საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,Academia Europea“-ს თბილისის რეგიონულმა ცენტრმა მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო

„Academia Europea“-ს თბი­ლი­სის რე­გი­ონ­ულ­მა ცენ­ტრმა, ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი­სა და თსუ-ის ქრის­ტი­ან­ული აღ­მო­სავ­ლე­თის კვლე­ვის ცენ­ტრის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ობ­ით, 3-4 ოქ­ტომ­ბერს, თე­ლავ­ში გა­მარ­თულ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა­ზე წარ­მო­ად­გი­ნა პრო­ექ­ტი — „გე­ლა­თის აკ­ად­ემია — მეც­ნი­ერ­ებ­ისა და გა­ნათ­ლე­ბის უძ­ვე­ლე­სი კე­რა ქრის­ტი­ან­ულ აღ­მო­სავ­ლეთ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის“. პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია გა­აც­ნოს ფარ­თო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ებ­ას გე­ლა­თის აკ­ად­ემია, რო­გორც ქრის­ტი­ან­ული სამ­ყა­როს ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­მეც­ნი­ერო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრი.

 

„Academia Europea“-ს თბი­ლი­სის ცენ­ტრის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღ­ეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მეც­ნი­ერო წრე­ებ­ის წამ­ყვან­მა სპე­ცი­ალ­ის­ტებ­მა. შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­თა შო­რის იყ­ვნენ თსუ-ის რექ­ტო­რი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე, თსუ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლა­შა სა­ღი­ნა­ძე, „Academia Europea“-ს თბი­ლი­სის ცენ­ტრის აკ­ად­ემი­ური დი­რექ­ტო­რი და­ვით ფრან­გიშ­ვი­ლი.

 

გვე­სა­უბ­რე­ბა „Academia Europea“-ს თბი­ლი­სის რე­გი­ონ­ული ცენ­ტრის მთა­ვა­რი სპე­ცი­ალ­ის­ტი მაია მა­ჭა­ვა­რი­ანი:

 

— პრო­ექ­ტის — „გე­ლა­თის აკ­ად­ემია — მეც­ნი­ერ­ებ­ისა და გა­ნათ­ლე­ბის უძ­ვე­ლე­სი კე­რა ქრის­ტი­ან­ულ აღ­მო­სავ­ლეთ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის“ — აქ­ტუ­ალ­ობ­ასა და ში­ნა­არ­სზე, მი­სი გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ის აუც­ილ­ებ­ლო­ბა­ზე, გთხოვთ, გვითხა­რით რამ­დე­ნი­მე სიტყვა...

 

და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის მი­ერ 1106 წელს და­არ­სე­ბუ­ლი გე­ლა­თის აკ­ად­ემია გახ­და თა­ვი­სი დრო­ის ქრის­ტი­ან­ული აღ­მო­სავ­ლე­თის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი საღ­ვთის­მეტყვე­ლო-სა­მეც­ნი­ერო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ იმ­ჟა­მინ­დელ ევ­რო­პა­შიც ძნე­ლად თუ იყო მსგავ­სი კულ­ტუ­რის და სიბ­რძნის კე­რა. გე­ლა­თის აკ­ად­ემი­ას, მის და­ნა­ტო­ვარს ბევ­რი მეც­ნი­ერი სწავ­ლობ­და და სწავ­ლობს, არ­სე­ბობს ბევ­რი სა­მეც­ნი­ერო ნაშ­რო­მი, მაგ­რამ გე­ლა­თის აკ­ად­ემი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­თა­ნა­დოდ წარ­მო­სა­ჩე­ნად, ვფიქ­რობთ, კი­დევ ბევ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი. ჩვე­ნი პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი სწო­რედ ეს არ­ის — უფ­რო ვრცლად შე­ის­წავ­ლოს და გა­აც­ნოს ფარ­თო სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ებ­ას გე­ლა­თის აკ­ად­ემია, რო­გორც ქრის­ტი­ან­ული სამ­ყა­როს ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­მეც­ნი­ერო, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და კულ­ტუ­რის ცენ­ტრი.

 

— რა სა­მუ­შაოები უნ­და ჩა­ტარ­დეს პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ელ­ებ­ლად და სა­ერ­თოდ, რას ით­ვა­ლის­წებს აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტი?

 

„Academia Europea“-ს თბი­ლი­სის რე­გი­ონ­ული ცენ­ტრის ვა­რა­უდ­ით, ეს პრო­ექ­ტი გაგ­რძელ­დე­ბა გარ­კვე­ული დრო­ის მან­ძილ­ზე, რამ­დე­ნი­მე წლით. სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით — ფი­ლო­სო­ფი­ის, ფი­ლო­ლო­გი­ის, ის­ტო­რი­ის, არ­ქე­ოლ­ოგი­ის, ხე­ლოვ­ნე­ბათ­მცოდ­ნე­ობ­ის, მუ­სი­კათ­მცოდ­ნე­ობ­ისა და სხვ. ჩვენს პირ­ველ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა­ში მო­ნა­წი­ლე­ობა უკ­ვე მი­იღ­ეს წამ­ყვან­მა მეც­ნი­ერ­ებ­მა ის­ეთი სა­მეც­ნი­ერო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრე­ბი­დან, რო­გო­რი­ცაა: ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი, თსუ-ის ქრის­ტი­ან­ული აღ­მო­სავ­ლე­თის კვლე­ვე­ბის ცენ­ტრი, თსუ-ის ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ისა და თე­ორი­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუ­ტი, კ. კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­ნა­წერ­თა ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრი, გე­ლა­თის მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემია, სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი მუ­ზე­უმი, ქუ­თა­ის­ის სა­ხელ­მწი­ფო ის­ტო­რი­ული მუ­ზე­უმი, გ. ჩუ­ბი­ნაშ­ვი­ლი სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის ძეგ­ლთა დაც­ვის ერ­ოვ­ნუ­ლი კვლე­ვი­თი ცენ­ტრი, ვ. სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რია, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის დაც­ვის სა­აგ­ენ­ტოს ქუ­თა­ის­ის ის­ტო­რი­ულ-არ­ქე­ოლ­ოგი­ური ნაკ­რძა­ლის მმარ­თვე­ლო­ბა.

პრო­ექ­ტში მი­იღ­ებ­ენ მო­ნა­წი­ლე­ობ­ას რო­გორც ქარ­თვე­ლი, ას­ევე, უცხო­ელი მეც­ნი­ერ­ები.

პრო­ექ­ტის ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ეტ­აპ­ობ­რი­ვად. კონ­კრე­ტულ ქმე­დე­ბებს ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო ეტ­აპ­ის­თვის და­გეგ­მავს პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­თა სა­ინ­იცი­ატ­ივო ჯგუ­ფი.

სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა­ზე მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ისა­უბ­რეს პრო­ექ­ტის მიზ­ნე­ბის, ხან­გრძლი­ვო­ბის, გან­სა­ხორ­ცი­ელ­ებ­ელი სა­მუ­შაოებისა და მო­მა­ვა­ლი გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ და პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი ეტ­აპ­ის­თვის და­ად­გი­ნეს შემ­დე­გი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა:

 

  1. შე­იქ­მნას სხვა­დას­ხვა დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბის­გან შემ­დგა­რი სა­ინ­იცი­ატ­ივო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც უხ­ელ­მძღვა­ნე­ლებს პრო­ექ­ტს; სა­ინ­იცი­ატ­ივო ჯგუ­ფი გა­მარ­თავს რე­გუ­ლა­რულ შეხ­ვედ­რებს.
  2. მომ­ზად­დეს სა­ტე­ლე­ვი­ზიო სე­მი­ნა­რე­ბის ციკ­ლი, რო­მე­ლიც ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­ას გა­აც­ნობს გე­ლა­თის აკ­ად­ემი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს შუა სა­უკ­უნე­ებ­ის ევ­რო­პულ სა­მეც­ნი­ერო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რცე­ში.
  3. 2021 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ქუ­თა­ის­ში ჩა­ტარ­დეს მცი­რე თე­მა­ტუ­რი კონ­ფე­რენ­ცია, რომ­ლის თე­მა, სა­კითხე­ბი, მო­ნა­წი­ლე­ები და­ზუს­ტდე­ბა სა­ინ­იცი­ატ­ივო ჯგუ­ფის მო­მა­ვალ შეხ­ვედ­რა­ზე.
  4. 2022 წლის მა­ის-ივ­ნის­ში ჩა­ტარ­დეს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ანი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია თე­მა­ზე: „გე­ლა­თის აკ­ად­ემია – შუა სა­უკ­უნე­ებ­ის ქრის­ტი­ან­ული სამ­ყა­როს ინ­ტე­ლექ­ტუ­ალ­ური და კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრი“.
  5. მომ­ზად­დეს და გა­მო­იც­ეს ქარ­თულ და ინ­გლი­სურ ენ­ებ­ზე „სა­მა­გი­დო წიგ­ნი“ გე­ლა­თის შე­სა­ხებ, რო­მელ­შიც სხვა­დას­ხვა დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბი — არ­სე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის შე­ჯა­მე­ბი­სა და კომ­პლექ­სუ­რი ან­ალ­იზ­ის სა­ფუძ­ველ­ზე — წარ­მო­აჩ­ენ­ენ გე­ლა­თის აკ­ად­ემი­ის უდ­იდ­ეს გავ­ლე­ნას ქრის­ტი­ან­ული სამ­ყა­როს კულ­ტუ­რულ ცხოვ­რე­ბა­ზე და შუ­ასა­უკ­უნე­ებ­ის ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სხვა­დას­ხვა დარ­გის (ის­ტო­რია, ფი­ლო­სო­ფია, ფი­ლო­ლო­გია, არ­ქი­ტექ­ტუ­რა, სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა, მუ­სი­კა) გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

 

— ალ­ბათ, და­მე­თან­ხმე­ბით, რომ ამ სა­მოქ­მე­დო გეგ­მის წარ­მა­ტე­ბით შე­სას­რუ­ლებ­ლად სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ის და სა­ზო­გა­დო­ებ­ის მხარ­და­ჭე­რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით თუ გაქ­ვთ რა­იმე ინ­იცი­ატ­ივა?

 

— რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩვენ გვექ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რებ­თან და იმ­ედი გვაქ­ვს, რომ ამ დი­დი და რთუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­აში მხარს დაგ­ვი­ჭერს გა­ნათ­ლე­ბის, სპორ­ტის და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო.

 

— აღ­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რა­ზე ჩა­ტარ­და ორი ლექ­ცი­აც. რა თე­მებ­ზე სა­უბ­რობ­დნენ მომ­ხსე­ნებ­ლე­ბი?

 

— სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რა­ზე ჩა­ტარ­და ორი ლექ­ცია: გე­ლა­თის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის ტე­რი­ტო­რი­აზე მიმ­დი­ნა­რე გათხრე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა ქუ­თა­ის­ის ის­ტო­რი­ულ-არ­ქე­ოლ­ოგი­ური ნაკ­რძა­ლის მმარ­თვე­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა რო­ლანდ ის­აკ­აძ­ემ. გე­ლა­თის კი­ლოს სა­გა­ლობ­ლე­ბის შე­სა­ხებ მოხ­სე­ნე­ბა წარ­მო­ად­გი­ნა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის პრო­ფე­სორ­მა მაგ­და სუ­ხი­აშ­ვილ­მა — მი­სი ლექ­ცია ილ­უს­ტრი­რე­ბუ­ლი იყო გე­ლა­თურ კი­ლო­ზე აგ­ებ­ული სა­გა­ლობ­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც შე­ას­რუ­ლა ალ­ავ­ერ­დის მო­ნას­ტრის მგა­ლო­ბელ­თა გუნ­დმა.

 

ესა­უბ­რა თა­მარ და­დი­ანი

თარიღი: 08/11/2020