საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ზაალ კოკაიას ინსულტიანი ადამიანების გადარჩენის ტოლფასი კვლევისთვის ბენგტ ფალკის პრიზი გადაეცა

ცო­ტა ხნის წინ სა­სი­ხა­რუ­ლო ინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და სა­მეც­ნი­ერო სი­ახ­ლე­ებ­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის: ლუნ­დის კლი­ნი­კუ­რი მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის პრო­ფე­სო­რი და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­ული ლექ­ტო­რი ზა­ალ კო­კაია ბენ­გტ ფალ­კის (Bengt Falck) პრი­ზის მფლო­ბე­ლი გახ­და ნე­ირ­ომ­ეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის გან­ხრით.

 

ზა­ალ კო­კაიას პრი­ზი გა­და­ეცა მრა­ვალ­წლი­ანი კვლე­ვე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ღე­რო­ვა­ნი უჯ­რე­დე­ბის­გან ნერ­ვუ­ლი უჯ­რე­დე­ბის მი­ღე­ბის სფე­რო­ში ჩა­ატ­არა. კო­მი­სი­ის გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა­ში, რო­მელ­მაც მას პრი­ზი მი­ან­იჭა, ვკითხუ­ლობთ, რომ ეს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია „წარ­მა­ტე­ბუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი კვლე­ვის­თვის, რო­მე­ლიც ეფ­უძ­ნე­ბა ღე­რო­ვა­ნი უჯ­რე­დე­ბის­გან ნერ­ვუ­ლი უჯ­რე­დე­ბის მი­ღე­ბას. ნაშ­რომს აქ­ვს მკა­ფიო კლი­ნი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა და ად­ას­ტუ­რებს, რომ ღე­რო­ვა­ნი უჯ­რე­დე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი ნერ­ვუ­ლი უჯ­რე­დე­ბის ტრან­სპლან­ტა­ცია შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს ტვი­ნის ინ­სულ­ტის შემ­დეგ ფუნ­ქცი­ის აღ­დგე­ნის ახ­ალ თე­რა­პი­ულ სტრა­ტე­გი­ად.“

 

ქარ­თველ მეც­ნი­ერს პრი­ზი ლუნ­დის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ახ­ლა­დარ­ჩე­ულ­მა რექ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა ერ­იკ რენ­სტრომ­მა (Erik Renström) გა­დას­ცა.

 

გა­ზეთ „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის“ კითხვა­ზე, თუ რას ნიშ­ნავს ეს­ოდ­ენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრი­ზის მი­ღე­ბა, ზა­ალ კო­კაიამ უპ­ას­უხა, რომ ეს მის­თვის დი­დი პა­ტი­ვია და მი­ან­იშ­ნებს, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ღი­რე­ბულ საქ­მი­ან­ობ­ას ეწე­ოდა: „რო­დე­საც 90-იანი წლე­ბის და­საწყის­ში შვე­დეთ­ში პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვე­დი და ლუნ­დის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის ჰის­ტო­ლო­გი­ის კა­თედ­რა­ზე და­ვიწყე მუ­შა­ობა, პრო­ფე­სო­რი ბენ­გტ ფალ­კი აქ­ტი­ურ კვლე­ვას ეწე­ოდა ამ­ავე კა­თედ­რა­ზე. მას­თან მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობ­და ჩე­მი ხელ­მძღვა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რი ოლე ლინ­დვა­ლი, რო­მე­ლიც თა­ვის კვლე­ვებ­ში ბენ­გტ ფალ­კის მი­ერ შე­მუ­შა­ვე­ბულ ფალკ-ჰი­ლარ­პის ცნო­ბილ ჰის­ტო­ლო­გი­ურ მე­თოდს იყ­ენ­ებ­და. ამ­დე­ნად, პირ­ველ წლებ­ში, სა­ნამ ჩვე­ნი ჯგუ­ფი ჰოს­პი­ტალ­ში გა­და­ვი­დო­და, ბენგ ფალ­კს რამ­დენ­ჯერ­მე შევ­ხვედ­რი­ვარ. 30 წლის შემ­დეგ ნე­ირ­ომ­ეც­ნი­ერ­ებ­აში ბენ­გტ ფალ­კის პრე­მი­ის მი­ღე­ბა ჩემ­თვის დი­დი პა­ტი­ვია და ერ­თგვა­რად იმ­ის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, რომ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ღი­რე­ბუ­ლი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნე დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბა­ში“, – აღ­ნიშ­ნა ზა­ალ კო­კაიამ.

 

სა­გუ­ლის­ხმოა, რომ კო­მი­სი­ის გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის გა­მოცხა­დე­ბის შემ­დეგ ქარ­თველ მეც­ნი­ერს თა­ვად ბენ­გტ ფალ­კი გა­მო­ეხ­მა­ურა. წე­რილ­ში, რო­მე­ლიც მან ზა­ალ კო­კაიას გა­მო­უგ­ზავ­ნა, წე­რია: „გუ­ლი­თა­დად ვუ­ერ­თდე­ბი იმ ად­ამი­ან­თა დიდ ჯგუფს, ვინც გუ­შინ ნე­ირ­ომ­ეც­ნი­ერ­ებ­აში მი­ღე­ბუ­ლი ჯილ­დო მო­გი­ლო­ცათ. გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბებს და წინ­სვლას თქვენს უაღ­რე­სად გა­მორ­ჩე­ულ და პი­ონ­ერ­ულ კვლე­ვებ­ში. პა­ტი­ვის­ცე­მით, ბენ­გტ ფ.“

 

ზა­ალ კო­კაია ნე­ირ­ომ­ეც­ნი­ერ­ებ­აში უდ­ავ­ოდ გა­მორ­ჩე­ული ლი­დე­რია. მი­სი კვლე­ვი­თი ჯგუ­ფი პირ­ვე­ლია მსოფ­ლი­ოში, რო­მელ­მაც აჩ­ვე­ნა, რომ ად­ამი­ან­ის გა­და­ნერ­გი­ლი ღე­რო­ვა­ნი უჯ­რე­დე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი ნერ­ვუ­ლი უჯ­რე­დე­ბი, შე­საძ­ლოა, მორ­ფო­ლო­გი­ურ­ად და ფუნ­ქცი­ურ­ად ჩა­შენ­დეს ინ­სულ­ტი­სა­გან და­ზი­ან­ებ­ული ტვი­ნის ნერ­ვულ ციკ­ლში, უპ­ას­უხ­ოს სენ­სო­რულ აგ­ზნე­ბას და მი­იღ­ოს მო­ნა­წი­ლე­ობა მო­ტო­რუ­ლი ფუნ­ქცი­ის რე­გუ­ლა­ცი­აში... ამ კვლე­ვას ხელ­შე­სა­ხე­ბი კლი­ნი­კუ­რი შე­დე­გე­ბი აქ­ვს და გვე­უბ­ნე­ბა, რომ ღე­რო­ვა­ნი უჯ­რე­დე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი ნერ­ვუ­ლი უჯ­რე­დე­ბის გა­და­ნერ­გვა შე­საძ­ლოა გან­ვი­თარ­დეს ახ­ალ თე­რა­პევ­ტულ სტრა­ტე­გი­ად ინ­სულ­ტგა­და­ტა­ნი­ლი ად­ამი­ან­ებ­ის რე­აბ­ილ­იტ­აცი­ის პრო­ცეს­ში.

 

ზა­ალ კო­კაიას მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი ის­ევ ინ­სულ­ტს შე­ეხ­ება და კვლე­ვე­ბიც იგ­ივე მი­მარ­თუ­ლე­ბით გრძელ­დე­ბა: „პან­დე­მი­ამ გარ­კვე­ული კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­იტ­ანა ჩვე­ნი მუ­შა­ობ­ის სტილ­ში და ლო­გის­ტი­კა­ში, თუმ­ცა ში­ნა­არ­სი და მი­ზა­ნი იგ­ივე რჩე­ბა — შევ­ქმნათ უჯ­რე­დუ­ლი თე­რა­პი­ის თე­რა­პი­ული მე­თო­დი, რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა ტვი­ნის ინ­სულ­ტი­ან პა­ცი­ენ­ტებს ეფ­ექ­ტუ­რად აღ­იდ­გი­ნონ დაქ­ვე­ით­ებ­ული მო­ტო­რუ­ლი, კოგ­ნი­ტუ­რი და სხვა ფუნ­ქცი­ები“, – აღ­ნიშ­ნა მან ჩვენ­თან სა­უბ­არ­ში.

 

ცნო­ბის­თვის: ბენ­გტ ფალ­კი არ­ის ლუნ­დის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ემ­ერ­იტ­უსი პრო­ფე­სო­რი და ცნო­ბი­ლი მკვლე­ვა­რი ჰის­ტო­ლო­გი­აში. მან ჰი­ლარ­პთან (Nils-Åke Hillarp) ერ­თად გა­ნა­ვი­თა­რა მე­თო­დი ნერ­ვულ უჯ­რე­დებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნე­ირ­ოგ­ად­ამ­ცე­მე­ბის ამ­ოს­აც­ნო­ბად. ეს კვლე­ვა 1962 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა და დღემ­დე მსოფ­ლი­ოში ყვე­ლა­ზე მრავ­ლად ცი­ტი­რე­ბუ­ლი ნაშ­რო­მია.

 

სტა­ტია მო­ამ­ზა­და მაია ტო­რა­ძემ

თარიღი: 30/11/2020