საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვის გადაეცა საპატიო სიგელები მეცნიერების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად?

 

სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა ერ­ოვ­ნულ აკ­ად­ემი­აში ტრა­დი­ცი­ულ­ად, 10 ნო­ემ­ბერს, მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე აღ­ინ­იშ­ნა. ამ დღის აღ­ნიშ­ვნის მთა­ვარ მი­ზანს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში მეც­ნი­ერ­ებ­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლის ხაზ­გას­მა და ახ­ალი სა­მეც­ნი­ერო სა­კითხე­ბის გან­ხილ­ვა­ში სა­ზო­გა­დო­ებ­ის ჩარ­თუ­ლო­ბის ხელ­შეწყო­ბა წარ­მო­ად­გენს. სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა ერ­ოვ­ნულ აკ­ად­ემი­აში ამ დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად სა­პა­ტიო სი­გე­ლე­ბი გა­და­ეც­ათ წარ­მა­ტე­ბულ მეც­ნი­ერ­ებს, მათ შო­რის, თსუ-ის პრო­ფე­სო­რებს: რა­მაზ აბ­ეს­აძ­ესა და ელ­გუ­ჯა მექ­ვა­ბიშ­ვილს ეკ­ონ­ომ­იკ­ის დარ­გში სა­მეც­ნი­ერო მიღ­წე­ვე­ბი­სათ­ვის. გა­ზეთ თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რე­დაქ­ცია ულ­ოც­ავს ქარ­თველ მეც­ნი­ერ­ებს მათ პრო­ფე­სი­ულ დღეს და ნა­ყო­ფი­ერ სა­მეც­ნი­ერო მოღ­ვა­წე­ობ­ას უს­ურ­ვებს.

* * *

გვე­სა­უბ­რე­ბა ეკ­ონ­ომ­იკ­ურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი, თსუ-ის პრო­ფე­სო­რი ელ­გუ­ჯა მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი:

 

— ბა­ტო­ნო ელ­გუ­ჯა, მეც­ნი­ერ­ებ­ის მსოფ­ლიო დღეს თქვენ სა­პა­ტიო სი­გე­ლი გად­მო­გე­ცათ ეკ­ონ­ომ­იკ­ის დარ­გში სა­მეც­ნი­ერო მიღ­წე­ვე­ბი­სათ­ვის. რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის ეს ჯილ­დო და რა გეგ­მე­ბი გაქ­ვთ სა­მო­მავ­ლოდ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

 

— ჩემ­თვის, ვის­თვი­საც გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბის მე­ტი ნა­წი­ლი სა­მეც­ნი­ერო საქ­მი­ან­ობ­ას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ქვეყ­ნის მთა­ვა­რი „სა­მეც­ნი­ერო შტა­ბის“ — სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა ერ­ოვ­ნუ­ლი აკ­ად­ემი­ის სა­პა­ტიო სი­გე­ლი „ეკ­ონ­ომ­იკ­ის დარ­გში სა­მეც­ნი­ერო მიღ­წე­ვე­ბი­სათ­ვის“ უაღ­რე­სად სა­სი­ხა­რუ­ლოა. მო­მა­ვალ­შიც ვა­პი­რებ სა­მეც­ნი­ერო საქ­მი­ან­ობ­ის გაგ­რძე­ლე­ბას რო­გორც მკვლე­ვა­რი და, ას­ევე, რო­გორც უკ­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე აღი­არ­ებ­ული სა­მეც­ნი­ერო-ან­ალ­იტ­იკ­ური ჟურ­ნალ „ეკ­ონ­ომ­იკა და ბიზ­ნე­სის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი. ვფიქ­რობ სქელ­ტა­ნი­ანი მო­ნოგ­რა­ფი­ული ნაშ­რო­მის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მი­ეძ­ღვნე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სიმ­დიდ­რის რა­ობ­ას, მი­სი გა­ზომ­ვის, შექ­მნის, გა­ნა­წი­ლე­ბა-გა­და­ნა­წი­ლე­ბი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის სხვა­დას­ხვა აქ­ტუ­ალ­ურ პო­ლი­ტე­კო­ნო­მი­ურ ას­პექ­ტებს.

 

მსოფ­ლი­ოში არ­სე­ბობს იმ­ის მდი­და­რი გა­მოც­დი­ლე­ბა, რო­ცა ქვეყ­ნებ­მა (ის­რა­ელი, ფი­ნე­თი, ირ­ლან­დია და სხვ.) ეკ­ონ­ომ­იკ­ურ და სო­ცი­ალ­ურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­ტე­ხა მო­ახ­დი­ნეს მეც­ნი­ერ­ებ­ის­თვის პრი­ორ­იტ­ეტ­ის მი­ნი­ჭე­ბით და ის­ტო­რი­ულ­ად მოკ­ლე დრო­ში ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე დი­ნა­მი­ურ­ად ზრდა­დი ქვეყ­ნე­ბი გახ­დნენ. ჩვენ­თვის ეს გა­მოც­დი­ლე­ბა ძა­ლი­ან ფა­სე­ულია. იგი გვე­უბ­ნე­ბა, რომ ჩვენ­მა სა­ხელ­მწი­ფომ დი­დი ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­აქ­ცი­ოს ცოდ­ნა­სა და მეც­ნი­ერ­ებ­აზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ის შექ­მნას, მეც­ნი­ერ­თა შრო­მის ღირ­სე­ულ ან­აზღა­ურ­ებ­ას, მა­ტე­რი­ალ­ურ და მო­რა­ლურ სტი­მუ­ლი­რე­ბას და, ზო­გა­დად, სა­მეც­ნი­ერო საქ­მი­ან­ობ­ის­ათ­ვის რე­ალ­ურ­ად ხელ­შემ­წყო­ბი გა­რე­მოს შექ­მნას.

 

— რა უნ­და გა­აკ­ეთ­დეს იმ­ის­ათ­ვის, რომ სა­მეც­ნი­ერო საქ­მი­ან­ობ­ის­ად­მი ინ­ტე­რე­სი გა­იზ­არ­დოს ახ­ალ­გაზ­რდებ­ში?

 

— სა­მეც­ნი­ერო საქ­მი­ან­ობ­ის მი­მართ ახ­ალ­გაზ­რდე­ბის ინ­ტე­რე­სის გაზ­რდის წი­ნა ხა­ზი, ჩე­მი აზ­რით, მა­ტე­რი­ალ­ურ-ფი­ნან­სურ სტი­მუ­ლი­რე­ბა­ზე გა­დის. დღეს ჩვენ სა­ბაზ­რო ეკ­ონ­ომ­იკ­ის პი­რო­ბებ­ში ვცხოვ­რობთ და ნე­ბის­მი­ერი პრო­ფე­სი­ის პრეს­ტიჟს მის­გან მი­ღე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი სარ­გე­ბე­ლი გან­საზღვრავს. ეს არ­ის მთა­ვა­რი, თუმ­ცა ას­ევე საკ­მა­ოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მეც­ნი­ერ­ული საქ­მი­ან­ობ­ის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ებ­აში კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი მო­რა­ლუ­რი კლი­მა­ტის შექ­მნა, რა­ში­აც აქ­ტი­ური რო­ლი მას­მე­დი­ამ­აც უნ­და ით­ამ­აშ­ოს.

 

* * *

 

გვე­სა­უბ­რე­ბა ეკ­ონ­ომ­იკ­ურ მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი, თსუ-ის პა­ატა გუ­გუშ­ვი­ლის

ეკ­ონ­ომ­იკ­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი რა­მაზ აბ­ეს­აძე:

 

— ბა­ტო­ნო რა­მაზ, მეც­ნი­ერ­ებ­ის მსოფ­ლიო დღეს თქვენ სა­პა­ტიო სი­გე­ლი გად­მო­გე­ცათ ეკ­ონ­ომ­იკ­ის დარ­გში სა­მეც­ნი­ერო მიღ­წე­ვე­ბი­სათ­ვის. რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის ეს ჯილ­დო და რა გეგ­მე­ბი გაქ­ვთ სა­მო­მავ­ლოდ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

 

— სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა ერ­ოვ­ნუ­ლი აკ­ად­ემი­ის — ქვეყ­ნის მეც­ნი­ერ­ებ­ის მე­სა­ჭის — ეს ჯილ­დო ყო­ვე­ლი მეც­ნი­ერ­ის­ათ­ვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. იგი მი­სი საქ­მი­ან­ობ­ის და­დე­ბი­თად შე­ფა­სე­ბის გარ­და აღ­ძრავს სტი­მულს უფ­რო შე­დე­გი­ანი მო­მა­ვა­ლი საქ­მი­ან­ობ­ის­თვის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩემ­თვის ამ ჯილ­დოს ორ­მა­გი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქ­ვს: პირ­ვე­ლი ის, რომ იგი მეტყვე­ლებს ჩემს და მე­ორე — სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თა­დერ­თი ეკ­ონ­ომ­იკ­ური პრო­ფი­ლის, მდი­და­რი ტრა­დი­ცი­ებ­ის მქო­ნე — თსუ პა­ატა გუ­გუშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ონ­ომ­იკ­ის ინ­სტი­ტუ­ტის წარ­მა­ტე­ბულ საქ­მი­ან­ობ­აზე, რო­მელ­საც მე ვხელ­მძღვა­ნე­ლობ. ალ­ბათ და­მე­თან­ხმე­ბით, ინ­სტი­ტუტს მიღ­წე­ვე­ბი რომ არ ჰქონ­დეს, რა­საც მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემია აფ­ას­ებს, მე არ და­მა­ჯილ­დო­ებ­დნენ. სხვა­თა შო­რის, ინ­სტი­ტუ­ტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ერო საქ­მი­ან­ობ­ის გა­მო მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის მი­ერ ორ­ჯერ ზე­დი­ზედ აღი­არ­ებ­ული იყო რო­გორც სა­უკ­ეთ­ესო ორ­გა­ნი­ზა­ცია სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მეც­ნი­ერ­ებ­ათა მი­მარ­თუ­ლე­ბით (ამ­ჟა­მად ეს კონ­კურ­სე­ბი აღ­არ ტარ­დე­ბა ინ­სტი­ტუ­ტე­ბის სხვა­დას­ხვა უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­თან შე­ერ­თე­ბის გა­მო). ამ­დე­ნად, მე ამ ჯილ­დოს ას­ევე მი­ვა­კუთ­ვნებ ჩვენს ინ­სტი­ტუტს, მის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს. აქ­ვე მინ­და, დი­დი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ეკ­ონ­ომ­იკ­ური მეც­ნი­ერ­ებ­ის­ად­მი გა­მო­ჩე­ნი­ლი ყუ­რადღე­ბი­სათ­ვის.

 

— რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დღეს ის­ეთი სა­მეც­ნი­ერო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ება, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას წარ­მა­ტე­ბას მო­უტ­ანს და ხალ­ხის რე­ალ­ურ ცხოვ­რე­ბას უკ­ეთ­ეს­ობ­ის­კენ შეც­ვლის?

 

— მეც­ნი­ერ­ება სა­ზო­გა­დო­ებ­ას, უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უახ­ლოვ­დე­ბა მი­ღე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ერო სი­ახ­ლე­ებ­ის ეკ­ონ­ომ­იკ­აში და­ნერ­გვის სა­ფუძ­ველ­ზე, კე­თილ­დღე­ობ­ისა და კომ­ფორ­ტის ამ­აღ­ლე­ბის შე­დე­გად. თუმ­ცა, ბუ­ნებ­რი­ვია, რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ება კარ­გა­დაა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ, ეს ხელს უწყობს ქვე­ყა­ნა­ში მეც­ნი­ერ­ებ­ის­ად­მი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად და­დე­ბი­თი გან­წყო­ბის შექ­მნას, რაც, თა­ვის მხრივ, ახ­ალ­გაზ­რდებს უბ­იძ­გებს აირ­ჩი­ონ სა­მეც­ნი­ერო მოღ­ვა­წე­ობ­ის გზა, მთავ­რო­ბებს კი — მეც­ნი­ერ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სად­მი დახ­მა­რე­ბა გა­იხ­ად­ონ თა­ვი­ან­თი საქ­მი­ან­ობ­ის პრი­ორ­იტ­ეტ­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბად. ას­ევე, რაც მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მეც­ნი­ერს უნ­და ჰქონ­დეს ღირ­სე­ული ან­აზღა­ურ­ება, რა­თა იგი არ იყ­ოს და­კა­ვე­ბუ­ლი სხვა საქ­მი­ან­ობ­ით­აც ოჯ­ახ­ის რჩე­ნის მიზ­ნით, რაც ძლი­ერ აქ­ვე­ით­ებს მი­სი შრო­მის ნა­ყო­ფი­ერ­ებ­ას. სა­ერ­თოდ, მეც­ნი­ერ­ება ხა­სი­ათ­დე­ბა გან­ვი­თა­რე­ბის სა­კუ­თა­რი კა­ნონ­ზო­მი­ერ­ებ­ით. თვით ინ­კვი­ზი­ცი­ის პი­რო­ბებ­შიც კი მეც­ნი­ერ­ება ვი­თარ­დე­ბო­და. ის­ტო­რი­ას ახ­სოვს — არა­ერ­თი დი­დი მეც­ნი­ერი დას­ჯი­ლა სა­მეც­ნი­ერო აღ­მო­ჩე­ნე­ბის გა­მო, იმ აღ­მო­ჩე­ნე­ბის გა­მო, რა­მაც შემ­დგომ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­ის უზ­არ­მა­ზა­რი პროგ­რე­სი გა­ნა­პი­რო­ბა.

 

რაც შე­ეხ­ება სა­მეც­ნი­ერო პრო­ექ­ტებს, ას­ეთი პრო­ექ­ტე­ბი ახ­ლაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა და მო­მა­ვალ­შიც ბევ­რი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა დო­ნე­ზე, მაგ­რამ ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია — გა­ნი­საზღვროს ეკ­ონ­ომ­იკ­ის გან­ვი­თა­რე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რაც დიდ პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს, ვი­ნა­იდ­ან ჩვენ გვაქ­ვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი. აქ­ედ­ან გა­მომ­დი­ნა­რე, ეკ­ონ­ომ­იკ­ის გან­ვი­თა­რე­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა უნ­და გახ­დეს ინ­ოვ­აცი­ური ეკ­ონ­ომ­იკ­ის მშე­ნებ­ლო­ბა, რაც, თა­ვის­თა­ვად, მე­ტად რთულ გარ­დაქ­მნებს მო­ითხოვს ეკ­ონ­ომ­იკ­ური სის­ტე­მის ყვე­ლა ელ­ემ­ენ­ტში. უპ­ირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უნ­და შე­მუ­შავ­დეს „სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ონ­ომ­იკ­ის ინ­ოვ­აცი­ური გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გია“ და ქვე­ყა­ნა და­ად­გეს მი­სი გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის გზას.

 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვენს ინ­სტი­ტუტ­ში ამ­ჟა­მად ამ პრობ­ლე­მებ­ზე მუ­შავ­დე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი 7 წლი­ანი სა­მეც­ნი­ერო პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც 2021 წელს მთავ­რდე­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­ასა და მთავ­რო­ბას სა­ინ­ტე­რე­სო მო­საზ­რე­ბებს შევ­თა­ვა­ზებთ. და­დე­ბი­თია, რომ დღეს ქვე­ყა­ნა­ში აღი­არ­ებ­ულია ინ­ოვ­აცი­ური ეკ­ონ­ომ­იკ­ის მშე­ნებ­ლო­ბის აუც­ილ­ებ­ლო­ბა და იდ­გმე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.

 

— დღეს ახ­ალ­გაზ­რდე­ბი უფ­რო პრაქ­ტი­კუ­ლად უყ­ურ­ებ­ენ ცხოვ­რე­ბას და სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მე სულ უფ­რო ჰკარ­გავს მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას მათ თვალ­ში. რა უნ­და გა­კეთ­დეს იმ­ის­ათ­ვის, რომ სა­მეც­ნი­ერო საქ­მიოანობისადმი ინ­ტე­რე­სი გა­იზ­არ­დოს ახ­ალ­გაზ­რდებ­ში?

 

— ას­ეთი სი­ტუ­აცია გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში არ არ­ის. იქ მეც­ნი­ერ­ული მოღ­ვა­წე­ობ­ის­ათ­ვის შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბია შექ­მნი­ლი. მეც­ნი­ერ­ები აქ­ტი­ურ­ად მო­ნა­წი­ლე­ობ­ენ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ან­ობ­ის ყვე­ლა სფე­რო­ში, რაც ცხოვ­რე­ბის მა­ღა­ლი დო­ნის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რია. მთავ­რო­ბის საქ­მი­ან­ობ­აშ­იც კი მეც­ნი­ერ­ები დიდ მო­ნა­წი­ლე­ობ­ას იღ­ებ­ენ. მა­გა­ლი­თად, ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში არ­სე­ბობს პრე­ზი­დენ­ტთან არ­სე­ბუ­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ური საბ­ჭო, სა­დაც საქ­მი­ან­ობ­ენ მა­ღა­ლი რან­გის ეკ­ონ­ომ­ის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­გუ­ლა­რუ­ლად აწ­ვდი­ან პრე­ზი­დენ­ტს ინ­ფორ­მა­ცი­ას ეკ­ონ­ომ­იკ­აში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ობ­ის შე­სა­ხებ და, ას­ევე, იძ­ლე­ვი­ან შე­სა­ბა­მის რე­კო­მენ­და­ცი­ებს.

 

ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ობა, ბუ­ნებ­რი­ვია, გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, რაც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია პოს­ტკო­მუ­ნის­ტუ­რი ტრან­სფორ­მა­ცი­ის სირ­თუ­ლე­ებ­ით და ას­ევე დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბით. მეც­ნი­ერ­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბას თა­ვი­დან­ვე უნ­და მიქ­ცე­ოდა ყუ­რადღე­ბა, უნ­და მომ­ხდა­რი­ყო არ­სე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ერო პო­ტენ­ცი­ალ­ის გაძ­ლი­ერ­ება და არა პი­რი­ქით. დღე­ის­ათ­ვის მდგო­მა­რე­ობა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია, მაგ­რამ ბევ­რი პრობ­ლე­მა გა­და­უჭ­რე­ლი რჩე­ბა, რო­მელ­თა შო­რის უმ­თავ­რე­სია მეც­ნი­ერ­თა ან­აზღა­ურ­ებ­ის მო­წეს­რი­გე­ბა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ახ­ალ­გაზ­რდე­ბის ინ­ტე­რე­სი მეც­ნი­ერ­ებ­ის­ად­მი არ გა­იზ­რდე­ბა. ეს პრობ­ლე­მა მე­ტად ღრმაა და მეტ გან­სჯას სა­ჭი­რო­ებს, მაგ­რამ ახ­ლა მხო­ლოდ ამ ზო­გა­დი შე­ფა­სე­ბით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბი. აუც­ილ­ებ­ელია ით­ქვას იმ­ის შე­სა­ხებ, რომ გა­ნათ­ლე­ბის (სა­დაც მოიაზრება მეც­ნი­ერ­ებ­აც) და­ფი­ნან­სე­ბა მო­მა­ვალ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­იზ­რდე­ბა (მან მთლი­ანი ში­და პრო­დუქ­ტის 25% უნ­და შე­ად­გი­ნოს), რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. თუმ­ცა, ის­იც უნ­და აღ­ინ­იშ­ნოს, რომ გა­ნათ­ლე­ბა და მეც­ნი­ერ­ება მოღ­ვა­წე­ობ­ის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ებია და პრი­ორ­იტ­ეტი მეც­ნი­ერ­ებ­ას უნ­და მი­ენ­იჭ­ოს, რად­გან ახ­ალი ცოდ­ნა იქ­მნე­ბა მეც­ნი­ერ­ებ­აში და არა გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში.

 

მო­ამ­ზა­და თა­მარ და­დი­ან­მა

თარიღი: 30/11/2020