საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

დაძაბული შეხვედრა, მიღებული გადაწყვეტილებები და ღიად დარჩენილი 1 საკითხი

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა კი­დევ ერთ შემ­ხვედრ ნა­ბიჯს დგამს პრო­ტეს­ტით გან­წყო­ბი­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მი­სა­მარ­თით და აყ­ალ­იბ­ებს პლატ­ფორ­მებს, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბი იმ სა­კითხებ­ზე და­იწყე­ბენ მუ­შა­ობ­ას, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტებს აღ­ელ­ვებთ. ყვე­ლა ეს სი­ახ­ლე და­ან­ონ­სდა მოძ­რა­ობა „ბრძო­ლა გა­ნათ­ლე­ბის­თვის“ წევ­რებ­თან თსუ-ის რექ­ტო­რის გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძის, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის ლა­შა სა­ღი­ნა­ძის, თსუ-ის ყვე­ლა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის, აკ­ად­ემი­ური საბ­ჭოს რამ­დე­ნი­მე წევ­რის, პრო­ფე­სო­რე­ბი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე.

 

აქ­ცი­ებ­ის მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტებ­თან შე­თან­ხმე­ბით სტუ­დენ­ტუ­რი სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლის თე­მა­ზე სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რა 21 ივ­ნისს 19:00 სა­ათ­ზე ჩა­ინ­იშ­ნა, ბი­უჯ­ეტ­ის სა­კითხს — 23 ივ­ნისს 19:00 სა­ათ­ზე გა­ნი­ხი­ლა­ვენ, რექ­ტო­რის არ­ჩე­ვის წეს­სზე სა­მუ­შაო ჯგუ­ფი 24 ივ­ნისს 19:00 სა­ათ­იდ­ან იმ­უშ­ავ­ებს, ხო­ლო 27 ივ­ნისს 19 სა­ათ­ზე ეთ­იკ­ის საბ­ჭოს სა­კითხი გა­ნი­ხი­ლე­ბა.

 

„ეს არ იქ­ნე­ბა ერ­თჯე­რა­დი შეხ­ვედ­რე­ბი, ეს არ იქ­ნე­ბა შეხ­ვედ­რა შეხ­ვედ­რის გა­მო — ამ 4 პლატ­ფორ­მის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ სა­მუ­შაო ფორ­მა­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მი­ღე­ბა შე­ეძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ სტუ­დენ­ტს, ყვე­ლა პარ­ტნი­ორს, რიგ შემ­თხვე­ვა­ში, მას­ში სხვა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბიც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ერ­თონ, ზო­გი­ერთ სა­კითხზე სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბიც და პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბიც მი­იღ­ებ­ენ მო­ნა­წი­ლე­ობ­ას. ეს არ­ის ის ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც გა­დავ­დგით სი­ტუ­აცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით“, — გა­ნაცხა­და რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ შეხ­ვედ­რა­ზე.

 

სა­კითხი, რო­მელ­ზეც შე­თან­ხმე­ბა ვერ მოხ­და, ონ­ლა­ინ გა­მოც­დე­ბის თე­მას უკ­ავ­შირ­დე­ბა.

 

„გა­მოც­დე­ბამ­დე რჩე­ბა რამ­დე­ნი­მე დღე. ყვე­ლა სტუ­დენ­ტს მო­ვუ­წო­დებ — მო­ემ­ზა­დონ გა­მოც­დე­ბის­თვის. მათ, ვი­საც არ შე­უძ­ლია ფი­ზი­კუ­რად ჩა­მოს­ვლა და აქ­ვთ და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი, ყვე­ლა მათ­გა­ნის გა­ნაცხა­დი აუც­ილ­ებ­ლად იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი. ყვე­ლა ფა­კულ­ტეტს აქ­ვს მზა­ობა — გა­ერ­კვნენ იმ სტუ­დენ­ტე­ბის და­სა­ბუ­თე­ბულ არ­გუ­მენ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც ვერ შეძ­ლე­ბენ სა­გა­მოც­დო ცენ­ტრებ­ში გა­მოცხა­დე­ბას გა­მოც­დის ჩა­სა­ბა­რებ­ლად. ას­ეთი კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­სას დე­კა­ნის ვი­ზი­რე­ბით რექ­ტო­რის ბრძა­ნე­ბა გა­მო­იც­ემა სტუ­დენ­ტე­ბის მი­სა­მარ­თით, რომ გა­მოც­დის სექ­ტემ­ბერ­ში გა­და­ტა­ნა მოხ­დე­ბა“, — აღ­ნიშ­ნა რექ­ტორ­მა შეხ­ვედ­რის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ.

 

რო­გორც უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ გან­მარ­ტა — ახ­ალ­ცი­ხი­სა და ქუ­თა­ის­ის სა­გა­მოც­დო ცენ­ტრე­ბის გარ­და სხვა ცენ­ტრე­ბის და­მა­ტე­ბის სა­შუ­ალ­ება უნ­ივ­ერ­სი­ტეტს ფი­ზი­კუ­რად არ აქ­ვს. დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, 150-მდე გა­ნაცხა­დია შე­სუ­ლი რე­გი­ონ­ულ სა­გა­მოც­დო ცენ­ტრებ­ში, სა­იდ­ან­აც ზო­გი­ერ­თმა სტუ­დენ­ტმა უკ­ვე თბი­ლის­ში გად­მო­იტ­ანა სა­ბუ­თე­ბი. კვლავ არ­ის ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლე­ბი დარ­ჩე­ნი­ლი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლებ­ში, სა­დაც სტუ­დენ­ტებს უფ­ას­ოდ შუძ­ლი­ათ ცხოვ­რე­ბა გა­მოც­დე­ბის პე­რი­ოდ­ში. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გახ­მო­ვა­ნე­ბამ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უც­ვლე­ლად ითხო­ვენ ონ­ლა­ინ გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბას, მა­ინც ვერ და­აშ­ოშ­მი­ნა.

 

„საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი და ცხა­რე შეხ­ვედ­რა იყო, რამ­დე­ნი­მე სა­კითხი გან­ვი­ხი­ლეთ — სა­ერ­თო საცხოვ­რებ­ლის თე­მა, ფი­ნან­სუ­რი გამ­ჭვირ­ვა­ლო­ბა, რექ­ტო­რის არ­ჩე­ვის წე­სი, ას­ევე, ეთ­იკ­ის კო­მი­სი­ის მუ­შა­ობა. ამ სა­კითხებ­თან მი­მარ­თე­ბით წარ­მო­ვად­გი­ნეთ ჩვე­ნი ხედ­ვა, რომ სპე­ცი­ალ­ური პლატ­ფორ­მა შე­იქ­მნე­ბა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა ღია ნე­ბის­მი­ერი სტუ­დენ­ტი­სა და სტუ­დენ­ტუ­რი ჯგუ­ფის­თვის. ერ­თი სა­კითხი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მწვა­ვედ დგას, ეს არ­ის გა­მოც­დე­ბის ონ­ლა­ინ ფორ­მა­ტით ჩა­ტა­რე­ბა. ამ­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ ერ­თხელ გან­ვმარ­ტეთ, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა გა­დად­გა ყვე­ლა შე­საძ­ლო ნა­ბი­ჯი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ შო­რის, მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნა გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა, რომ ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურ­ად გა­ნი­ხი­ლე­ბა ყვე­ლა სტუ­დენ­ტის გა­ნაცხა­დი, ვი­საც და­სა­ბუ­თე­ბუ­ლად რე­ალ­ური პრობ­ლე­მა აქ­ვს ჩა­მოს­ვლას­თან, საცხოვ­რე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბით ან ასე შემ­დეგ... მათ მი­ეც­ემ­ათ სა­შუ­ალ­ება, რომ სექ­ტემ­ბერ­ში ჩა­აბ­არ­ონ გა­მოც­დე­ბი, რაც არ­ანა­ირ­ად არ და­აზ­არ­ალ­ებს სტუ­დენ­ტს“, — კი­დევ ერ­თხელ გან­მარ­ტა რექ­ტორ­მა შეხ­ვედ­რის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ.

 

რა­ტომ არ ეთ­ან­ხმე­ბი­ან სტუ­დენ­ტე­ბი შემ­ხვედრ ნა­ბიჯს სექ­ტემ­ბერ­ში გა­მოც­დის გა­და­ტა­ნა­ზე?

 

მოძ­რა­ობა „ბრძო­ლა გა­ნათ­ლე­ბის­თვის“ წევ­რსა და ერთ-ერთ ორ­გა­ნი­ზა­ტორს სა­ბა ქერ­ქა­ძეს არ აქ­ვს გა­დაწყვე­ტი­ლი — რას იზ­ამს მო­ახ­ლო­ებ­ული გა­მოც­დე­ბის პე­რი­ოდ­ში. სა­ბა ჩვენს შე­კითხვებს პა­სუ­ხობს:

 

— სექ­ტემ­ბერ­ში გა­მოც­დის დაშ­ვე­ბას თვლით თუ არა შემ­ხვედრ ნა­ბი­ჯად ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხრი­დან?

 

— მარ­თა­ლია სექ­ტემ­ბერ­ში სტუ­დენ­ტე­ბი, ზო­გა­დად, თბი­ლის­ში ჩა­მოვ­ლენ, მაგ­რამ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია მთე­ლი კონ­ტექ­სტი: სა­ზაფხუ­ლო დას­ვე­ნე­ბა, ახ­ალი სე­მეს­ტრის­თვის მზა­დე­ბა, ახ­ალი საგ­ნე­ბის არ­ჩე­ვის მო­ლო­დი­ნი, რა­ზეც უნ­და კონ­ცენ­ტრირ­დეს სტუ­დენ­ტი და ამ დროს ფი­ნა­ლურ გა­მოც­დებ­ზე ფიქ­რი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. თა­ნაც, და­ზუს­ტე­ბუ­ლი არ არ­ის — რა და რო­დის მოხ­დე­ბა. რე­ალ­ურ­ად რომ უნ­დო­დეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ამ სა­კითხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბი უკ­ვე ექ­ნე­ბო­დათ მი­ღე­ბუ­ლი — ამ­დე­ნი ხა­ნია პრო­ტეს­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურ­ად შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­დაწყვი­ტონ — სექ­ტემ­ბერ­ში ვის გა­და­უტ­ან­ენ გა­მოც­დას და ვის — არა.

 

— ხომ გა­დად­გეს შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯე­ბი? 4 სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რა და­ან­ონ­სდა...

 

— ეს შეხ­ვედ­რე­ბი მხო­ლოდ დი­დი პრო­ტეს­ტის და არა­ერ­თი ღა­მის თე­ნე­ბის შემ­დეგ და­ან­ონ­სდა... შე­უს­აბ­ამოა მა­თი არ­გუ­მენ­ტი, რომ ლექ­ცი­აზე დას­წრე­ბა აუმ­ჯო­ბე­სებს სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხს.

 

— გა­მო­რიცხავთ, რომ ზო­გი­ერ­თმა სტუ­დენ­ტმა ონ­ლა­ინ გა­მოც­დებ­ზე შე­იძ­ლე­ბა გაიიოლონ საგ­ნე­ბის ჩა­ბა­რე­ბა სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბით?

 

— არ გა­მოვ­რიცხავ, მაგ­რამ სა­კითხი ასე უნ­და და­ვა­ყე­ნოთ — ათ­ას­ობ­ით სტუ­დენ­ტი დგე­ბა იმ ფაქ­ტის წი­ნა­შე, რომ ის­ინი რჩე­ბი­ან გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა. ვი­ღა­ცე­ბი, არ­აკ­ეთ­ილ­სინ­დი­სი­ერი სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბით ცდი­ლო­ბენ მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბას, ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის დრო­საც და სა­გა­მოც­დო ცენ­ტრის ჩვე­ულ­ებ­რი­ვი ფუნ­ცი­ონ­ირ­ებ­ის­ას­აც ერ­თნა­ირ­ად შე­იძ­ლე­ბა მო­იქ­ცნენ. ამ­იტ­ომ ეს არ­გუ­მენ­ტი არ არ­ის სწო­რი.

 

— სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­ონ­ლა­ინ აბ­არ­ებ­ენ გა­მოც­დას, მათ პრო­ტეს­ტი არ გა­უჩ­ნდე­ბათ, თუ­კი და­უშ­ვე­ბენ, რომ რა­ღაც ნა­წილ­მა ონ­ლა­ინ ჩა­აბ­არ­ონ გა­მოც­და?

 

— ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაპ­რო­ტეს­ტებ­დით ამ სა­კითხს და სად იყ­ვნენ აქ­ამ­დე? ად­რე რომ და­ენ­იშ­ნათ ონ­ლა­ინ გა­მოც­დე­ბი, ას­ეთი გან­წყო­ბა ხომ აღ­არ იქ­ნე­ბო­და სტუ­დენ­ტებ­ში? თო­რემ ახ­ლა 2 დღე რომ არ­ის დარ­ჩე­ნი­ლი, ახ­ლა რომ მი­იღ­ონ გა­დაწყვე­ტი­ლე­ბა, რთუ­ლია და სხვა სტუ­დენ­ტე­ბის­თვი­საც რთუ­ლია... მაგ­რამ ამ­დე­ნი ხა­ნი გა­ვი­და უკ­ვე, რაც ამ­ას ვაპ­რო­ტეს­ტებთ. ვინ არ­ის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი?

 

— თა­ვად რას აპ­ირ­ებ?

 

— წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს ვერ გეტყვით — მე რას ვა­პი­რებ.

 

 

* * *

 

მოძ­რა­ობ­ის წევ­რი მა­რი­ამ მა­მუ­კაშ­ვი­ლი ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, რომ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებ­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყვე­ტი­ლე­ბე­ბი მას შემ­დეგ შე­იძ­ენს სან­დო­ობ­ას, რო­ცა სიტყვა საქ­მედ იქ­ცე­ვა. მა­რი­ამი ას­ეთ კითხვას სვამს: „ძა­ლი­ან ბევ­რი მე­ოთხე­კურ­სე­ლი, რო­მელ­საც სურს ბა­კა­ლავ­რი­ატ­ის დამ­თავ­რე­ბა და შემ­დეგ მა­გის­ტრა­ტუ­რის გა­მოც­დებ­ზე გას­ვლა, რო­გორ ჩა­ირ­იცხე­ბი­ან მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე, თუ­კი სექ­ტემ­ბერ­ში და­ენ­იშ­ნე­ბათ ფი­ნა­ლუ­რი გა­მოც­დე­ბი? რო­გორ აპ­ირ­ებ­ენ ამ­ის მოგ­ვა­რე­ბას?“

 

სექ­ტემ­ბერ­ში გა­და­ტა­ნი­ლი გა­მოც­დე­ბი არ შე­აფ­ერ­ხებს თსუ-ის მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში ჩა­ბა­რე­ბის პრო­ცესს

 

თსუ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­აში გან­მარ­ტეს, რომ თსუ-ში ვინც აბ­არ­ებს მა­გის­ტრა­ტუ­რის გა­მოც­დებს, სექ­ტემ­ბერ­ში გა­და­ტა­ნი­ლი გა­მოც­დე­ბის გა­მო მათ არ­ანა­ირი შე­ფერ­ხე­ბა არ ექ­ნე­ბათ.

 

„თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმ ვა­დებს, რა ვა­დე­ბიც აქ­ვს უნ­ივ­ერ­სი­ტეტს მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე მო­სახ­ვედ­რად, შე­ფერ­ხე­ბა არ იქ­ნე­ბა. თსუ ყვე­ლა­ფერს გა­აკ­ეთ­ებს იმ­ის­თვის, რომ ეს კა­ტე­გო­რია სტუ­დენ­ტე­ბი­სა, ვი­ზეც ფა­კულ­ტე­ტე­ბი და­უშ­ვე­ბენ გა­მოც­დე­ბის სექ­ტემ­ბერ­ში გა­და­ტა­ნას, გა­რეთ არ დარ­ჩნენ“, — აღ­ნიშ­ნა­ვენ ად­მი­ნის­ტრა­ცი­აში.

 

რა­ტომ არ ემ­ხრო­ბი­ან სტუ­დენ­ტე­ბი გა­ნაცხა­დე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურ­ად გან­ხილ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბას?

 

„მე შე­მიძ­ლია მა­გა­ლი­თი მო­ვიყ­ვა­ნო, რო­დე­საც სტუ­დენ­ტებ­მა გა­ნაცხა­დე­ბით მი­მარ­თეს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას და პა­სუ­ხად მი­იღ­ეს, რომ ამ სა­კითხს ვერ მო­უგ­ვა­რებ­დნენ. მხო­ლოდ მას შემ­დეგ მო­უგ­ვარ­დათ მათ პრობ­ლე­მა, რო­დე­საც ეს სტუ­დენ­ტე­ბი მო­ვიდ­ნენ ჩვენ­თან და ჩვენ პი­როვ­ნუ­ლად ვთხო­ვეთ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ამ სტუ­დენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ობ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა. ვი­საც ჩვენ­თან კავ­ში­რი არ აქ­ვს, მა­თი სა­კითხი არ მოგ­ვა­რე­ბუ­ლა.

 

ბევრ სტუ­დენ­ტს, რო­მელ­მაც და­წე­რა გან­ცხა­დე­ბა, მო­უვ­იდა შაბ­ლო­ნუ­რი უარ­ის პა­სუ­ხი. ეს არ არ­ის ინ­დი­ვი­დუ­ალ­ური მიდ­გო­მა. ინ­დი­ვი­დუ­ალ­ური მიდ­გო­მა არ­ის, რო­დე­საც ჯდე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცია და მათ აზ­რს ის­მენს. გა­მოც­დე­ბამ­დე 2 დღეა დარ­ჩე­ნი­ლი, 2000 სტუ­დენ­ტს აქ­ვს პრობ­ლე­მა, მათ რომ შე­მო­იტ­ან­ონ გა­ნაცხა­დი და­უკ­მა­ყო­ფილ­დე­ბათ?“ — კითხვას სვამს „ბრძო­ლა გა­ნათ­ლე­ბის­თვის“ წევ­რი ეკ­ატ­ერ­ინე მა­ის­ურ­აძე.

 

 

* * *

 

გა­ნაცხა­დე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ალ­ური გან­ხილ­ვის პრო­ცე­სი ამ ეტ­აპ­ზე დაწყე­ბუ­ლია. მა­გა­ლი­თად, ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე თი­თოეული სტუ­დენ­ტის მდგო­მა­რე­ობ­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა.

 

„ჩვენ­თან შუ­ალ­ედ­ური გა­მოც­დე­ბი ტარ­დე­ბო­და სააუდიტორიო ფორ­მატ­ში, ჩვე­ნი ფა­კულ­ტე­ტი, ის­ევე, რო­გორც მე­დი­ცი­ნის და ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტე­ბი შუ­ალ­ედ­ურ­ებ­საც ვა­ტა­რებ­დით აუდ­იტ­ორი­აში და სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში. ამ სი­ტუ­აცი­აში ინ­დი­ვი­დუ­ალ­ურ­ად გან­ვი­ხი­ლავ­დით სტუ­დენ­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბებს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც სტუ­დენ­ტს არ ჰქონ­და ჩა­მოს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, და­ვა­ლე­ბებს ვუგ­ზავ­ნი­დით, თუმ­ცა მათ ჰქონ­დათ გა­მოც­დის ად­გილ­ზე ჩა­ბა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. თუ იმ დრო­ის­თვის არ შე­ეძ­ლო, მა­შინ თა­რი­ღის ცვლი­ლე­ბა ხდე­ბო­და და გა­მოც­და გა­დაგ­ვქონ­და. ფი­ნა­ლუ­რი გა­მოც­დე­ბის­თვის არ­ის სა­გა­მოც­დო ცენ­ტრე­ბი ახ­ალ­ცი­ხე­სა და ქუ­თა­ის­ში. ჩვენ ამ­ით ვი­სარ­გებ­ლებთ, უკ­ვე შე­მო­სუ­ლია გან­ცხა­დე­ბე­ბი ქუ­თა­ის­ში გა­მოც­დე­ბის ჩა­ბა­რე­ბის შე­სა­ხებ. თუ ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი ვერ ახ­ერ­ხე­ბენ ვერ­ცერთ სა­გა­მოც­დო ცენ­ტრში გა­მოც­დებ­ზე მის­ვლას, ამ­ას, იმ­ედია, მოგ­ვწე­რენ და ჩვენ აუც­ილ­ებ­ლად გზას გა­მოვ­ნა­ხავთ, რომ მას მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ იმ­ის­თვის, რომ მან გა­მოც­და ჩა­აბ­არ­ოს აუდ­იტ­ორი­აში. ჩვე­ნი, რო­გორც აკ­ად­ემი­ური და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცის ამ­ოც­ანა არ­ის, რომ მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ სტუ­დენ­ტებს, რომ გა­მოც­და ჩა­აბ­არ­ონ აუდ­იტ­ორი­აში“, — აცხა­დებს ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი თა­მარ გა­გო­ში­ძე.

 

თარიღი: 18/06/2022