საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
რანჟირების ყოველწლიური ანგარიშები

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ყოველწლიურად ახდენს მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებებში თსუ-ს პოზიციისა და სხვადასხვა მიმართულებით მაჩვენებლების ანალიზს, რასაც იყენებს უნივერსიტეტის საქმიანობის შეფასებისთვის. ყოველწლიურად მზადდება ანგარიში, რომელიც წარედგინება უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, შესაბამისი რეკომენდაციებით.

 

 

 

THE უნივერსიტეტის გავლენის რანჟირება-2026

საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში რანჟირება მიღებული პრაქტიკაა. ის ერთგვარი მინიშნებაა ინსტიტუციის პოზიციაზე საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში და ხელს უწყობს უნივერსიტეტებს განამტკიცონ თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობა, კვლევების ღირებულება, საერთაშორისო როლი, ხილვადობა და რეპუტაცია. 

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველად იღებს მონაწილეობას მსოფლიოს უნივერსიტეტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და პოპულარულ თაიმსის უნივერსიტეტის გავლენის რანჟირებაში, რომელიც იკვლევს უნივერსიტეტების გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG) შესაბამისობას და  პროგრესს. აქ განთავსებული მასალა თაიმსის უნივერსიტეტის გავლენის რანჟირების კითხარში თავმოყრილი მონაცემების ერთგვარი მტკიცებულებაა და ხელს უწყობს თსუ-ს წარმოაჩინოს საკუთარი წვლილი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში. 

 

  1. წვლილი ხელოვნებასა და მემკვიდრეობის დაცვაში
  2. დევნილი საზოგადოებიების მემკვიდრეობა
  3. ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ანგარიში   
  4. ექსპერტული რჩევა  
  5. სტუდენტთა გამოკითხვა სოციალური სტატუსის შესახებ
  6. უწყვეტი განათლების კურსები
  7. პროფესიული განათლების კურსები.