საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რა შემთხვევაში განახლდება სწავლის პროცესი აუდიტორიებში?

ნი­ნო კა­კუ­ლია

 

„იმ­ის­თვის, რომ თსუ-ის კორ­პუ­სე­ბი გა­მო­ცოცხლდეს და სწავ­ლა აუდ­იტ­ორი­ებ­ში გა­ნახ­ლდეს; იმ­ის­თვის, რომ პან­დე­მი­ური პე­რი­ოდ­ის მან­ძილ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­ებ­ული უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სი­ახ­ლე­ებ­ის სი­კე­თე ფი­ზი­კუ­რად იგ­რძნონ სტუ­დენ­ტებ­მა, სა­ჭი­როა პრო­ფე­სო­რე­ბის, სტუ­დენ­ტე­ბი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული პერ­სო­ნა­ლის 80 % მა­ინც იყ­ოს აც­რი­ლი“ — ას­ეთია თსუ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის ლა­შა სა­ღი­ნა­ძის პროგ­ნო­ზი და ერ­თგვა­რი მო­წო­დე­ბა, რომ ყვე­ლა ჩა­ერ­თოს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში.

 

„2021-2022 ახ­ალ სას­წავ­ლო წელს ის­ევ პან­დე­მი­ურ ვი­თა­რე­ბა­ში ვხვდე­ბით. ჩვე­ნი დი­დი სურ­ვი­ლი იყო, რომ ეს სას­წავ­ლო წე­ლი აუდ­იტ­ორი­ებ­ში დაგ­ვეწყო, რის­თვი­საც ფი­ზი­კუ­რად მზად ვი­ყა­ვით (სა­ხელ­მწი­ფოს ჯან­მრთლო­ბის დაც­ვის სტრუქ­ტუ­რე­ბის მი­ერ დად­გე­ნი­ლი ყვე­ლა სა­ჭი­რო ნორ­მა და­ცუ­ლია ჩვენ­თან), თუმ­ცა ეპ­იდ­ემი­ური სი­ტუ­აცი­ის გაუარესების გა­მო, ჯერ-ჯე­რო­ბით, ეს ვერ ხერ­ხდე­ბა. იმ­ედს ვი­ტო­ვებთ, რომ ოქ­ტომ­ბრის თვი­დან სა­შუ­ალ­ება მოგ­ვე­ცე­მა — სტუ­დენ­ტებს აუდ­იტ­ორი­ებ­ში შევ­ხვდეთ. ამ­ის­ათ­ვის აუც­ილ­ებ­ელია (და ეს არა­ერ­თხელ გან­გვიცხა­დე­ბია) — ყვე­ლა იყ­ოს ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი, ვი­საც ამ­ის ფი­ზი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქ­ვს.

 

ჩვენ პე­რი­ოდ­ულ­ად ვა­ტა­რებთ გა­მო­კითხვებს და შე­დე­გად და­ვად­გი­ნეთ, რომ, ამ ეტ­აპ­ზე, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­ახ­ლო­ებ­ით 70 %-მდე და სტუ­დენ­ტე­ბის 40 % არ­ის ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი. თა­ნამ­შრომ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ეს არ­ცთუ ურ­იგო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, მით უფ­რო, რომ გა­მო­კითხვის თა­ნახ­მად, 15 %-ზე მე­ტი უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში აპ­ირ­ებს აც­რას. მხო­ლოდ 80-85 %-იანი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი იმ­ის­თვის, რომ უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში უს­აფ­რთხო გა­რე­მო იყ­ოს. სტუ­დენ­ტე­ბის კუთხით კი კამ­პა­ნი­ის გა­აქ­ტი­ურ­ება გვმარ­თებს. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა სტუ­დენ­ტს ვთხოვთ, რომ ჩა­ერ­თოს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში. მხო­ლოდ ამ გზით შევ­ძლებთ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის აუდ­იტ­ორი­ებ­ში გა­ნახ­ლე­ბას.

 

მე­დი­ცი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბა ერ­თა­დერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, სა­დაც სა­ხელ­მწი­ფომ და­ად­გი­ნა ნორ­მა, რომ თუ სტუ­დენ­ტი და აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლი სრუ­ლად არ იქ­ნე­ბა ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი, მათ არ შე­ეძ­ლე­ბათ კლი­ნი­კურ, პრაქ­ტი­კულ და ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ სწავ­ლე­ბა­ში ჩარ­თვა არ­ად­ის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში“, — აღ­ნიშ­ნა ჩვენ­თან სა­უბ­არ­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა ლა­შა სა­ღი­ნა­ძემ.

 

ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გა­დაწყვე­ტი­ლე­ბით, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის კორ­პუ­სებ­ში კომ­პი­უტ­ერ­ული რე­სურს-ცენ­ტრე­ბი და სა­ბიბ­ლი­ოთ­ეკო სამ­კითხვე­ლო დარ­ბა­ზე­ბი გა­იხ­სნე­ბა, სა­დაც ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს დის­ტან­ცი­ის და შე­სა­ბა­მი­სი რე­გუ­ლა­ცი­ებ­ის დაც­ვით ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა — ის­არ­გებ­ლოს რო­გორც სა­ბიბ­ლი­ოთ­ეკო რე­სურ­სით, ას­ევე, კომ­პი­უტ­ერ­ებ­ით.

 

„რაც შე­ეხ­ება სხვა სი­ახ­ლე­ებს, იმ­ის მი­უხ­ედ­ავ­ად, რომ ჩვენ ის­ევ დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ში ვიწყებთ სწავ­ლას, zoom-პლატ­ფორ­მის ლი­ცენ­ზი­ები კი­დევ შე­ვის­ყი­დეთ და ამ ლი­ცენ­ზი­ით სარ­გებ­ლო­ბა ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შეგ­ვეძ­ლე­ბა. იმ­ედს ვი­ტო­ვებ, რომ ერ­თი წე­ლი არ დაგ­ვჭირ­დე­ბა მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა და აუდ­იტ­ორი­ებ­ში გა­ნახ­ლდე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი“, — აღ­ნიშ­ნა ლა­შა სა­ღი­ნა­ძემ.

თარიღი: 18/09/2021