წიგნში „ტექსტი და ქრონოტოპი“ გამოკვლეულია თანამედროვე ლიტერატურის თეორიის ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორიცაა ტექსტისა და ქრონოტოპის კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური ურთიერთმიმართების საკითხი.
განშრომი განსაზღვრულია როგორც ლიტერატურის თეორიისა და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის სპეციალისტების, ისე ლიტერატურის პრობლემებით, კერძოდ, ილია ჭავჭავაძის, მიხეილ ჯავახიშვილისა და ვლადიმირ ნაბოკოვის შემოქმედებით დაინტერესებული ფართო მკითხველისათვის.
წიგნის, როგორც დამხმარე სახელმძღვანელოს, შედეგების, დებულებებისა და დასკვნების გამოყენება მიზანშეწონილია ფილოლოგიური და, ზოგადად, ჰუმანიტარული პროფილის სტუდენტებისათვის სწავლების სხვადსხვა საფეხურზე.