საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თავისით არაფერი მოდის, ყველანაირ სიკეთეს მოძებნა უნდა!

თა­მარ და­დი­ანი

 

„ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ფე­სი­ის და სა­კუ­თა­რი საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლია. თუ სფე­რო არ გა­ინ­ტე­რე­სებს, ვე­რა­ნა­ირი თან­ხის, კომ­პენ­სა­ცი­ის, მშობ­ლის სურ­ვი­ლის გა­მო ვერ აირ­ჩევ პრო­ფე­სი­ას, ვერ შე­იყ­ვა­რებ", — ას­ეთი სე­რი­ოზ­ული გა­ნაცხა­დით წარ­სდგა ჩვენს წი­ნა­შე თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის მე-4 კურ­სის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი ბე­ჟან შე­რე­შაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ერთ ჩვე­ულ­ებ­რივ თბი­ლი­სურ ოჯ­ახ­ში და­იბ­ადა და ჩვე­ულ­ებ­რივ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში მი­იღო სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა. „რა­იმე გან­სა­კუთ­რე­ბულს ვერ გა­მოვ­ყოფ ჩე­მი ბავ­შვო­ბი­დან, ჩემ­თვის ის უკ­ვე წარ­სუ­ლია და მხო­ლოდ მო­ცე­მუ­ლო­ბაა“, — გვიმ­ხელს ბე­ჟა­ნი, მაგ­რამ ხაზს უს­ვამს იმ ფაქ­ტს, რომ „ად­ამი­ან­ის ბუ­ნე­ბა და თვი­სე­ბე­ბი ად­რე­ულ ას­აკ­ში­ვე ყა­ლიბ­დე­ბა იმ გა­რე­მოს ზე­მოქ­მე­დე­ბით, რო­მელ­შიც ცხოვ­რობ: ოჯ­ახი, სკო­ლა, მე­ზობ­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი... ჩე­მი პი­როვ­ნე­ბის და თვი­სე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე ამ ფაქ­ტო­რებ­მა მო­ახ­დი­ნა ყვე­ლა­ზე დი­დი ზე­გავ­ლე­ნა და ამ მხრივ, ჩე­მი ბავ­შვო­ბა ჩემ­თვის ფა­სე­ულია“...

 

ბე­ჟა­ნი დღეს თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის ბუ­ღალ­ტრუ­ლი ან­ალ­იზ­ის აღ­რიცხვის და აუდ­იტ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის მე-4 კურ­სის წარ­მა­ტე­ბუ­ლი და გა­მორ­ჩე­ული სტუ­დენ­ტია. პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ზე დიდ­ხანს არ უფ­იქ­რია. წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ონ­ალ­ის და სპე­ცი­ალ­ის­ტის მა­გა­ლითს დე­და აძ­ლევ­და, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აუდ­იტ­ორი და მთა­ვა­რი ბუ­ღალ­ტე­რი იყო სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ებ­ში. „დე­დის შემ­ხედ­ვა­რე და­ვინ­ტე­რეს­დი ამ სფე­რო­თი და მსურ­და, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი გა­მე­გო ამ პრო­ფე­სი­ებ­ის შე­სა­ხებ. მან ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში ამ­იხ­სნა პრო­ფე­სი­ის ძი­რი­თა­დი სა­ფუძ­ვლე­ბი, რა­მაც ჩე­მი ინ­ტე­რე­სი უფ­რო გა­აღ­რმა­ვა. ვფიქ­რობ, რომ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ არა ის, თუ რამ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი, პრეს­ტი­ჟუ­ლი ან მა­ღა­ლა­ნაზღა­ურ­ებ­ადია ესა თუ ის პრო­ფე­სია, არ­ამ­ედ ის, თუ რამ­დე­ნად შევ­ძლებთ ამ სფე­რო­ში სა­კუ­თა­რი უნ­არ­ებ­ის, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, კომ­პე­ტენ­ცი­ის და, უბ­რა­ლოდ, სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ალ­იზ­ებ­ას. აბ­იტ­ური­ენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში უკ­ვე კარ­გად ვიც­ნობ­დი ამ პრო­ფე­სი­ის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას, თუ რა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს იძ­ლე­ოდა ის და ამ­იტ­ომ­აც მარ­ტი­ვად მი­ვი­ღე გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა — კა­რი­ერ­ული გან­ვი­თა­რე­ბა და წინ­სვლა ამ სფე­რო­ში უნ­და მე­ცა­და“, — თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად გა­ნაცხა­და ბე­ჟან­მა. მარ­თა­ლია, მას პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა არ გაძ­ნე­ლე­ბია, მაგ­რამ თვლის, რომ ახ­ალ­გაზ­რდებს ნაკ­ლე­ბად აქ­ვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­მო­მავ­ლო პრო­ფე­სი­ის შე­სა­ხებ ამ­ომ­წუ­რა­ვი და სან­დო ინ­ფორ­მა­ცია მი­იღ­ონ. სას­კო­ლო სის­ტე­მა არ იძ­ლე­ვა იმ­ის სა­შუ­ალ­ებ­ას, რომ მო­ზარ­დს ამა თუ იმ პრო­ფე­სი­ის შე­სა­ხებ მი­აწ­ოდ­ოს ინ­ფორ­მა­ცია და უნ­არ-ჩვე­ვებ­სა თუ და­საქ­მე­ბის პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე ესა­უბ­როს: „ვფიქ­რობ, თვი­თონ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის პრე­რო­გა­ტი­ვა უნ­და იყ­ოს მოს­წავ­ლე­ებ­ის გათ­ვით­ცნო­ბი­ერ­ება ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ბავ­შვე­ბი სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ებ­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც გა­ესა­უბ­რე­ბი­ან და მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კითხვებს და­უს­ვა­მენ. ამ­გვა­რად, მოს­წავ­ლე­ები სწორ არ­ჩე­ვანს გა­აკ­ეთ­ებ­ენ, სწო­რად შე­აფ­ას­ებ­ენ სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­სა და მონ­დო­მე­ბას. მარ­თა­ლია, სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო ღია კა­რის დღე­ებ­ზე ის­ინი რა­ღაც წარ­მოდ­გე­ნას შე­იქ­მნი­ან, მაგ­რამ ას­ეთი შეხ­ვედ­რე­ბის მი­ზა­ნი აბ­იტ­ური­ენ­ტე­ბის მო­ზიდ­ვა და მხო­ლოდ სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სწავ­ლე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ნო­ბაა პრო­ფე­სი­ული გა­ნათ­ლე­ბის დე­ტა­ლი­ზა­ცი­ის გა­რე­შე“, — აღ­ნიშ­ნავს ბე­ჟა­ნი და თვლის, რომ მშობ­ლე­ბი არ უნ­და ჩა­ერი­ონ შვი­ლის არ­ჩე­ვან­ში, ის­ინი მხო­ლოდ „მრჩევ­ლის“ რო­ლით უნ­და შე­მო­იფ­არ­გლონ. მო­ზარ­დმა სა­ბო­ლოო გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა თვი­თონ უნ­და მი­იღ­ოს! „ჩემს შემ­თხვე­ვა­ში, რო­გორც ვახ­სე­ნე, დე­დამ და­მა­ინ­ტე­რე­სა ჩე­მი პრო­ფე­სი­ით და „ჩა­მით­რია“ (კარ­გი გა­გე­ბით). თუმც გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა და­მო­უკ­იდ­ებ­ლად მი­ვი­ღე... ჩე­მი აზ­რით, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ფე­სი­ის და სა­კუ­თა­რი საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლია! ორი უმ­თავ­რე­სი კრი­ტე­რი­უმი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვი­სას კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი და მი­სი შეს­რუ­ლე­ბი­სათ­ვის აუც­ილ­ებ­ელი უნ­არ-ჩვე­ვე­ბის არ­სე­ბო­ბაა!“

 

რო­გორც ბე­ჟა­ნი ამ­ბობს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­ური ცხოვ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა. „აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვენს ფა­კულ­ტეტ­ზე ყო­ველ­წლი­ურ­ად ტარ­დე­ბა სტუ­დენ­ტუ­რი სა­მეც­ნი­ერო კონ­ფე­რენ­ცი­ები. გა­სულ წელს მო­ნა­წი­ლე­ობა მი­ვი­ღე სტუ­დენ­ტურ სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო კონ­ფე­რენ­ცი­აში თე­მით: „მო­გე­ბი­სა და მომ­გე­ბი­ან­ობ­ის ან­ალ­იზ­ის ძი­რი­თა­დი ას­პექ­ტე­ბი ქარ­თუ­ლი ღვი­ნის წარ­მო­ებ­აში სს ბა­და­გო­ნის მა­გა­ლით­ზე“. ნაშ­რო­მი შე­ვას­რუ­ლე „ბუ­ღალ­ტრუ­ლი აღ­რიცხვის, ან­ალ­იზ­ის და აუდ­იტ­ის“ მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის, პრო­ფე­სორ ლე­ვან სა­ბა­ურ­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით.

 

უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ას­ევე ფუნ­ქცი­ონ­ირ­ებს „ბლუმ­ბერ­გის ლა­ბო­რა­ტო­რია“, სა­დაც სტუ­დენ­ტებს სპე­ცი­ალ­ური ტერ­მი­ნა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაქ­ვს სა­ფონ­დო ბირ­ჟა­ზე ნე­ბის­მი­ერი აქ­ტი­ვო­ბე­ბის, ას­ევე შეგ­ვიძ­ლია ფი­ნან­სუ­რი ოპ­ერ­აცი­ებ­ის შე­სა­ხებ მო­ვი­პო­ვოთ ინ­ფორ­მა­ცია. სპე­ცი­ალ­ური კურ­სე­ბის გავ­ლის შემ­დეგ (რო­მელ­საც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი უზ­რუნ­ველ­ყოფს) გა­ვე­ცა­ნი მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბის ინ­სტრუქ­ცი­ას და დღემ­დე დი­დი ინ­ტე­რე­სით ვსარ­გებ­ლობ. აგ­რეთ­ვე უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სას­წავ­ლო კურ­სის ფარ­გლებ­ში შე­ვის­წავ­ლე სა­ბუ­ღალ­ტრო პროგ­რა­მა „ბა­ლან­სი“, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია აუდ­იტ­ორ­ული კომ­პა­ნია BDO-ს მი­ერ. ამ­ჟა­მად ვმუ­შა­ობ აუდ­იტ­ორ­ული კომ­პა­ნია PwC-ის (pricewaterhousecoopers) სა­ქარ­თვე­ლოს ოფ­ის­ში აუდ­იტ­ორ­ული და მარ­წმუ­ნე­ბე­ლი სერ­ვი­სე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში. აქ მუ­შა­ობა პრო­ფე­სი­ული გან­ვი­თა­რე­ბის კუთხით დიდ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მაძ­ლევს“, — აღ­ნიშ­ნავს ბე­ჟა­ნი, რო­მე­ლიც თვლის, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის მა­ღა­ლი დო­ნე და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბელ­თა კომ­პე­ტენ­ცია და­საქ­მე­ბის კარგ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­სა და მო­მა­ვალ­ში კა­რი­ერ­ული წარ­მა­ტე­ბის გა­რან­ტი­ას იძ­ლე­ვა.

 

დღეს რომ საკ­მა­ოდ რთუ­ლია ის­ეთი სტუ­დენ­ტის პოვ­ნა, რო­მე­ლიც სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ობ­ას­აც ახ­ერ­ხებს, ამ­აში ბე­ჟა­ნიც გვე­თან­ხმე­ბა. კითხვა­ზე: რა პრობ­ლე­მებს აწყდე­ბი­ან სტუ­დენ­ტე­ბი, რო­დე­საც ის­ინი და­საქ­მე­ბას სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ, ასე გვპა­სუ­ხობს: „სტუ­დენ­ტე­ბის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ამ მხრივ დრო­ის დე­ფი­ცი­ტია. ძნე­ლია 40- სა­ათი­ანი სა­მუ­შაო კვი­რა და 5-6 საგ­ნის მომ­ზა­დე­ბა ერ­თად მო­ახ­ერ­ხო... თუმ­ცა, პან­დე­მი­ის გა­მო ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ეს შე­და­რე­ბით მარ­ტი­ვია. სამ­სა­ხურ­ში გა­მი­მარ­თლა და მაქ­ვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ დის­ტან­ცი­ურ­ად ვი­მუ­შა­ვო. ლექ­ტო­რე­ბიც ხელს მიწყო­ბენ, შე­საძ­ლებ­ლო­ბას მაძ­ლე­ვენ სე­მი­ნა­რებს და­ვეს­წრო არა მხო­ლოდ ჩემს ჯგუფ­ში, არ­ამ­ედ სხვა სა­სე­მი­ნა­რო სა­ათ­ზე. სწო­რედ ამ­ის გა­მო ვა­ხერ­ხებ ორ­ივ­ეს შე­თავ­სე­ბას. ვფიქ­რობ, და­საქ­მე­ბის მსურ­ველ სტუ­დენ­ტებს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი კარგ შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს — მა­ღა­ლი GPA-ის სტუ­დენ­ტებს გვთა­ვა­ზობს სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მებს. ბევ­რი ჩე­მი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ლი მე­გო­ბა­რია და­საქ­მე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ით“.

 

რა შე­ეხ­ება სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბას, ბე­ჟა­ნი აქ­ტი­ურ­ად არ­ის ჩარ­თუ­ლი სტუ­დენ­ტურ ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ში, მრა­ვა­ლი მე­გო­ბა­რი შე­იძ­ინა სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სივ­რცე­ში და გუ­ლი წყდე­ბა, რომ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა დღეს დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში უწ­ევს.

 

წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზეც გა­ტა­ცე­ბით სა­უბ­რობს, მა­გის­ტრა­ტუ­რის დამ­თავ­რე­ბას აპ­ირ­ებს, გაც­ვლით პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის სურ­ვი­ლიც აქ­ვს და ჯე­რა, რომ წინ წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლია!

თარიღი: 04/05/2021