საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლები
ავტორი: მიხეილ ქურდიანი
გამოქვეყნების თარიღი: 2007
isnb: 978-9941-13-048-9
ფასი: 60 ₾₾
ანოტაცია

ნაშრომის სათაური „იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების საფუძვლები“ გაპირობებულია იმ ფაქტით, რომ ამა თუ იმ ენობრივ ჯგუფთა თუ ცალკეულ ენათა ერთ ოჯახად მიჩნევის საფუძველი მათ შორის კანონზომიერ და რეგულარულ ბგერათშესატყვისობათა დადგენა და წინამდებარე მონოგრაფიაც იბერიულ-კავკასიური ენათა ოჯახის სწორედ ასეთი საფუძვლის წარმოჩენას ისახავს მიზნად:

მასში ისტროიულ-შედარებითი მეთოდის თანამიმდევრული, მკაცრი და კორექტული გამოყენებით დამტკიცებულია აფხაზურ-ადიღეური, ბასკურ-ქართველური და ნახურ-დაღესტნური ენობრივი ჯგუფების ურთიერთ ნათესაობა და მათი კუთვნილება ენათა იბერიულ-კავკასიური ოჯახისადმი.

ნაშრომი საეტაპოა არა მხოლოდ თავისი შედეგების თვალსაზრისით: მასში პირველად თანამედროვე დიაქრონული ენათმეცნიერების მოთხოვნათა დონეზე ერთმნიშვნელოვნად არის დადგენილი ენათა იბერიულ-კავკასიური ოჯახის არსებობა და შემადგენლობა, არამედ კვლევის მეთოდოლოგიის თვალსაზრისითაც: ნებისმიერი თეორიული დებულება, ფორმულირება შედარებისა თუ რეკონსტრუქციის პროცედურა, საბოლოო დასკვნები მკაცრად ვერიფიცირებადია.

ნაშრომი ახალ პერსპექტივებს სახავს იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წინაშე: ის თანაბრად საინტერესო იქნება კავკასიოლოგიისა და ბასკოლოგიის სფეროში მომუშავე ენათმეცნიერთა, ისტორიკოსთა, ეთნოლოგთა და ზოგადი ლინგვისტიკის სპეციალისტთათვის.  




მსგავსი წიგნები