საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
EUA თემატური ჯგუფი „სტუდენტებისა და პერსონალის საჭიროებები და კეთილდღეობა"

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, მისი განაცხადის საფუძველზე, კიდევ ერთხელ გახდა ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) თემატური ჯგუფის წევრი. თსუ ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოდან, რომელიც 31 ევროპულ უნივერსიტეტთან ერთად 2022 წლის EUA თემატური ჯგუფების (TPG) მუშაობაში მონაწილეობს. TPG-ების  სამიზნე  აუდიტორია  არის  უნივერსიტეტის პერსონალი ხელმძღვანელ და მენეჯერულ პოზიციებზე, რომლებსაც აქვთ ინსტიტუციური პასუხისმგებლობა სწავლასა და სწავლებაზე.

2022  წლის  რაუნდი  (2022  წლის  მარტი  -  2023  თებერვალი)  ორგანიზებულია  DIGI-HE  პროექტის  (დიგიტალიზაციის სტრატეგიული  ასახვა  ევროპის უმაღლეს  სასწავლებლებში) ფარგლებში,  და ფოკუსირებულია შემდეგ  სამ  თემაზე:

  • ციფრული უნარებით აღჭურვილი მასწავლებლების როლი ხარისხიანი სასწავლო გარემოს ფორმირებაში;
  • თანამშრომლობითი სწავლების გამოცდილება;
  • სტუდენტებისა და პერსონალის საჭიროებები და კეთილდღეობა.

თემატური ჯგუფი „სტუდენტებისა და პერსონალის საჭიროებები და კეთილდღეობა (Need and Wellbeing of students and staff)“ დიდი ბრიტანეთის, ავსტრიის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, იტალიის, შვეიცარიისა და ფინეთის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლების ჩართულობით ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა გამოცდილების გაზიარებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიმართულებით. 

თემატური ჯგუფების პირველი საკოორდინაციო შეხვედრა 2022 წლის 15 მარტს დისტანციურ ფორმატში ჩატარდა. ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს თავიანთი ინსტიტუციები და დასახეს თანამშრომლობის გეგმები შეხვედრების სიხშირის, ფორმატისა და ხანგრძლივობის შესახებ. მომდევნი შეხვედრები გაიმართა 21 მარტს, 1 და 11 აპრილს, ასევე  ზაფხულსა და შემოდგომაზე. შეხვედრებზე გაიმართა დისკუსია ინოვაციურ პრაქტიკებზე და ციფრულად გაუმჯობესებულ მიდგომებზე, რომლებიც დაკავშირებულია გამოვლენილ გამოწვევებთან.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან თემატური ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობდნენ თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ირმა გრძელიძე, განყოფილების უფროსი თინათინ დავითაშვილი და მთავარი სპეციალისტი სოფიო იდაძე.

 

ჯგუფის მუშაობის საბოლოო  ანგარიშის  გამოქვეყნდა  2023  წლის  მარტში და განთავსებულია ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის ვებგვერდზე. ანგარიში აჯამებს ჯგუფის მიგნებებს. იგი იწყება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის იმ ასპექტების ჩამოთვლით, რომლებიც ჯგუფმა დაადგინა, რომ ყველაზე მეტად გავლენას ახდენს ინდივიდუალურ კეთილდღეობაზე. შემდეგ წარმოდგენილია სტუდენტებისა და პერსონალის გამოკითხვის შედეგები ჯგუფის წევრ დაწესებულებებში, რათა გამოიკვლიონ ამ ასპექტების ზემოქმედება ციფრული სწავლა-სწავლების პირობებში. ანგარიში სრულდება გამოწვევებისა და ძირითადი მოსაზრებების  გამოკვეთით, და რეკომენდაციების დასახვით, რომლებიც დაწესებულებებისთვის შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს სტუდენტებისა და პერსონალისთვის მიზნობრივი და ეფექტური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.