საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

70 წლის ირაკლი იმედაძის წარმატება, დრამა და იმედები ფსიქოლოგიის ისტორიაში

ფსი­ქო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­ფე­სორს, ფსი­ქო­ლო­გი­ური სა­ზო­გა­დო­ებ­ის თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გე­ნელს, ფსი­ქო­ლო­გი­ის ის­ტო­რი­ის უბ­ად­ლო სპე­ცი­ალ­ის­ტს ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძ­ეს 2022 წლის 2 იან­ვარს 70 წე­ლი უს­რულ­დე­ბა. ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძე, რო­მე­ლიც დი­მიტ­რი უზ­ნა­ძის სა­ხე­ლო­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი 2006 წლი­დან 2011 წლამ­დე გახ­ლდათ, თსუ-ში ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე ინ­სტი­ტუ­ტის ფაქ­ტობ­რი­ვი და­ხურ­ვის შემ­დეგ მო­ვი­და და დღეს ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რის სტა­ტუ­სით აგ­რძე­ლებს საქ­მი­ან­ობ­ას.

 

რა მი­ზე­ზით „და­იხ­ურა“ დი­მიტ­რი უზ­ნა­ძის სა­ხე­ლო­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი? რა­ტომ გა­ათ­ავ­ის­უფ­ლა ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძე სამ­სა­ხუ­რი­დან ილი­ას უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მა­შინ­დელ­მა რექ­ტორ­მა გი­გი თევ­ზა­ძემ? ვინ მუ­შა­ობს დღეს უზ­ნა­ძის გან­წყო­ბის თე­ორი­აზე და რა პერ­სპექ­ტი­ვე­ბი აქ­ვს ამ თე­ორი­ას? რამ­დე­ნი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წიგ­ნია გა­მო­ცე­მუ­ლი ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძ­ის ავ­ტო­რო­ბით გან­წყო­ბის ფსი­ქო­ლო­გი­აში, მე­თო­დო­ლო­გი­ასა და ფსი­ქო­ლო­გი­ის ის­ტო­რი­აში? რა პრობ­ლე­მებს ით­ვლის დღეს ფსი­ქო­ლო­გი­ური გა­ნათ­ლე­ბა და რა რე­კო­მენ­და­ცი­ებს გვაწ­ვდის ფსი­ქო­ლო­გი თე­ორ­ეტ­იკ­ოსი, რომ­ლის სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცი­აც ბავ­შვე­ბის სკო­ლი­სად­მი მზა­ობ­ის ნე­ბე­ლო­ბით-მო­ტი­ვა­ცი­ურ ას­პექ­ტებს ეხ­ებ­ოდა. ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძე მე­დი­ას ყო­ველ­თვის გა­ურ­ბო­და თავ­მდაბ­ლო­ბის თუ სხვა მი­ზეზ­თა გა­მო და დღემ­დე ჩრდილ­ში რჩე­ბო­და მი­სი ნა­მოღ­ვა­წა­რი, დღეს კი მი­სი წარ­მა­ტე­ბე­ბის, დრა­მა­ტუ­ლი ის­ტო­რი­ებ­ის თუ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ის წარ­მო­ჩე­ნას შე­ვეც­დე­ბით გა­ზეთ „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის“ ექ­კლუ­ზი­ურ პუბ­ლი­კა­ცი­აში.

 

ვინ და­ას­ამ­არა სა­ქარ­თვე­ლო­ში ფუნ­და­მენ­ტუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ური კვლე­ვა?

 

ფსი­ქო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­ფე­სო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა ერ­ოვ­ნუ­ლი აკ­ად­ემი­ის წევრ-კო­რეს­პონ­დენ­ტი ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძე თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში მას შემ­დეგ მო­ვი­და, რაც დი­მიტ­რი უზ­ნა­ძის სა­ხე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტი ფაქ­ტობ­რი­ვად და­იხ­ურა და ილი­ას უნ­ივ­ერ­სის­ტე­ტის რექ­ტორ­მა გი­გი თევ­ზა­ძემ კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით გა­ათ­ავ­ის­უფ­ლა სამ­სა­ხუ­რი­დან, სა­დაც ის სრუ­ლი პრო­ფე­სო­რი იყო.

 

ბა­ტო­ნი ირ­აკ­ლი ჰყვე­ბა: „ყვე­ლა­ფე­რი და­იწყო იმ­ით, რომ მა­შინ­დელ­მა გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ნის­ტრმა დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა რამ­დე­ნი­მე ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი დაგ­ვი­ბა­რა და ბრძა­ნე­ბით ფორ­მატ­ში გა­მოგ­ვიცხა­და, რომ უნ­და შე­ვუ­ერ­თდეთ ილი­ას უნ­ივ­ერ­სი­ტეტს. შემ­დეგ ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლებს შეხ­ვდა უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მა­შინ­დე­ლი რექ­ტო­რი გი­გი თევ­ზა­ძე, რო­მე­ლიც დაგ­ვპირ­და შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის შექ­მნას და მიმ­ზიდ­ვე­ლი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი დაგ­ვი­სა­ხა. ახ­ალ ად­გილ­ზე გა­დას­ვლი­დან ორი თვის თავ­ზე ამ ნა­თელ­მა პერ­სპექ­ტი­ვამ მი­იღო შემ­დე­გი მოთხოვ­ნის სა­ხე — „უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი ხელ­ფასს ვერ გა­და­გიხ­დით, იმ­უშ­ავ­ეთ ან­აზღა­ურ­ებ­ის გა­რე­შე, ვინც არ და­თან­ხმდე­ბა, გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლებთ“. ას­ეთი პერ­სექ­ტი­ვა და­უს­ახ­ეს სწო­რედ ახ­ლად მი­ერ­თე­ბულ ინ­სტი­ტუ­ტებს. მათ­გან ყვე­ლა­ზე დი­დი ის­ტო­რი­ისა და სა­ხე­ლის მქო­ნე ფსი­ქო­ლო­გი­ისა და ფი­ლო­სო­ფი­ის ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა უარი თქვეს ამ „მაც­დურ“ წი­ნა­და­დე­ბა­ზე და რექ­ტო­რის ბრძა­ნე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ სამ­სა­ხუ­რი­დან. მა­შინ­დელ­მა რექ­ტორ­მა ის­იც არ იკ­ად­რა, რომ დაგ­ვლა­პა­რა­კე­ბო­და და ყვე­ლა­ფე­რი თა­ვი­სი კან­ცლე­რის, სერ­გო რა­ტი­ან­ის ხე­ლით გა­აკ­ეთა. მას მე­რე ყვე­ლა ჩა­ვა­ყე­ნეთ საქ­მის კურ­სში: პრე­ზი­დენ­ტე­ბი (სა­აკ­აშ­ვი­ლი და მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი), არა­ერ­თი პრე­მი­ერი და მი­ნის­ტრი, რამ­დე­ნი­მე მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, მაგ­რამ ამა­ოდ... და­პი­რე­ბე­ბის იქ­ით საქ­მე არ იძ­ვრო­და. ობი­ექ­ტურ სირ­თუ­ლედ ას­ახ­ელ­ებ­დნენ იმ გა­რე­მო­ებ­ას, რომ ფორ­მა­ლუ­რად ინ­სტი­ტუ­ტი ძვე­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით არ­სე­ბობ­და ილიაუნის სის­ტე­მა­ში. მარ­თლაც, ჩვე­ნი დათხოვ­ნი­დან 2 წლის მე­რე მო­იძი­ეს რამ­დე­ნი­მე ახ­ალი ად­ამი­ანი და ჩა­ით­ვა­ლა, რომ ინ­სტი­ტუ­ტი არ და­ხუ­რუ­ლა (იგ­ივე ით­ქმის ფი­ლო­სო­ფი­ის ინ­სტი­ტუტ­ზე). ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მუ­შა­ობ­ის მას­შტა­ბი და სა­მეც­ნი­ერო დო­ნე ახ­ლოს ვერ მი­ვა მათ წი­ნა­მორ­ბე­დებ­თან, მაგ­რამ მო­ცე­მუ­ლო­ბა ეს არ­ის — შაშ­კინ­მა და მის­მა კა­მა­ლი­რი­ამ ყვე­ლა­ფე­რი იღ­ონ­ეს, რომ და­ეს­ამ­არ­ებ­ინ­ათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ფუნ­და­მენ­ტუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ური კვლე­ვა. სხვა­თა­შო­რის, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წილ­მა სარ­ჩე­ლი შე­იტ­ანა სა­სა­მარ­თლო­ში და პრო­ცე­სი მო­იგო, რი­თიც სა­მარ­თლებ­რი­ვად და­დას­ტურ­და, რომ ჩა­დე­ნი­ლი იყო და­ნა­შა­ული. ორი წლის წინ, ამ­ჟა­მინ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის შემ­წე­ობ­ით, გა­იხ­სნა ფსი­ქო­ლო­გი­ური გან­წყო­ბის კვლე­ვი­სა და კო­რექ­ცი­ის ცენ­ტრი. ცენ­ტრი, ცხა­დია, ვერ ჩა­ენ­აც­ვლე­ბა ძველ ინ­სტი­ტუტს, მაგ­რამ მი­სი ფუნ­ქცი­ონ­ირ­ება მა­ინც ერ­თგვა­რად არ­ბი­ლებს იმ დარ­ტყმას, რო­მე­ლიც მი­ად­გა ფსი­ქო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ერ­ებ­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი და გა­მორ­ჩე­ული ინ­სტი­ტუ­ტის გა­ნად­გუ­რე­ბით. ბევრ წი­ლად, ფსი­ქო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის წყა­ლო­ბით, არც თუ ისე შო­რე­ულ წარ­სულ­ში, თბი­ლი­სი საკ­მა­ოდ ცნო­ბა­დი ად­გი­ლი იყო ფსი­ქო­ლო­გი­ური მეც­ნი­ერ­ებ­ის მსოფ­ლიო რუ­კა­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით 1978 წლის გახ­მა­ურ­ებ­ული სა­ერ­თა­შო­რი­სო სიმ­პო­ზი­უმ­ის შემ­დეგ, სა­დაც გან­წყო­ბის თე­ორია ფსი­ქო­ან­ალ­იზ­ის „საბ­ჭო­თა ალ­ტერ­ნა­ტი­ვად“ იქ­ნა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რი­თაც ფსი­ქო­ლო­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში უზ­ნა­ძი­სა და მი­სი სკო­ლის წვლი­ლის აღი­არ­ება მოხ­და“, — აცხა­დებს პრო­ფე­სო­რი ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძე, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ფსი­ქო­ლო­გი­ური სა­ზო­გა­დო­ებ­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ხან­გრძლივ­მა ბრძო­ლამ დი­მიტ­რი უზ­ნა­ძის სა­ხე­ლო­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის აღ­ორ­ძი­ნე­ბის საქ­მე­ში შე­დე­გი ვერ გა­მო­იღო.

 

რა პერ­სპექ­ტი­ვე­ბი აქ­ვს დღეს უზ­ნა­ძის გან­წყო­ბის თე­ორი­ას?

 

რო­გორც პრო­ფე­სო­რი ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძე აცხა­დებს, დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, ძალ­ზე ცო­ტა, თი­თებ­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი მეც­ნი­ერი მუ­შა­ობს უზ­ნა­ძის გან­წყო­ბის თე­ორი­აზე. ამ­ჟა­მად ერ­თა­დერ­თი სა­მეც­ნი­ერო ერ­თე­ული, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე­ობს სის­ტე­მა­ტუ­რი კვლე­ვა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, არ­ის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან არ­სე­ბუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ური გან­წყო­ბის კვლე­ვი­სა და კო­რექ­ცი­ის ცენ­ტრი 17 თა­ნამ­შრომ­ლით, რო­მე­ლიც დი­დი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად 2019 წელს გა­იხ­სნა და უკ­ვე საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი პრო­დუქ­ცია წარ­მო­ად­გი­ნა. ამ ცენ­ტრთან თა­ნამ­შრომ­ლობს დღეს ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძე, რომ­ლის ავ­ტო­რო­ბი­თაც არა­ერ­თი სა­მეც­ნი­ერო პუბ­ლი­კა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნდა.

 

„გან­წყო­ბის თე­ორია ფუნ­და­მენ­ტუ­რი მეც­ნი­ერ­ებაა. ახ­ლა გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ფსი­ქო­ლო­გი­ის ზე­ობ­ის ხა­ნაა, ყველ­გან და ჩვენ­შიც. გარ­და ამ­ისა, ფუნ­და­მენ­ტუ­რი მეც­ნი­ერ­ება ძვი­რი სი­ამ­ოვ­ნე­ბაა და მხო­ლოდ მწი­რი გრან­ტე­ბით ვერ გა­კეთ­დე­ბა ეს საქ­მე. კვლე­ვი­თი ცენ­ტრი სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო ფსი­ქო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი, სა­დაც, და­მო­უკ­იდ­ებ­ელი სა­ქარ­თვე­ლოს პი­რო­ბებ­ში, დიდ ტრა­დი­ცი­ებ­ზე გაზ­რდი­ლი ენ­თუ­ზი­ას­ტე­ბი საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად გა­ნაგ­რძობ­დნენ ამ კონ­ცეფ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბას. ამ­ის გარ­და, ინ­სტი­ტუტ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კვლე­ვა ფსი­ქო­ლო­გი­ის მრა­ვალ დარ­გში. ინ­სტი­ტუ­ტის გა­ნად­გუ­რე­ბის მე­რე თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, და­იქ­საქ­სნენ: ზოგ­მა პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ან­ობ­ას მოჰ­კი­და ხე­ლი, ზო­გი წა­ვი­და პრაქ­ტი­კა­ში. მას გაძ­ლი­ერ­ება სჭირ­დე­ბა იმ­ის­თვის, რომ არა მხო­ლოდ სა­კუთ­რივ თე­ორი­ის გან­ვი­თა­რე­ბა მოხ­დეს, არ­ამ­ედ მის სა­ფუძ­ველ­ზე გან­წყო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ფსი­ქო­ლო­გი­აც ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ რამ­დე­ნი­მე ძლი­ერი სა­მეც­ნი­ერო სკო­ლა გვქონ­და, ის­ინი ჩვე­ნი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლია და მათ სა­ხელ­მწი­ფოს პატ­რო­ნა­ჟი ეს­აჭ­ირო­ება“, — ამ­ბობს ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძე.

 

რა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ები შეჰ­მა­ტა ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძ­ემ ფსი­ქო­ლო­გი­ის ის­ტო­რი­ას?

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ფსი­ქო­ლო­გი­ისა და გა­ნათ­ლე­ბის მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე ას­ოც­ირ­ებ­ული პრო­ფე­სო­რის სტა­ტუ­სით ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძე უძ­ღვე­ბა ორ სა­ავ­ტო­რო კურ­სს — „ფსი­ქო­ლო­გი­ის ის­ტო­რია“ და „ფსი­ქო­ლო­გი­ის თა­ნა­მედ­რო­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობ­ები“. პრო­ფე­სო­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის სა­ფუძ­ვლე­ბის სწავ­ლე­ბის პროგ­რა­მა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობს.

 

ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძ­ემ ზო­გად ფსი­ქო­ლო­გი­აში შექ­მნა რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, რომ­ლე­ბიც არა ერთ გზის გა­მო­იცა სხვა­დას­ხვა სა­ხელ­წო­დე­ბით და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი რე­დაქ­ცი­ებ­ით.

 

„მა­თი შექ­მნი­სას ვცდი­ლობ­დი გა­მეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა ჩვე­ნი მეც­ნი­ერ­ებ­ის თა­ნა­მედ­რო­ვე მიღ­წე­ვე­ბი და ტენ­დენ­ცი­ები, ის სტან­დარ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­უკ­ეთ­ესო უცხო­ურ კომ­პენ­დი­უმ­ებ­შია, ას­ევე, ქარ­თულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ები; ის­ინი უზ­ნა­ძი­სა და მი­სი მო­წა­ფე­ებ­ის ძა­ლი­ან კარგ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­შია მო­ცე­მუ­ლი და მათ­ზეც სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბის მრა­ვა­ლი თა­ობა აღ­იზ­არ­და. ჩე­მი წიგ­ნე­ბი ბევრ უმ­აღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­მო­იყ­ენ­ება და მსი­ამ­ოვ­ნებს, რო­დე­საც მათ­ზე კარგ გა­მო­ძა­ხილს ვის­მენ. მოხ­და ისე, რომ ჩვენ­ში სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო ფსი­ქო­ლო­გი­ის ის­ტო­რი­აში, ალ­ბათ იმ­იტ­ომ, რომ ეს ძალ­ზე შრო­მა­ტე­ვა­დი საქ­მეა. ამ ნაშ­რომ­ზე მუ­შა­ობ­ას თით­ქმის ოცი წე­ლი მო­ვან­დო­მე. პირ­ვე­ლი წიგ­ნი გა­მო­ვი­და 2008 წელს, მას მოჰ­ყვა ორი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი და შევ­სე­ბუ­ლი რე­დაქ­ცია; ბო­ლო წიგ­ნი მიმ­დი­ნა­რე წელს გა­მო­ვი­და. დავ­წე­რე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო „XX სა­უკ­უნ­ის ფსი­ქო­ლო­გი­ის ძი­რი­თა­დი მიმ­დი­ნა­რე­ობ­ები“, რო­მე­ლიც უზ­ნა­ძის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ით აღ­ინ­იშ­ნა (2004 წ.)“, — ამ­ბობს ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძე.

 

ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძ­ემ, რო­მე­ლიც თე­ორ­ეტ­იკ­ოს­ად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, სის­ტე­მა­ტუ­რი ემ­პი­რი­ული კვლე­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ელა მის სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცი­აში, რო­მე­ლიც ბავ­შვე­ბის სკო­ლი­სად­მი მზა­ობ­ის ნე­ბე­ლო­ბით-მო­ტი­ვა­ცი­ურ ას­პექ­ტებს ეხ­ებ­ოდა. შემ­დეგ მან უკ­ვე თე­ორი­ულ პლან­ში ქცე­ვი­სა და მო­ტი­ვა­ცი­ის ფსი­ქო­ლო­გი­ის პრობ­ლე­მა­ტი­კის კვლე­ვა გა­აგ­რძე­ლა. მი­სი სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცია -“ქცე­ვის კა­ტე­გო­რია და გან­წყო­ბის თე­ორია“ — და­იბ­ეჭ­და წიგ­ნად რუ­სულ ენ­აზე (1989 წ). იმ მრა­ვა­ლი სა­კითხი­დან, რომ­ლე­ბიც მას­შია გან­ხი­ლუ­ლი, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ქცე­ვის პო­ლი­მო­ტი­ვა­ცი­ის ორ­იგ­ინ­ალ­ური თე­ორი­ული მო­დე­ლი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ხში­რად მო­იხ­სე­ნი­ება სპე­ცი­ალ­ურ უცხო­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში.

 

ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძ­ემ ბევ­რი პუბ­ლი­კა­ცია მი­უძ­ღვნა ფსი­ქო­ლო­გი­ის მე­თო­დო­ლო­გი­ის სა­კითხებს. მას ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი აქ­ვს დი­დი წიგ­ნის — ფსი­ქო­ლო­გი­ის მე­თო­დო­ლო­გია — გა­მო­ცე­მა, რო­მელ­ზეც მუ­შა­ობ­ის დას­რუ­ლე­ბას ორი­ოდე წე­ლი­წად­ში აპ­ირ­ებს. ის­ტო­რი­ულ-მე­თო­დო­ლო­გი­ური ხა­სი­ათ­ისაა მი­სი სქელ­ტა­ნი­ანი მო­ნოგ­რა­ფია -“თა­ნა­მედ­რო­ვე ფსი­ქო­ლო­გია: ძი­რი­თა­დი მიმ­დი­ნა­რე­ობ­ები და გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი“, რო­მე­ლიც უკ­ვე თსუ-ის გა­მომ­ცემ­ლო­ბა­შია და, ალ­ბათ, 2022 წელს გა­მო­იც­ემა.

 

პრო­ფე­სო­რი დი­დი ხა­ნია მუ­შა­ობს გან­წყო­ბის თე­ორი­ის ან­ალ­იზ­ისა და შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ­ის დას­ტუ­რია ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძ­ის მრა­ვა­ლი სტა­ტია და ორი წიგ­ნი — „თე­ორი­ული ფსი­ქო­ლო­გია“ (2013 წ.) და „გან­წყო­ბის ონ­ტო­ლო­გი­ური სტა­ტუ­სის პრობ­ლე­მა“ (2019 წ.). ის ას­ევე დი­დი ხა­ნია ამ­უშ­ავ­ებს ქარ­თუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ური სკო­ლის ის­ტო­რი­ის სა­კითხებს. შარ­შან გა­მო­ვი­და მო­ნოგ­რა­ფია: „დის­კუ­სი­ები გან­წყო­ბის ზო­გად­ფსი­ქო­ლო­გი­ური თე­ორი­ის გარ­შე­მო“. წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა თა­ნა­ავ­ტო­რებ­თან ერ­თად და­წე­რი­ლი წიგ­ნი, რო­მელ­შიც და­ხა­სი­ათ­ებ­ულია უზ­ნა­ძის სკო­ლის ერთ-ერ­თი თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გენ­ლის, ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძ­ის მას­წავ­ლებ­ლის, პრო­ფე­სორ შალ­ვა ჩხარ­ტიშ­ვი­ლის სა­მეც­ნი­ერო ღვაწ­ლი.

 

ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძე სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა ერ­ოვ­ნუ­ლი აკ­ად­ემი­ის წევრ-კო­რეს­პონ­დენ­ტია. მი­სი სა­მეც­ნი­ერო საქ­მი­ან­ობა ნამ­დვი­ლად იმ­სა­ხუ­რებს მეტ და­ფა­სე­ბას.

 

„აკ­ად­ემ­იკ­ოს­ობ­ის სტა­ტუსს, თუ­კი ას­ეთი მო­მე­ნი­ჭე­ბა, მე გან­ვი­ხი­ლავ არა იმ­დე­ნად ჩე­მი პერ­სო­ნის და­ფა­სე­ბად, არ­ამ­ედ იმ­ის მაჩ­ვე­ნებ­ლად, თუ რამ­დე­ნად არ­ის გაც­ნო­ბი­ერ­ებ­ული ფსი­ქო­ლო­გი­ური მეც­ნი­ერ­ებ­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა აკ­ად­ემი­ურ სივ­რცე­ში. სა­ზო­გა­დოდ კი მი­მაჩ­ნია, რომ იმ დიდ ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ურ რე­სურ­სს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა ერ­ოვ­ნულ აკ­ად­ემი­აშია, მე­ტი და­ფა­სე­ბა და, რაც მთა­ვა­რია, უფ­რო ეფ­ექ­ტი­ან­ად გა­მო­ყე­ნე­ბა ეს­აჭ­ირო­ება“, — აცხა­დებს მეც­ნი­ერი.

 

დი­მიტ­რი უზ­ნა­ძის უც­ნო­ბი „ჩა­ნა­წე­რე­ბის რვე­ული“

 

ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძ­ის ძა­ლის­ხმე­ვით, ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდომ ფორ­მატ­ში გა­მო­იცა დი­მიტ­რი უზ­ნა­ძის „ჩა­ნა­წე­რე­ბის რვე­ული“, რო­მე­ლიც სა­შუ­ალ­ებ­ას გვაძ­ლევს ჩა­ვი­ხე­დოთ დი­დი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ის „შე­მოქ­მე­დე­ბით ლა­ბო­რა­ტო­რი­აში“.

 

„ამ წიგ­ნის გა­მო­ცე­მა, პირ­ველ რიგ­ში, პრო­ფე­სორ ვი­ტა­ლი კა­კა­ბა­ძის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მან მო­ახ­ერ­ხა გა­და­ერ­ჩი­ნა ის მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ინ­ახ­ებ­ოდა უზ­ნა­ძის არ­ქივ­ში და რო­მე­ლიც, და­მო­უკ­იდ­ებ­ლო­ბის პირ­ვე­ლი წლე­ბის არე­ულ­ობ­ის­ას, უც­ნა­ურ პი­რო­ბებ­ში გაქ­რა. 2019 წელს, ფსი­ქო­ლო­გი­ური გან­წყო­ბის კვლე­ვი­სა და კო­რექ­ცი­ის ცენ­ტრში, ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდომ ფორ­მატ­ში გა­მო­ვე­ცით მი­სი „ჩა­ნა­წე­რე­ბის რვე­ული“, რო­მე­ლიც სა­შუ­ალ­ებ­ას გვაძ­ლევს გა­ვაც­ნო­ბი­ერ­ოთ — რა სა­კითხებ­ზე ფიქ­რობ­და იგი უკ­ან­ას­კნელ წლებ­ში და რა მო­საზ­რე­ბებს სინ­ჯავ­და. ეს მით უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ ბა­ტო­ნი დი­მიტ­რი გარ­და­იც­ვა­ლა შე­მოქ­მე­დე­ბის ზე­ნიტ­ში (63 წლი­სა) და ნამ­დვი­ლად ვერ მო­ას­წრო თა­ვი­სი თე­ორი­ის დას­რუ­ლე­ბა. მას უდ­ავ­ოდ აქ­ვს გან­ვი­თა­რე­ბის დი­დი პო­ტენ­ცი­ალი. ამ­ის რე­ალ­იზ­აცია ისე უნ­და მოხ­დეს, რომ არ და­იკ­არ­გოს სის­ტე­მის ძი­რე­ული ორ­იგ­ინ­ალ­ური იდე­ები და, ამ­ავე დროს, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყ­ოს ფსი­ქო­ლო­გი­ური მეც­ნი­ერ­ებ­ის თა­ნა­მედ­რო­ვე დო­ნე“, — აცხა­დებს ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძე.

 

რა­ტომ ჭი­ან­ურ­დე­ბა ქარ­თუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ური ლექ­სი­კო­ნის ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ვერ­სი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა?

 

ქარ­თულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ ლექ­სი­კონ­ზე მუ­შა­ობა თა­ნა­ავ­ტო­რე­ბის მცი­რე ჯგუფ­თან (სულ, 4 ავ­ტო­რი) ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძ­ემ 2019 წელს და­ას­რუ­ლა. მეც­ნი­ერი სწო­რედ ამ ლექ­სი­კო­ნის შედ­გე­ნას ან­იჭ­ებს დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას და ამ­ის­თვის გა­წე­ული შრო­მაც მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია.

 

„რუს­თა­ვე­ლის ფონ­დის გრან­ტის ფარ­გლებ­ში სამ წე­ლი­წად­ში მო­ხერ­ხდა თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლი რამ — შექ­მნილ­ყო სრულ­ფა­სო­ვა­ნი ენ­ციკ­ლო­პე­დი­ური ლექ­სი­კო­ნი, რო­მე­ლიც მო­იც­ავს ფსი­ქო­ლო­გი­ის მეტ-ნაკ­ლე­ბად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცნე­ბე­ბის უმ­ეტ­ეს­ობ­ას და, ას­ევე, წარ­მოდ­გე­ნი­ლია გან­წყო­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ის უმ­თავ­რე­სი თე­ორი­ული და ემ­პი­რი­ული მო­ნა­პოვ­რე­ბი. წარ­მოდ­გე­ნა რომ შე­გექ­მნათ სა­მუ­შა­ოს მას­შტაბ­ზე, ვიტყვი, რომ მარ­ტო ჩემ მი­ერ და­წე­რი­ლია 600-მდე სტა­ტია, სა­ერ­თო რა­ოდ­ენ­ობ­ით 1000-ზე მე­ტი გვერ­დი. ლექ­სი­კონ­ზე მუ­შა­ობა დას­რულ­და 2019 წელს. სამ­წუ­ხა­როდ, აქ­ამ­დე მხო­ლოდ მი­სი ძალ­ზე მცი­რე ნა­წი­ლის გან­თავ­სე­ბა მო­ხერ­ხდა ინ­ტერ­ნეტ­ში (პრო­ექ­ტი ლექ­სი­კო­ნის ელ­ექ­ტრო­ნულ ვერ­სი­ას გუ­ლის­ხმობ­და). ამ­ის გა­კე­თე­ბა იტ­ვირ­თა სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ოთ­ეკ­ამ, მაგ­რამ საქ­მე უკ­იდ­ურ­ეს­ად ნე­ლა მი­დის...“, — აცხა­დებს პრო­ფე­სო­რი ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძე.

 

სა­ახ­ალ­წლო სურ­ვი­ლე­ბი

 

ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძე, რო­გორც იტყვი­ან, ბე­დო­ბა დღეს, 2 იან­ვარ­საა და­ბა­დე­ბუ­ლი. იღ­ბალს არ უჩ­ივ­ის. ჰყავს არ­აჩ­ვე­ულ­ებ­რი­ვი მე­უღ­ლე — ნა­ნა კენ­ჭა­ძე, ერ­თა­დერ­თი ვა­ჟი — ლა­დო და რძა­ლი — მა­რი­ამი. ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძ­ის ოჯ­ახ­ის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ფი­გუ­რა სადღე­ის­ოდ არ­ის მი­სი წლი­სა და სა­მი თვის შვი­ლიშ­ვი­ლი ან­დრია. შემ­დე­გი პო­ზი­ცია კი უკ­ავი­ათ მის და-ძმას — 12 წლის ნა­ტას და 14 წლის ნი­კო­ლოზს. პრო­ფე­სო­რი, რო­მე­ლიც 2022 წლის 2 იან­ვარს 70 წლის ხდე­ბა, იუბ­ილ­ეს ოჯ­ახ­ის წევ­რებ­თან ერ­თად აღ­ნიშ­ნავს. პან­დე­მი­ის სი­ტუ­აცია სა­შუ­ალ­ებ­ას არ აძ­ლევს, ერ­თად შეკ­რი­ბოს და კე­თი­ლი სიტყვა უთხრას ყვე­ლას, ვინც უყ­ვარს და ვი­საც აფ­ას­ებს. მის­თვის გუწ­რფე­ლად და სიყ­ვა­რუ­ლით მიძ­ღვნი­ლი ყვე­ლა­ფე­რი ძვირ­ფა­სია. ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძ­ეს სა­ახ­ალ­წლოდ ორ პუნ­ქტი­ანი სურ­ვი­ლი აქ­ვს: ჩა­მოგ­ვშორ­დეს კო­ვი­დის და­მოკ­ლეს მახ­ვი­ლი და მე­ორე — ფსი­ქო­ლო­გი­ური ლექ­სი­კო­ნი მი­ვი­დეს მკითხვე­ლამ­დე. პრო­ფე­სორს, რო­მელ­საც მო­მავ­ლის­თვის არა­ერ­თი გეგ­მა და მეც­ნი­ერ­ული ნატ­ვრე­ბი აქ­ვს, გა­ზეთ „თბი­ლი­სის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის“ სა­ხე­ლით გვინ­და ვუ­სურ­ვოთ სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბა, კი­დევ მრა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბა და დიდ­ხანს სი­ცოცხლე! ის, იმ­დე­ნად ჩაფ­ლუ­ლია თა­ვის სა­მეც­ნი­ერო საქ­მი­ან­ობ­აში და იმ­დე­ნად უან­გა­როდ ემ­სა­ხუ­რე­ბა ქარ­თულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ საქ­მეს, რომ ძა­ლი­ან რომ არ გვეთხო­ვა, მი­სი მოღ­ვა­წე­ობ­ის შე­სა­ხებ დღე­საც ნაკ­ლე­ბად ეც­ოდ­ინ­ებ­ოდა სა­ზო­გა­დო­ებ­ას... ფო­ტოც კი ჩვე­ნი და­ჟი­ნე­ბუ­ლი თხოვ­ნით გა­და­იღო... არ­ადა, არ შე­იძ­ლე­ბა, ირ­აკ­ლი იმ­ედ­აძ­ის­ნა­ირ მეც­ნი­ერ­ებს მო­მა­ვა­ლი თა­ობა არ იც­ნობ­დეს და არ რჩე­ბო­დეს ის­ტო­რი­ას მი­სი სა­ხე თუ ნა­მოქ­მე­და­რი...

თარიღი: 31/12/2021