იტ­ან­ეს მ. უორ­დრო­პის ლექ­სი­კო­ნის ფო­ტო­ას­ლე­ბი და ლექ­სი­კოგ­რა­ფი­ის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად და­იწყეს მუ­შა­ობა მათ გა­ციფ­რე­ბა­სა და შეს­წავ­ლა­ზე. სწო­რედ ამ გა­ციფ­რე­ბულ ლექ­სი­კონს ვთა­ვა­ზობთ მკითხველს პირ­ვე­ლად სა­თა­ნა­დო კო­მენ­ტა­რე­ბით.

 

ან­ელ­იზა დოდ­სი, „ შე­და­რე­ბი­თი სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კა“

მთარ­გმნე­ლე­ბი: სა­ლო­მე დუნ­დუა და ზვი­ად აბ­აშ­იძე;
სა­მეც­ნი­ერო რე­დაქ­ტო­რი — ნა­ნა მა­ჭა­რაშ­ვი­ლი

მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნის მი­ზა­ნია, მკითხველს შეს­თა­ვა­ზოს შე­და­რე­ბი­თი სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის შე­სა­ვა­ლი. ნაშ­რომ­ში თავ­მოყ­რი­ლია ინ­ფორ­მა­ცია სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ და ახ­სნი­ლია ის თე­ორი­ული ჩარ­ჩო­ები, რომ­ლე­ბიც გა­მო­იყ­ენ­ება მო­ცე­მუ­ლი სხვა­დას­ხვა ტი­პის სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის გა­სა­ან­ალ­იზ­ებ­ლად. წიგ­ნში, პო­ლი­ტი­კის ძი­რი­თა­დი სექ­ტო­რე­ბის გან­ხილ­ვის მა­გა­ლით­ზე, შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფო­თა შო­რი­სი პო­ლი­ტი­კის ბუ­ნე­ბი­სა და გან­სხვა­ვე­ბე­ბის დე­ტა­ლუ­რი მი­მო­ხილ­ვა. მო­ცე­მუ­ლი ვა­რი­აცი­ები გა­ან­ალ­იზ­ებ­ულია მთავ­რო­ბის მი­ერ ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის, სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ძა­ლა­უფ­ლე­ბის, ინ­ფორ­მა­ცი­ის ფლო­ბი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შტო­ებ­ის ერ­თმა­ნე­თის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბის ჭრილ­ში..

 

ლი­ლი გოქ­სა­ძე, ნა­ნა მა­მა­ცაშ­ვი­ლი, მა­ნა­ნა გი­გი­ნე­იშ­ვი­ლი —

თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­გლი­სუ­რი ენ­ის გრა­მა­ტი­კის უმ­აღ­ლე­სი კურ­სი, ტო­მი I

ესაა ნა­ნა მა­მა­ცაშ­ვი­ლის მი­ერ გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, ის შედ­გე­ნი­ლია ლინ­გვის­ტი­კი­სა და გრა­მა­ტი­კის თე­ორი­ის უახ­ლე­სი მიღ­წე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და წარ­მო­ად­გენს გრა­მა­ტი­კის ის­ეთ კურ­სს, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს რო­გორც სტუ­დენ­ტთა ტი­პურ შეც­დო­მებს, ისე ენ­ის სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნებს.

 

რო­ბერტ სტა­მი, „კი­ნოს თე­ორია“

მთარ­გმნე­ლი — გი­ორ­გი გა­ბე­ლია, რე­დაქ­ტო­რია და­ვით ან­დრი­აძე

მთარ­გმნე­ლის­გან წამ­ძღვა­რე­ბულ წი­ნა­სიტყვა­ობ­აში წა­იკ­ითხავთ: „რო­ბერტ სტა­მის წიგ­ნის — „კი­ნოს თე­ორია“ — თარ­გმნა, თავ­და­პირ­ვე­ლად, ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ალ­ურ და პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ხე­ლოვ­ნე­ბის სო­ცი­ოლ­ოგი­ის კურ­სის შემ­სწავ­ლელ­თათ­ვის გან­ვიზ­რა­ხე. მსურ­და, ლი­ტე­რა­ტუ­რას ქარ­თულ ენ­აზე გაც­ნო­ბოდ­ნენ სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც კი­ნოს ის­ტო­რი­ით, ზო­გა­დად, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფით არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი. მუ­შა­ობ­ის დას­რუ­ლე­ბი­სას აღ­მოჩ­ნდა, რომ წიგ­ნი სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და ხე­ლოვ­ნე­ბათ­მცოდ­ნე­ებ­ის, კულ­ტუ­რის მკვლევ­რე­ბის, ფი­ლო­სო­ფო­სე­ბის, ფი­ლო­ლო­გე­ბის, სო­ცი­ოლ­ოგ­ებ­ის, მე­დი­ამ­კვლევ­რე­ბის, იმ დის­ციპ­ლი­ნა­თა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც ვი­ზუ­ალ­ურ ფე­ნო­მენს, მის რეპ­რე­ზენ­ტა­ცი­ასა და რე­ცეფ­ცი­ას, ზო­გა­დად, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­სა და ამ უკ­ან­ას­კნე­ლის სო­ცი­ალ­ურ, პო­ლი­ტი­კურ თუ გენ­დე­რულ ას­პექ­ტებს სწავ­ლო­ბენ...“ წიგ­ნი დიდ სი­ამ­ოვ­ნე­ბას მო­უტ­ანს არა მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ონ­ალ­ებს, არ­ამ­ედ ყვე­ლას, ვი­საც უყ­ვარს კი­ნო­ხე­ლოვ­ნე­ბა.

 

ნა­ტა ყა­ზა­ხაშ­ვი­ლი,

სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, მარ­თვა და გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, ნა­წი­ლი I.

მო­სახ­ლე­ობ­ის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­კითხია. მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის მი­წო­დე­ბა სა­უკ­ეთ­ესო შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. სწო­რედ ამ სა­კითხის მრა­ვალ­მხრივ და კომ­პლექ­სუ­რი გან­ხილ­ვას ეთ­მო­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო.

 

* * *

სხვა გა­მო­ცე­მე­ბი­სა და და­სა­ბეჭ­დად გამ­ზა­დე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის თა­ობ­აზე მო­მა­ვალ სტა­ტი­აში ვი­სა­უბ­რებთ.

 

მო­ამ­ზა­და თა­მარ და­დი­ან­მა

თარიღი: 08/11/2020