საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ანტარქტიდის მკვლევარი პირველი ქართველი მეცნიერი

გარ­სე­ვან კურ­დღე­ლა­იძე პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერი იყო, ვინც ან­ტარ­ქტი­დის კონ­ტი­ნენ­ტზე ფე­ხი შედ­გა. მის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ან­ტარ­ქტი­დის ყი­ნუ­ლო­ვა­ნი სა­ფა­რის — ატ­ლან­ტის ოკე­ან­ისა და სა­ქარ­თვე­ლოს თვალ­წარ­მტა­ცი ბუ­ნე­ბის შეს­წავ­ლა-გა­მოკ­ვლე­ვა.

 

გარ­სე­ვან კურ­დღე­ლა­იძე 1920 წლის 11 ოქ­ტომ­ბერს და­იბ­ადა თუ­შეთ­ში, სო­ფელ შე­ნა­ქო­ში. სა­შუ­ალო გა­ნათ­ლე­ბა ქვე­მო ალ­ვან­ში (ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი) მი­იღო, რო­მე­ლიც 1938 წელს და­ამ­თავ­რა და მუ­შა­ობა და­იწყო მშობ­ლი­ურ რაიონში. მე­ორე მსოფ­ლიო ომ­ის პე­რი­ოდ­ში იგი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი ბა­ტა­ლი­ონ­ის წევ­რი იყო თე­ლა­ვის რაიონში. 1951 წელს შე­ვი­და და 1956 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის გე­ოგ­რა­ფია-გე­ოლ­ოგი­ის ფა­კულ­ტე­ტის ჰიდ­რო­ლო­გია-კლი­მა­ტო­ლო­გი­ის სპე­ცი­ალ­ობა. უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კვლავ მშობ­ლი­ურ თუ­შეთს და­უბ­რუნ­და, სა­დაც ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰიდ­რო­მე­ტე­ორ­ოლ­ოგი­ური სად­გუ­რის უფ­რო­სი იყო. 1957 წელს მი­იწ­ვი­ეს ან­ტარ­ქტი­დის მე-3 საბ­ჭო­თა ექ­სპე­დი­ცი­ის მუ­შა­ობ­აში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის მი­სა­ღე­ბად, სა­დაც 1959 წლამ­დე დაჰ­ყო, ან­ტარ­ქტი­დის სა­მეც­ნი­ერო-კვლე­ვით სად­გურ „პი­ონ­ერ­სკაიაზე. მან ურ­თუ­ლეს მე­ტე­ორ­ოლ­ოგი­ურ პი­რო­ბებ­ში თა­ვი გა­მო­იჩ­ინა, რო­გორც მცოდ­ნე პრო­ფე­სი­ონ­ალ­მა მკვლე­ვარ გე­ოგ­რაფ­მა, რო­მელ­მაც ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის არა­ერ­თი მად­ლო­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი მუ­შა­ობ­ის შე­დე­გად გა­მო­აქ­ვეყ­ნა წიგ­ნი — „ან­ტარ­ქტი­დის დღი­ური“ (1962), სა­დაც დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მკვლევ­რის მი­ერ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და მა­სა­ლე­ბია თავ­მოყ­რი­ლი. იგი სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­ის­ათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხა­ვი წიგ­ნი გახ­და.

 

1970 და 1971 წლებ­ში გარ­სე­ვან კურ­დღე­ლა­იძე ორ­ჯერ მი­იწ­ვი­ეს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჰიდ­რო­მე­ტე­ორ­ოლ­ოგი­ური სამ­სა­ხუ­რის ოკე­ან­ოლ­ოგი­ურ ექ­სპე­დი­ცი­ებ­ში გემ „მუ­სონ­ზე“, რო­მე­ლიც ატ­ლან­ტის ოკე­ან­ეს იკ­ვლევ­და. ამ პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა ეთ­მო­ბო­და გოლ­ფსტრი­მის დი­ნე­ბის შეს­წავ­ლას. მი­სი უშუ­ალო მო­ნა­წი­ლე­ობ­ით სრულ­დე­ბო­და ბა­თი­მეტ­რი­ული და ჰიდ­რო­მე­ტე­ორ­ოლ­ოგი­ური დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი. კვლა­ვაც ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მი­ერ არა­ერ­თგზის აღ­ინ­იშ­ნა მი­სი მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ონ­ალ­ური, მო­რა­ლუ­რი და საზღვაო თვი­სე­ბე­ბი. მეც­ნი­ერ­ის არ­ქივ­ში ინ­ახ­ება ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მი­ერ გა­ცე­მუ­ლი ჯილ­დო­ები და სი­გე­ლე­ბი.

 

1959 წლი­დან გარ­სე­ვან კურ­დღე­ლა­იძ­ემ მუ­შა­ობა და­იწყო სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ონ­ის სა­ხე­ლო­ბის გე­ოგ­რა­ფი­ის ინ­სტი­ტუტ­ში, სა­დაც პრო­ფე­სორ და­ვით წე­რეთ­ლის თა­ოს­ნო­ბით იწყე­ბო­და გლა­ცი­ოლ­ოგი­ური გა­მოკ­ვლე­ვე­ბი კავ­კა­სი­ონ­ის მყინ­ვა­რებ­ზე. გა­მოც­დი­ლი მკვლე­ვა­რი გარ­სე­ვან კურ­დღე­ლა­იძე სა­თა­ვე­ში ჩა­უდ­გა ქარ­თველ გლა­ცი­ოლ­ოგ­თა ექ­სპე­დი­ცი­ებს და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დი­დი მონ­დო­მე­ბით მუ­შა­ობ­და მთის მყინ­ვა­რებ­ზე და მდი­ნა­რე­ებ­ზე. ამ სა­მუ­შა­ოთა სა­ფუძ­ველ­ზე შექ­მნა 50-ზე მე­ტი ნაშ­რო­მი, რო­მელ­თა დი­დი ნა­წი­ლი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია. მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღო სა­ქარ­თვე­ლოს მყინ­ვარ­თა კა­ტა­ლო­გის შედ­გე­ნა­ში, რო­მე­ლიც 1975 წელს სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში გა­მო­იცა.

 

გარ­სე­ვან კურ­დღე­ლა­იძ­ის ინ­ტე­რე­სე­ბი მარ­ტო გლა­ცი­ოლ­ოგი­ური გა­მოკ­ვლე­ვე­ბით არ იფ­არ­გლე­ბო­და. მან გარ­კვე­ული წვლი­ლი შე­იტ­ანა სა­ქარ­თვე­ლოს მღვი­მე-გა­მოქ­ვა­ბუ­ლე­ბის შეს­წავ­ლის საქ­მე­ში და უშუ­ალო მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღო აფხა­ზეთ-სა­მეგ­რე­ლოს სპე­ლე­ოლ­ოგი­ურ ექ­სპე­დი­ცი­ებ­ში: ეშ­ვე­ბო­და ღრმა უფ­სკრუ­ლებ­ში, ატ­არ­ებ­და ჰიდ­რო­მეტ­რი­ულ და მე­ტე­ორ­ოლ­ოგი­ურ გა­ზომ­ვებს, სწავ­ლობ­და კარ­სტულ წყა­რო­ებ­სა და მი­წის­ქვე­შა მდი­ნა­რე­ებს. გა­მოც­დი­ლი ჰიდ­რო-მე­ტე­ორ­ოლ­ოგი დი­დი მონ­დო­მე­ბით და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მუ­შა­ობ­და გე­ოგ­რა­ფი­ის ინ­სტი­ტუ­ტის სი­ონ­ის ექ­სპე­რი­მენ­ტულ ლა­ბო­რა­ტო­რი­აში, სა­დაც მის­თვის ჩვე­ული მონ­დო­მე­ბით აწ­არ­მო­ებ­და კომ­პლექ­სურ დაკ­ვირ­ვე­ბებს. მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე კი რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

 

რო­გორც ჭეშ­მა­რი­ტი ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლი, გარ­სე­ვან კურ­დღე­ლა­იძე დი­დი პო­ეტ­ური სუ­ლის პი­როვ­ნე­ბა იყო. იგი ბუ­ნე­ბას ეპყრო­ბო­და რო­გორც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზრუნ­ვის სა­განს და ას­ეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ავ­ლენ­და იმ მრა­ვალ­რიცხო­ვან წე­რი­ლებ­ში, მოთხრო­ბებ­ში, ჩა­ნა­ხა­ტებ­ში, ლექ­სებ­სა და მშვე­ნი­ერ ზღაპ­რებ­ში, რომ­ლე­ბიც უხ­ვად იბ­ეჭ­დე­ბო­და ჩვენს ჟურ­ნალ გა­ზე­თებ­ში. მი­სი დი­დი ცხოვ­რე­ბი­სე­ული გა­მოც­დი­ლე­ბა და თხრო­ბის შე­უდ­არ­ებ­ელი უნ­არი ძა­ლი­ან იზ­იდ­ავ­და ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც თავ­და­ვიწყე­ბით უს­მენ­დნენ მოგ­ზა­ურ­ის ფა­თე­რა­კე­ბი­თა და მდი­და­რი ფან­ტა­ზი­ით შე­ზა­ვე­ბულ ამ­ბავ-მო­ნა­გონს.

 

გარ­სე­ვან კურ­დღე­ლა­იძე ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და თვით­მოქ­მედ ხე­ლო­ვან­თა გა­მო­ფე­ნებ­ში, სა­დაც იმ­სა­ხუ­რებ­და ჯილ­დო­ებს მე­ტად ორ­იგ­ინ­ალ­ური ნა­კე­თო­ბე­ბით. იგი ოდ­ნა­ვი ხე­ლის შე­ხე­ბით აც­ოცხლებ­და ხის გამ­ხმარ ტო­ტებს, კუნ­ძებს და მათ ცხო­ვე­ლე­ბის ან საგ­ნე­ბის გა­სა­ოც­არ გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას აძ­ლევ­და. სი­ცოცხლე­ში­ვე მის­გან პი­რა­დად გად­მო­ცე­მუ­ლი არა­ერ­თი ას­ეთი ქმნი­ლე­ბა ამ­შვე­ნებს ჩემს (ავ­ტო­რის) თა­რო­ებს.

 

მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე გარ­სე­ვან კურ­დღე­ლა­იძ­ეს არ გა­უწყვე­ტია კავ­ში­რი თა­ვის მშობ­ლი­ურ კუთხეს­თან, სა­დაც იგი და­იბ­ადა და გა­იზ­არ­და. 1983 წელს მშობ­ლი­ურ კუთხე­ზე გა­მოს­ცა მო­ნოგ­რა­ფია — „თუ­შე­თი (მე­ურ­ნე­ობა, ბუ­ნე­ბა, ტო­პო­ნი­მია)“, რო­მელ­შიც ჩაქ­სო­ვი­ლია ამ კუთხის შვი­ლის მა­მუ­ლი­სად­მი დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი.

 

გარ­სე­ვან კურ­დღე­ლა­იძე აქ­ტი­ურ­ად თა­ნამ­შრომ­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლოს გე­ოგ­რა­ფი­ულ სა­ზო­გა­დო­ებ­ას­თან. იგი სა­ინ­ტე­რე­სო მოხ­სე­ნე­ბებს კითხუ­ლობ­და და ბეჭ­დავ­და სტა­ტი­ებს სა­ზო­გა­დო­ებ­ის შრო­მებ­ში. არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა ჰქონ­და მოს­წავ­ლე ახ­ალ­გაზ­რდო­ბი­სა და სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებ­თან და მოს­წავ­ლე­ებ­თან.

 

სამ­წუ­ხა­როდ, გარ­სე­ვან კურ­დღე­ლა­იძე 63 წლის ას­აკ­ში მო­ულ­ოდ­ნე­ლად გარ­და­იც­ვა­ლა (1983 წლის 12 ოქ­ტომ­ბერს), დაკ­რძა­ლუ­ლია სო­ფელ ქვე­მო ალ­ვან­ში. მას­ზე მთელ რიგ ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში სი­ცოცხლე­ში­ვე არა­ერ­თი წე­რი­ლი გა­მოქ­ვეყ­ნდა.

 

სა­ბედ­ნი­ერ­ოდ, მის მე­გობ­რებს, კო­ლე­გებს და ახ­ლობ­ლებს დღე­საც ახ­სოვთ მო­უს­ვე­ნა­რი მკვლე­ვა­რის და შე­მოქ­მე­დის ნა­თე­ლი სა­ხე.

 

კო­ბა ხა­რა­ძე

ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ონ­ის სახ. გე­ოგ­რა­ფი­ის ინ­სტი­ტუ­ტი

გე­ოგ­რა­ფი­ულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი

თარიღი: 17/11/2020