საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გიორგი ღაღანიძე უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვდა

თა­მარ და­დი­ანი

 

ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის (ISET) ეკ­ონ­ომ­იკ­ის პროგ­რა­მე­ბი ერ­თა­დერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბია ეკ­ონ­ომ­იკ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სულ ცო­ტა ხნის წინ თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის (ISET) სას­წავ­ლო პროგ­რა­მებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­სა და რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლებ­მა მი­იღო ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­აგ­ენ­ტოს (FIBAA) ოფ­იცი­ალ­ური აკ­რე­დი­ტა­ცია. ამ წარ­მა­ტე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად მას­შტა­ბუ­რი სა­ზე­იმო ღო­ნის­ძი­ება გა­იმ­არ­თა, რო­მელ­საც თსუ-ის რექ­ტო­რი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერი­ებ­ის მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სთა მი­ნის­ტრი ლა­შა ხუ­ციშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობ­რი­ვი ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ეკ­ონ­ომ­იკ­ური პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, პრე­ზი­დენ­ტი კო­ბა გვე­ნე­ტა­ძე, თსუ ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძე, ISET-ის დი­რექ­ტო­რი თა­მარ სუ­ლუ­ხია, ISET-ის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ჟან ფრე­დე­რიკ პოლ­სე­ნი, სტუ­დენ­ტე­ბი და სხვა სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

 

თსუ რექ­ტორ­მა ISET-ის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის კი­დევ ერთ სი­ახ­ლე­ზე გა­ამ­ახ­ვი­ლა ყუ­რადღე­ბა: თსუ ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლამ ბრე­მე­ნის (გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ული რეს­პუბ­ლი­კა) უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან (UB) გა­აფ­ორ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის მე­ოთხე კურ­სის 5 სტუ­დენ­ტს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა — ყო­ველ­წლი­ურ­ად, ბო­ლო აკ­ად­ემი­ური წე­ლი გაიაროს ბრე­მე­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, რის შემ­დე­გაც სტუ­დენ­ტე­ბი ორი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის — თსუ ISET-ისა და ბრე­მე­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დიპ­ლო­მებს მი­იღ­ებ­ენ.

 

რო­გორც ღო­ნის­ძი­ებ­ის სტუმ­რებ­მა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა აღ­ნიშ­ნეს, FIBAA-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცია ISET-ის ხა­რის­ხის სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე აღი­არ­ებაა, რაც კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლებს კი­დევ უფ­რო მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბას უხ­სნის და­საქ­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე. ეს კი იმ­ას მიშ­ნავს, რომ ISET-ის პროგ­რა­მე­ბი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ანია მსოფ­ლი­ოს ბა­ზარ­ზე და სტუ­დენ­ტებს სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის გა­ნათ­ლე­ბას სთა­ვა­ზობს. ISET-ში მსოფ­ლიო დო­ნის ორი ეკ­ონ­ომ­იკ­ური პროგ­რა­მაა — სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტრო. ეს იმ­ას ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი იღ­ებ­ენ მსოფ­ლიო დო­ნის გა­ნათ­ლე­ბას ეკ­ონ­ომ­იკ­აში. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ამ სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის და სტუ­დენ­ტე­ბის დი­დი შრო­მის შე­დე­გია, რომ­ლი­თაც ISET-ში გა­ნათ­ლე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბია.

 

ღო­ნის­ძი­ებ­ის და­სას­რულს, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ოქ­როს მედ­ლით და­აჯ­ილ­დო­ვა ყვე­ლა ის პი­რი, ვინც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი შე­იტ­ანა ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­აგ­ენ­ტოს (FIBAA) მი­ერ თსუ ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში. ერთ-ერ­თი მათ­გა­ნია თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძე, რო­მე­ლიც გვე­სა­უბ­რე­ბა — თუ რას ნიშ­ნავს თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა (ISET)-ის­თვის ეს აკ­რე­დი­ტა­ცია და ოქ­როს მე­და­ლი, რო­მე­ლიც ამ საქ­მე­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის გა­დას­ცეს:

 

პირ­ველ რიგ­ში მად­ლო­ბას მო­გახ­სე­ნებთ ჯილ­დოს მო­ლოც­ვი­სათ­ვის. ვფიქ­რობ თსუ-ის რექ­ტორ­მა ამ ჯილ­დო­თი აღ­ნიშ­ნა მთე­ლი ფა­კულ­ტე­ტის შრო­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მი­ღე­ბა­ში. სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცია ცალ­სა­ხად ზრდის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან­ობ­ას, ამ­აღ­ლებს პროგ­რა­მე­ბის რე­იტ­ინ­გს. ქარ­თვე­ლი და უცხო­ელი სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის ნა­თე­ლი ხდე­ბა, რომ არაა აუც­ილ­ებ­ელი საზღვარ­გა­რეთ მა­ღა­ლი აკ­ად­ემი­ური სტან­დარ­ტე­ბის პროგ­რა­მე­ბის ძი­ება, ის­ინი აქ­ვეა – სა­ქარ­თვე­ლო­ში.

 

ISET-ის კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლებს შრო­მი­თი მოწყო­ბის პრობ­ლე­მე­ბი არ­ას­ოდ­ეს ჰქო­ნი­ათ, ეხ­ლა კი მათ­თვის გა­იღ­ება კი­დევ უფ­რო მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი რო­გორც რა­ოდ­ენ­ობ­რი­ვი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის, ას­ევე შე­თა­ვა­ზე­ბის ფა­სის თვალ­საზ­რი­სით.

 

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­არ­ებაა, ამ­დე­ნად, გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის სა­კითხი ცალ­სა­ხად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია. ეს კი, თა­ვის მხრივ, გაზ­რდის უცხო­ელი სტუ­დენ­ტე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბას. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ მა­ლე უცხო­ელ სტუ­დენ­ტთა რა­ოდ­ენ­ობა და გე­ოგ­რა­ფია გა­ფარ­თოვ­დე­ბა.

თარიღი: 06/07/2021