საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ავთანდილ სილაგაძე უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვდა

თა­მარ და­დი­ანი

 

 

სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა ერ­ოვ­ნუ­ლი აკ­ად­ემი­ის აკ­ად­ემ­იკ­ოსი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ის ლა­ურე­ატი მეც­ნი­ერ­ებ­ისა და ტექ­ნი­კის დარ­გში, ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ეკ­ონ­ომ­იკ­ურ მოძ­ღვრე­ბა­თა ის­ტო­რი­ის კა­თედ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი ავ­თან­დილ სი­ლა­გა­ძე სა­მეც­ნი­ერო და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი­სათ­ვის და­ჯილ­დოვ­და უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ოქ­როს მედ­ლით.

 

 ბა­ტო­ნო ავ­თან­დილ, თქვენ თსუ-ის ოქ­როს მედ­ლით და­ჯილ­დოვ­დით, რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის ეს ჯილ­დო და რა გე­გე­მე­ბი გაქ­ვთ სა­მო­მავ­ლოდ სა­მეც­ნი­ერო და სას­წავ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბით?

 

— ჩემ­თვის დი­დი პა­ტი­ვია ამ ჯილ­დოს მი­ღე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით — სა­მეც­ნი­ერო და სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი წვლი­ლი­სათ­ვის. მად­ლო­ბა უნ­ივ­ერ­სი­ტეტს, ფა­კულ­ტეტს, კა­თედ­რას, კო­ლე­გებს და, სა­ერ­თოდ, ყვე­ლა იმ ად­ამი­ანს, რომ­ლებ­მაც გუ­ლი­თა­დად მო­მი­ლო­ცეს თსუ-ის ოქ­როს მედ­ლით და­ჯილ­დო­ება.

 

ჩემ­თვის სა­სი­ამ­ოვ­ნოა ვი­ყო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მიმ­დი­ნა­რე წარ­მა­ტე­ბე­ბის ერთ-ერ­თი რი­გი­თი მო­ნა­წი­ლე. დიდ გეგ­მებ­ზე სა­უბ­არი პი­რა­დად ჩემ­თვის — ას­ეთ ას­აკ­ში გა­უმ­არ­თლებ­ლად მი­მაჩ­ნია. თუმ­ცა მაქ­ვს გარ­კვე­ული ჩა­ნა­ფიქ­რი სა­მეც­ნი­ერო-პე­და­გო­გი­ური მი­მარ­თუ­ლე­ბით, რო­მელ­თა რე­ალ­იზ­ებ­ას, იმ­ედია, გარ­კვე­ულ­წი­ლად, შევ­ძლებ. გან­სა­კუთ­რე­ბით მინ­და ხე­ლი შე­ვუწყო ჩვენს ძა­ლი­ან ნი­ჭი­ერ ახ­ალ­გაზ­რდო­ბას სპე­ცი­ალ­იზ­ებ­აში. სა­ბედ­ნი­ერ­ოდ, ას­ეთ­ები საკ­მა­რი­სად გვყავს.

 

— თქვე­ნი მეც­ნი­ერ­ული ნაშ­რო­მე­ბი­დან რო­მელს გა­მო­არ­ჩევ­დით?

 

— არ­ცერ­თი არ მინ­და გა­მოვ­ყო. მეტ-ნაკ­ლე­ბი ხა­რის­ხით, საკ­მა­ოდ ბევ­რი ნაშ­რო­მი მაქ­ვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და საზღვარ­გა­რეთ, პირ­ველ რიგ­ში, ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში, რომ­ლე­ბი­თაც ხში­რად სარ­გებ­ლო­ბენ რო­გორც ჩვენ­თან, ას­ევე, საზღვარ­გა­რეთ. გარ­და ამ­ისა, ჩე­მი თა­ნა­ავ­ტო­რო­ბით გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რუ­ლი ხა­სი­ათ­ის მქო­ნე წიგ­ნი „გვარ-სა­ხე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში“ (სტა­ტის­ტი­კუ­რი მა­სა­ლე­ბი), დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­მა­ვალ­შიც მოთხოვ­ნა­დი იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ალ­ობ­ის ფარ­თო მკითხვე­ლის­თვის.

 

— უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მოღ­ვა­წე­ობ­ის რო­მე­ლი ეტ­აპი იყო თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და ნა­ყო­ფი­ერი რო­გორც სა­მეც­ნი­ერო, ისე პე­და­გო­გი­ური საქ­მი­ან­ობ­ის თვალ­საზ­რი­სით?

 

— ყვე­ლა ეტ­აპი: სტუ­დენ­ტო­ბი­დან-პრო­ფე­სო­რო­ბამ­დე, დე­კა­ნის პო­ზი­ცი­იდ­ან -პრო­რექ­ტო­რო­ბამ­დე, შემ­დეგ კი კა­თედ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო და მიმ­ზიდ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა. კარ­გად მახ­სოვს კო­ლე­გე­ბის თა­ნად­გო­მა-წარ­მა­ტე­ბე­ბიც და ერ­თე­ულ­ებ­ის უღ­ირ­სი საქ­ცი­ელ­იც. მე­ტად მიმ­ზიდ­ვე­ლია საქ­მი­ან­ობ­ის მიმ­დი­ნა­რე ეტ­აპი...

 

— რა მოგ­ცათ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში გა­ტა­რე­ბულ­მა წლებ­მა და ვინ ქმნის დღეს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იმ­იჯს?

 

— უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა მომ­ცა პრო­ფე­სი­ული ცოდ­ნა-გა­მოც­დი­ლე­ბა და ის, რომ მად­ლი­ერ­ებ­ის გრძნო­ბა არ უნ­და და­კარ­გო და არც უღ­ირ­სებს უნ­და და­უთ­მო დი­დი დრო.

 

უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის იმ­იჯს ქმნის მი­სი მდი­და­რი ის­ტო­რია, ას­ევე უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის, ფა­კულ­ტე­ტე­ბის სტუ­დენ­ტო­ბის, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის, აკ­ად­ემი­ური და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული პერ­სო­ნა­ლის მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ონ­ალ­იზ­მი. შემ­თხვე­ვი­თი რო­დია უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მა­ღა­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა ქვეყ­ნის შიგ­ნით, ას­ევე, გან­სა­კუთ­რე­ბით ბო­ლო წლებ­ში მი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტო­რი­ტე­ტის სწრა­ფი ზრდა.

 

— დღეს ახ­ალ­გაზ­რდე­ბი უფ­რო პრაქ­ტი­კუ­ლად უყ­ურ­ებ­ენ ცხოვ­რე­ბას და სა­მეც­ნი­ერო საქ­მე სულ უფ­რო კარ­გავს მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას მათ თვალ­ში. რა უნ­და გა­კეთ­დეს იმ­ის­ათ­ვის, რომ სა­მეც­ნი­ერო საქ­მი­ან­ობ­ის­ად­მი ინ­ტე­რე­სი გა­იზ­არ­დოს ახ­ალ­გაზ­რდებ­ში?

 

— ინ­ტე­რე­სი არ­სე­ბობს, მაგ­რამ შე­მო­სავ­ლე­ბის დე­ფი­ცი­ტის გა­მო მა­თი სრულ­ყო­ფი­ლად რე­ალ­იზ­ება ვერ ხერ­ხდე­ბა. მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უნ­და გა­იზ­არ­დოს შრო­მი­თი ან­აზღა­ურ­ება. ამ თვალ­საზ­რი­სით, ბო­ლო პე­რი­ოდ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში ისე, რომ სტუ­დენ­ტთა სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი არ გაზ­რდი­ლა. ას­ევე ქვე­ყა­ნა­ში უკ­ვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მე­ბი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის გა­საძ­ლი­ერ­ებ­ლად, მათ შო­რის, ღირ­სე­ული ან­აზღა­ურ­ებ­ის და­სამ­კვიდ­რებ­ლად. ას­ეთი და სხვა ქმე­დი­თი ღო­ნის­ძი­ებ­ებ­ის ეფ­ექ­ტი­ან­ად რე­ალ­იზ­ება პრობ­ლე­მას არ­სე­ბი­თად შე­ამ­ცი­რებს.

თარიღი: 06/07/2021