საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ასტრობიოლოგის ნუგზარ ალექსიძის გვარი და სახელი კოსმოსში, პლანეტა მარსზე გაიგზავნა

თსუ-ის ემ­ერ­იტ­უს პრო­ფე­სო­რის ნუგ­ზარ ალ­ექ­სი­ძის, პრო­ფე­სორ მა­რი­ამ ტა­რა­საშ­ვი­ლის, აფხა­ზე­თის მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის პრე­ზი­დენ­ტის, აკ­ად­ემ­იკ­ოს ზუ­რაბ ლუმ­თა­თი­ძის გვა­რი და სა­ხე­ლი ჩარ­თეს იმ ას­ტრო­ბი­ო­ლ­ოგ­თა სი­აში, რო­მე­ლიც 2020 წელს გა­იგ­ზავ­ნა მარ­სზე. ეს არ­ის მე­ორე შემ­თხვე­ვა მას შემ­დეგ, რაც მარ­სზე გა­იგ­ზავ­ნა ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა „ჩაკ­რუ­ლო“.

 

პრო­ფე­სორ ნუგ­ზარ ალ­ექ­სი­ძის ას­ტრო­ბი­ოლ­ოგი­აში სა­მეც­ნი­ერო და პე­და­გო­გი­ური მოღ­ვა­წე­ობა ბე­დის შემ­თხვე­ვი­თო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. ბი­ოლ­ოგი­ის ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კურს­დამ­თავ­რე­ბულ­მა მა­რი­ამ ტა­რა­საშ­ვილ­მა ბი­ოქ­იმი­ის კათ­ე­დ­რის გამ­გეს, პრო­ფე­სორ ნუგ­ზარ ალ­ექ­სი­ძეს მი­მარ­თა თხოვ­ნით — ეხ­ელ­მძღვა­ნე­ლა მისთ­ვის, რო­გორც ას­პი­რან­ტი­სათ­ვის, რა­თა მარ­სის გრუნ­ტის ბი­ოქ­იმი­ური ტე­რა­ფო­რმი­რე­ბის მიზ­ნ­ით სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მი შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა. მა­რი­ამ ტა­რა­საშ­ვი­ლი ჩა­ირი­ცხა ას­პი­რან­ტუ­რა­ში და პირ­ვე­ლი­ვე წელს მი­სი აქ­ტი­ური მო­ნა­წი­ლე­ობ­ით მო­იპ­ოვ­ეს შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ერ­ოვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ერო ფონ­დის გრან­ტი (Mars Research Project N GN-SF/ST07/6-221, 2008-2011). სა­დი­სერ­ტა­ციო თე­მად შე­ირ­ჩა „მარ­სის გრუნ­ტის ტე­რა­ფო­რ­მი­რე­ბა მცე­ნა­რე­ებ­ის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის სა­თა­ნა­დო აგ­რო­ნო­მი­ული პი­რო­ბე­ბის შე­სა­ქ­მნე­ლად“. ამ მიზ­ნით სა­ჭი­რო იყო სა­მუ­შა­ოდ სა­თა­ნა­დო „კლი­მა­ტო-კა­მე­რის“ ოთ­ახ­ის შექ­მნა. ავ­ტო­რე­ბის ნ. ალ­ექ­სი­ძის, მ. ტა­რა­საშ­ვი­ლის, ს. წე­რეთ­ლი­სა და შ. სა­ბაშ­ვი­ლის მი­ერ მომ­ზად­და „პლა­ნე­ტა მარ­სზე არ­სე­ბუ­ლი რა­დი­აცი­ის, ტემ­პე­რა­ტუ­რი­სა (-20C) და გა­ნა­თე­ბის ატ­მ­ო­სფე­როს დღე­ღა­მუ­რი ცვა­ლე­ბა­დო­ბის „კლი­მა­ტო-კა­მე­რა“ კომ­პი­უტ­ერ­ული დის­ტან­ცი­ური მართ­ვით. აღ­ნიშ­ნულ პროგ­რა­მა­ზე მა­ლე მათ მო­იპ­ოვ­ეს პა­ტენ­ტი („საქ­პა­ტენ­ტი“, N12522/01, 2012), რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე ბი­ოქ­იმი­ისა და ბი­ოტ­ექ­ნო­ლო­გი­ის კა­თედ­რა­ზე ორ­გა­ნუ­ლი მი­ნით მო­ეწყო სპე­ცი­ალ­ური 3 მეტ­რი­ანი და­ხუ­რუ­ლი ოთ­ახი „კლი­მა­ტო-კა­მე­რა“ სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვი­თი სა­მუ­შაოების ჩა­სა­ტა­რებ­ლად. პირ­ველ რიგ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სტრე­მა­ლუ­რი რე­გიო­ნე­ბი­დან მო­იძი­ეს რკი­ნა­ბაქ­ტე­რი­ები (მარ­სის წი­თე­ლი ფე­რი რკი­ნით მდი­და­რი ნა­ერ­თე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი), ცი­ანო-, სი­ლი­კო-, გო­გირ­დბაქ­ტე­რი­ები და სო­კო­ები, რო­მელ­თაც ჰი­ფე­ბიც კი გა­იკ­ეთ­ეს მარ­სის ტე­რა­ფორ­მი­რე­ბულ გრუნ­ტზე. ამ შე­დე­გე­ბით მათ და­ამ­ტკი­ცეს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ბაქ­ტე­რი­ები და სო­კო საკ­მა­ოდ კარ­გად ვი­თარ­დე­ბი­ან მარ­სის გრუნ­ტის იმ­იტ­ირ­ებ­ულ „ნი­ად­აგ­ზე“, რომ­ლის ქი­მი­ური შედ­გე­ნი­ლო­ბა ცნო­ბი­ლი გახ­და NASA-ს თა­ნამშ­რომ­ლე­ბის მი­ერ ქი­მი­ური შედ­გე­ნი­ლო­ბის დის­ტან­ცი­ურ­ად გან­საზღვრის შე­დე­გად. ამ შე­დეგ­მა კი­დევ უფ­რო გა­აძ­ლი­ერა მეც­ნი­ერ­თა რწმე­ნა და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ციე­ლებ­ლად. ცდე­ბი ტარ­დე­ბო­და მათ მი­ერ შექ­მნი­ლი პლა­ნე­ტა მარ­სზე არ­სე­ბუ­ლი რა­დი­აცი­ულ-ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი გა­რე­მო­სა და ატ­მოს­ფე­როს შედ­გე­ნი­ლო­ბის კომ­­პიუ­ტე­რუ­ლი დის­ტან­ცი­ური მარ­თვის პი­რო­ბებ­ში.

 

შე­დე­გად, მათ ივ­არა­უდ­ეს, რომ ბაქ­ტე­რი­ებ­ით გარ­დაქ­მნი­ლი სუბ­სტრა­ტე­ბით მარ­სის გრუნ­ტის გამ­დიდ­რე­ბის შე­დე­გად შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბო­და მცე­ნა­რე­ებ­ის­ათ­ვის აგ­რო­ბი­ოლ­ოგი­ური პი­რო­ბე­ბის შექ­მნა. მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი მოხ­სენ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­ტრო­ბი­ოლ­ოგი­ურ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე: პუ­ერ­ტო-რი­კო, ჰი­უს­ტო­ნი. მო­პო­ვე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ერო შე­დე­გე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­ტრო­ბი­ოლ­ოგი­ურ ჟურ­ნალ­ში: 2007, 2010, 2013, 2015, 2016, 2017, 2019 წლებ­ში.

 

მარ­სზე არ­სე­ბუ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი ნივ­თი­ერ­ებ­ებ­ისა და ქა­ნე­ბის არ­სე­ბო­ბი­დან გა­მო­მდი­ნა­რე, რო­მელ­თა წარ­მოქ­მნა წყლის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია, მეც­ნი­ერ­ებ­მა ივა­­­რა­უდ­ეს მარ­სზე წყლი­სა და ცე­ოლ­იტ­ებ­ის არ­სე­ბო­ბა, რაც მა­ლე და­დასტ­ურ­და NASA-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­ერ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცე­ოლ­იტ­ები ფარ­თოდ გა­მო­იყ­ენ­ება სოფ­ლის მე­ურ­ნე­ობ­აში. ცე­ოლ­იტ­ები სპე­ცი­ფი­კუ­რი ქა­ნებ­ის სა­ხით ფარ­თ­ო­დაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. მოგ­ვი­ან­ებ­ით, NASA-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­ერ ცე­ოლ­იტ­ები აღ­მო­აჩ­ინ­ეს ატ­მოს­ფე­როს მტვერ­სა და გრუნ­ტში. ცე­ოლ­იტ­ებ­ისა და მარ­სის იმ­იტ­ირ­ებ­ული გრუ­ნტის ნა­რე­ვით ავ­ტო­რებ­მა შეძ­ლეს მი­ეღ­წი­ათ ის­ეთი შედ­გე­ნი­ლო­ბი­სათ­ვის, რა­მაც სა­შ­უ­ალ­ება მის­ცა მათ — მარ­სის გრუნ­ტი­სა და ცე­ოლ­იტ­ებ­ის ას­ეთი ტი­პის ნა­რევ „ნია­დაგ­ზე“ და­ეთ­ეს­ათ და მი­ეღ­ოთ ხორ­ბლი­სა და ლო­ბი­ოს მო­სა­ვა­ლი, რო­გორც ნახ­შირ­წყლე­ბი­სა და ცი­ლე­ბის წყა­რო. პრინ­ციპ­ში, მარ­სზე გან­სახ­ლე­ბულ კოს­მო­ნა­ვ­ტ­ებს შე­ეძ­ლე­ბათ მი­იღ­ონ არა მარ­ტო ხორ­ბლი­სა და ლო­ბი­ოს მო­სა­ვა­ლი, არ­ამ­ედ მო­ა­ხ­­დი­ნონ ნე­ბის­მი­ერი მცე­ნა­რის კულ­ტი­ვი­რე­ბა (know how), თუნ­დაც ვა­ზის, რის შე­სა­ხე­ბაც დღეს დი­დი ხმა­ურია ატე­ხი­ლი.

 

ავ­ტო­რებ­მა იზ­რუ­ნეს მო­მა­ვალ­ში მარ­სზე გან­სახ­ლე­ბუ­ლი კოს­მო­ნავ­ტე­ბის სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბით უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და მარ­სის გრუნ­ტის ნი­ად­აგ­იდ­ან, ქი­მი­კო­სე­ბთან ერ­თად (ომ­არ მუკ­ბა­ნი­ანი და სხვ.), და­ამ­ზა­დეს სამ­შე­ნე­ბ­ლო ბლო­კე­ბი, რომ­ლე­ბიც გამ­ძლე აღ­მო­ჩ­ნდა და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. იმ­ედია, ას­ეთი სამ­შე­ბლო მა­სა­ლა კარგ სამ­სა­ხურს გა­უწ­ევს კოს­მო­ნავ­ტებს მარ­სზე გან­სახ­ლე­ბი­სას. ჩა­ტა­რე­ბულ სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ნუგ­ზარ ალ­ექ­სი­ძე ამე­რი­კის ABC ცენ­ტრმა და­აჯ­ილ­დო­ვა ისა­აკ ნი­უტ­ონ­ის სი­გე­ლით.

 

ჟურ­ნალ ას­ტრო­ბი­ოლ­ოგი­აში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­მეც­ნი­ერო შრო­მე­ბის შე­დე­გე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში აქ­ტი­ური მო­ნა­წი­ლე­ობ­ის გა­მო, ნუგ­ზარ ალ­ექ­სი­ძის, მა­რი­ამ ტა­რა­საშ­ვი­ლის, აფხა­ზე­თის მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის პრე­ზი­დენ­ტის, აკ­ად­ემ­იკ­ოს ზუ­რაბ ლუმ­თა­თი­ძის გვა­რი და სა­ხე­ლი ჩარ­თეს იმ ას­ტრო­ბი­ო­ლ­ოგ­თა სი­აში, რო­მე­ლიც 2020 წელს გა­იგ­ზავ­ნა მარ­სზე.

მო­ამ­ზა­და ნი­ნო კა­კუ­ლი­ამ

 

თარიღი: 07/02/2021